არჩილ თალაკვაძე ნაცმოძრაობაზე: ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს ქვეყანაში, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში, აანონსებდნენ უმრავლესობის დაშლას და ეშლებათ პარტია - რაც დათესეს, იმას იმკიან
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში, ისინი ითხოვდნენ და აანონსებდნენ უმრავლესობის დაშლას და ეშლებათ პარტია, საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ რაც დათესეს, იმას იმკიან, ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო სერია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, სინამდვილეში საზოგადოება თვალს ადევნებს კლანებს შორის ბრძოლას „ნაციონალურ მოძრაობაში“. მისივე თქმით, ეს იყო პარტია, რომელსაც 2012 წლიდან ამოძრავებდა და დღესაც ამოძრავებს ერთადერთი - პოლიტიკური შურისძიება.
„მართალი გითხრათ თვალს ვადევნებდი ეთერს და ღიმილს ვერ ვიკავებდი, წინა რესპოდენტი ამბობდა, რომ პერსპექტიული ახალგაზრდაა ჩვენი მომავალი თავმჯდომარე ხაბეიშვილიო. ეს არის მათი დამცინავი დამოკიდებულება ხაბეიშვილის მიმართ. სინამდვილეში საზოგადოება თვალს ადევნებს კლანებს შორის ბრძოლას ნაციონალურ მოძრაობაში. ეს იყო პარტია, რომელსაც 2012 წლიდან ამოძრავებდა და დღესაც ამოძრავებს ერტადერთი - პოლიტიკური შურისძიება.
ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში, ითხოვდნენ და აანონსებდნენ უმრავლესობის დაშლას და ეშლებათ პარტია. საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ რაც დათესეს, იმას იმკიან. ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო სერია. ბოლო სერიაში ვნახავთ, რომ ის მანდატები, რომელსაც ნაცმოძრაობა უპატივცემულოდ ეპყრობა, ის ადგილები, რომელიც მათ საკუთარმა ამომრჩეველმა მიანიჭა პარლამენტში და რომელსაც ისინი მუდმივად ცარიელს ტოვებენ, არც ერთ სხდომაში არ მონაწილეობენ, არც ეკონომიკა აინტერესებთ, არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც თავდაცვის საკითხები, ამას აუცილებლად მოსთხოვს საკუთარივე ელექტორატი.
დღეს ხედავთ, რომ ბატონი ბარნოვი, ბატონი დოლიძე და ძალიან ბევრი მათი ტრადიციული მხარდამჭერი პრაქტიკულად ამბობს, რომ ეს აღარ არის ის პარტია, რომელსაც მხარს უჭერდნენ და ამ ლიდერებზე - მელიაზეც და ხაბეიშვილზეც ამბობენ, რა გამოვიწერეთ და რა ჩამოგვივიდაო. ეს არის მარტივად ის უკმაყოფილება, რომელიც ჩანს. ეს არის პირდაპირ სიმპტომატური, რომ პარტია კარგავს იმ ელექტორატსაც, რომელიც ქონდა.
ამიტომ ჩვენ მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვინც ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი წინა არჩევნებში, მათ ექნებათ უკვე კარგი შესაძლებლობა, თუ ისევ ოპოზიციას უნდათ რომ მხარი დაუჭირონ, ჩაანაცვლონ ეს ტოქსიკური ძალა, ანტისაზოგადოებრივი, ანტიევროპული პარტია ახალი ოპოზიციური პარტიებით, რომლებიც აჩვენებენ, რომ მათ უფრო მეტად შეუძლიათ მუშაობა პარლამენტშიც და უფრო მეტად შეუძლიათ თანამშრომლობა ქვეყნის ინტერესების გარშემო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 14:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „ქრონიკის“ კითხვასთან დაკავშირებით ეუთოს პასუხზე: ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში
ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკის“ კითხვასთან დაკავშირებით ეუთოს პასუხზე.
15 ივლისი 2026, 14:14
ტექნოლოგიები
NASA და „როსკოსმოსი“ თანამშრომლობის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
8-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ჯარედ აიზეკმანი ყაზახეთში ბაიკანურის კოსმოსურ ცენტრში ჩავიდა. ის იმ რუსული კოსმოსური ხომალდის აფრენას დაესწრო, რომელიც ორ რუს და ერთ ამერიკელ ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე ჩაიყვანს.
