დიმიტრი ხუნდაძე: საქართველომ უნდა გადახედოს აშშ-თან მიმართებით არა სტრატეგიულ არჩევანს, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმას
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: IMEDI
მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინს, ბენ კარდინის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპის საკითხებში კარენ დონფრიდს პასუხობს.
„ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს იმას, რომ ევროპიდან თუ ამერიკიდან რიგი პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელ შეფასებებს უნდა ვუსმინოთ, შემდეგ ფრთხილი კომენტარები ვაკეთოთ და ბოლოს, როგორც ყოველთვის, მობოდიშებით წარსულს ჩავაბაროთ. ამ ქმედების ახსნას კი „მორჩილები“ შემდეგნაირად გვთავაზობენ: - ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პასუხის გაცემის უფლებაც კი არ გვაქვს, აღარაფერს ვსაუბრობ შელახული ღირსების დაცვაზე. მოძრაობა „ხალხის ძალა“ სწორედ ამ დოგმებს ამსხვრევს.
სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა: - „ხომ არ არის დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში“. მინდა ვუპასუხო, დიახ, ამის დრო ნამდვილად დადგა. ჩვენი მოძრაობაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია შეიცვალოს არა ჩვენი სტრატეგიული არჩევანი აშშ-თან მიმართებით, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმა. უნდა შეიცვალოს დღეს არსებული არასწორი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამან მიიღოს ღირსეული, თანასწორული და ორმხრივი პარტნიორობის სახე.
ის, რაც დღეს მოვისმინეთ, სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო დადანაშაულება საქართველოს ხელისუფლების. მინდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის სიტყვას ასრულებს ყველა საკითხზე უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ხალხთან და მერე სხვა ქვეყანასთან. არავის დაავიწყდეს, რომ ევრო-ატლანტიკური კურსი კონსტიტუციით სწორედ ჩვენ გავამყარეთ და თუკი ეს არის „დემოკრატიული უკუსვლა“, მაშინ უნდა აუხსნან ქართველ ხალხს, როგორია დემოკრატიული წინსვლა? ისეთი, როგორსაც ხედავდნენ 2012 წლამდე? ღია მკვლელობებს, ბიუჯეტის ძარცვას, რუსეთზე საქართველოს ტერიტორიების მიყიდვას, პატიმრების წამებას და კიდევ ბევრ სხვა ბოროტებას, რასაც ისინი იწონებდნენ და რასაც დღესაც ღიად უჭერენ მხარს? მათთვის „ჭეშმარიტი დემოკრატია“ მხოლოდ კრიმინალი და რადიკალური ოპოზიციაა, ვისაც ჩვენმა ხალხმა უთხრა უარი.
სენატორის მიერ ნათქვამი სიტყვა -„ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე, ეს მათი მთავრობაა“, პირდაპირი ჩარევაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მოქალაქეების წაქეზებაა ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად. ეს ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. საკუთარ პოზიციას რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები უკვე აღარ მალავენ და იმასაც კი აცხადებენ, რომ უნდა იფიქრონ სხვა გზებზე, რადგან „როგორც ჩანს ის, რასაც ახლა აკეთებენ, არ მუშაობს“.
ეს „სხვა გზები“ უკვე ცნობილია ჩვენთვის. ამ გზაზე დგას დავით კეზერაშვილი ამერიკის გავლენიან პირებთან შეხვედრისას; ამ გზაზე დგანან უკრაინის მთავრობის ქართველი კრიმინალები, როდესაც ჩვენს ხალხს მოუწოდებენ ხელისუფლების ცვლილებისკენ და ომისკენ; ამ გზაზე დგანან ევროპარლამენტის რიგი დეპუტატები, რომლებიც ამ სენატორების მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ; ამ გზაზე დგას ის უფერული ოპოზიცია, რომელსაც ვერაფრით წონა ვერ შესძინეს ქართველ ამომრჩეველში, მაგრამ მაინც ჯიუტად რევოლუციურ სცენარს მიუყვებიან.