15 ივლისი 2026, 14:06
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი
საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
15 ივლისი 2026, 14:06
მსოფლიო
ბალაშ ორბანი: როგორც კი არათანაბარი წევრობის პრინციპი დამკვიდრდება, ეს მხოლოდ მომავალ წევრებზე არ გაჩერდება. ადრე თუ გვიან, ეს შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად ევროკავშირში შემავალი მცირე წევრი სახელმწიფოების პოზიციების შესასუსტებლად
„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: როგორც კი არათანაბარი წევრობის პრინციპი დამკვიდრდება, ეს მხოლოდ მომავალ წევრებზე არ გაჩერდება. ადრე თუ გვიან, ეს შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად ევროკავშირში შემავალი მცირე წევრი სახელმწიფოების პოზიციების შესასუსტებლად. უნგრეთის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებში შედის, დაუპირისპირდეს ამ წინადადებას და გვერდით დაუდგეს მათ, ვინც თანაბარი წევრობის პრინციპს იცავს. იტალიამ, ავსტრიამ, ხორვატიამ, ჩეხეთმა, საბერძნეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ უკვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. სად არის უნგრეთი?“ - წერს ორბანი.
15 ივლისი 2026, 13:50
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, იგნასიო ტირადოს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, იგნასიო ტირადოს და გენერალური მდივნის მოადგილეს, ანა ვენეციანოს შეხვდა.
15 ივლისი 2026, 13:07
მსოფლიო
კვლევა: გერმანელების 51% ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ემხრობა
ამავდროულად, გერმანელთა 69% მხარს უჭერს ადამიანების უფლებას, ეძებონ თავშესაფარი ომისა თუ დევნისგან სხვა ქვეყანაში. Ipsos UK-ის დირექტორი, ტრინ ტუ ამ წინააღმდეგობას იმით ხსნის, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები ზოგადად მხარს უჭერენ ლტოლვილთა დაცვას, თუმცა, ამავე დროს, სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესის პრაქტიკულ რეალიზებას.
15 ივლისი 2026, 12:59
სამართალი
პროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ სამი სხვადასხვა დასახელების და ამ ოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული.
15 ივლისი 2026, 12:44
საზოგადოება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ
შსს-ის მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.
15 ივლისი 2026, 12:41
ეკონომიკა
თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება ,,Tbilisi Eurasian Tuesday“, რომელიცსაქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორის ბიზნესთანამშრომლობის გაძლიერებასემსახურება
2026 წლის 28 ივლისს, სასტუმრო Swissôtel Tbilisi-ში, საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა EurAsia Gulfგამართავს საერთაშორისო ნეთვორქონგ ღონისძიებას Tbilisi Eurasian Tuesday | Georgia × GCC, რომელიც თავს მოუყრის ბიზნესის, ინვესტიციების, დიპლომატიური კორპუსისა და სამეწარმეო სფეროსწარმომადგენლებს.
15 ივლისი 2026, 12:40
რეგიონი
საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
საქპატენტის სათავო ოფისში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:37
საზოგადოება
ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის საკითხებზე სასაკლაოებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის რეფორმა განიხილეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:35
რეგიონი
ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:30
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 131 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
15 ივლისი 2026, 12:29
მსოფლიო
FT: უკრაინას ევროკავშირის ფულით უპილოტო საფრენი აპარატების ჩინური დეტალები შეძენის ნება დართეს
ევროკავშირის კრედიტის პირობების თანახმად, ამ თანხით შესყიდული თავდაცვითი პროდუქცია უნდა მოდიოდეს ევროკავშირის ბაზრიდან, უკრაინიდან ან დამტკიცებული პარტნიორებიდან - მაგალითად, კანადიდან. გარდა ამისა, შესყიდვები არ უნდა „ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს“.
15 ივლისი 2026, 12:21
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:
15 ივლისი 2026, 12:19
ტექნოლოგიები
ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ
მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.
15 ივლისი 2026, 12:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“
15 ივლისი 2026, 12:10
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:10
საზოგადოება
კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე
ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
15 ივლისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს
ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, - წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, აშშ-ში ემიგრაციაში „ჩუმად გაიპარა“.