რაც შეეხება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიერ ჩვენი მოძრაობის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, რომ ჩვენი ქმედება „ძირს გამოუთხრის საქართველო-ამერიკის პარტნიორობას“, მინდა გარკვევით ვუპასუხო კარენ დონფრიდს: - ჩვენ კი არ ვუთხრით ძირს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობას, ამას თქვენ და ის სენატორები ჩადიხართ, რომლებიც ღიად აქეზებთ ქართველ ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ, რისი უფლებაც თქვენ არ გაქვთ. სწორედ ეს უთხრის ძირს საქართველო-ამერიკის პარტნიორულ ურთიერთობებს. ჩვენ ეთიკის ნორმებში ლეგიტიმური კითხვები დავუსვით ამერიკის ელჩს და ეს ელჩზე თავდასხმად მონათლეთ. ის კი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და რისი უფლებაც საკუთარ თავს მიეცით, დემოკრატიული ქმედებაა თუ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელმაც თურმე არ იცის, ვინ უნდა აირჩიოს და როდის უნდა მოსთხოვოს პასუხი საკუთარ ხელისუფლებას?
მოგმართავთ ყველას, ვინც ბოლო პერიოდში ევროპაში თუ ამერიკაში იყენებთ მაღალ პოლიტიკურ ტრიბუნას ჩვენი ქვეყნის დასამცირებლად, ნუ უფრიალებთ ქართველ ხალხს წითელ მულეტას! ჩვენ ნამდვილად გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობა, ოღონდ ისეთი, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და არა ისეთი, რა პოზიციიდანაც თქვენ ესაუბრებით დღეს საქართველოს“, - აცხადებს ხუნდაძე.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 21:39
ეკონომიკა
ოთხწლიანი შეღავათი ბიზნესს - პლასტიკის ბოთლში სასმელის წარმოებისა და იმპორტის გადავადებული აკრძალვა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
საკვებთან შემხებლობაში პლასტმასის გამოყენება აკრძალულია - 4 წლით გადავადდა მხოლოდ ერთი აკრძალვა, რომელიც 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო და პლასტიკის ბოთლში სასმელის წარმოებასა და იმპორტს ეხება.
19 აპრილი 2026, 21:34
საზოგადოება
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია
განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 21:29
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება
„ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
19 აპრილი 2026, 21:19
საზოგადოება
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო
პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მშვიდობას მოაქვს მეტი ინვესტიცია, მეტი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ყველგან არ არის სახარბიელო ვითარება და არსებობს პრობლემები , რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება და აზარალებს. შეუძლებელია, თავი დააღწიო ომისგან მიყენებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
19 აპრილი 2026, 21:04
პოლიტიკა
თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებზე მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების“ საფუძველზე გამოქვეყნებული „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
19 აპრილი 2026, 21:04
საზოგადოება
ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ
გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა მეუფე შიოზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 20:57
ეკონომიკა
თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში
უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.
19 აპრილი 2026, 20:52
საზოგადოება
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი მეუფე შიოზე: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.
19 აპრილი 2026, 20:49
პოლიტიკა
ახალგაზრდების ხმა პოლიტიკაში და დიდი რეზონანსი, რომელიც ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილის საკვანძო სიტყვას - დეპოლარიზაციას მოჰყვა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლარიზაცია - რადიკალების მასაზრდოებელი მთავარი წყარო. დეპოლარიზაცია - ჯანსაღი გარემოს განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. დისკუსია, დებატები, აზრების გაცვლა და განსხვავებული ხედვის მიუხედავად ერთად ზრუნვა სამშობლოზე - ეს არის ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე , რომელსაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.
19 აპრილი 2026, 20:44
საზოგადოება
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო
ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
პეტრე ცაავა და ანტიეკლესიური კამპანია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
როგორ სტკენდნენ გულს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მისივე სულიერი შვილები, მათ შორის ერთ დროს მაღალი იერარქი, რომელმაც თავისივე უგუნურებით განიცადა იერარქიული დაღმასვლა და დღეს არაფრით განსხვავდება რიგითი რადიკალებისგან - სინოდის მიერ დასჯილი პეტრე ცაავა ახლა უწმინდესის სულს შეურაცხყოფს და ეკლესიის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს კადრულობს.
19 აპრილი 2026, 20:34
საზოგადოება
არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ილია მეორეზე: იყო ნამდვილი მწყემსი კეთილი. ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა
ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 20:27
საზოგადოება
პატრიარქის ჯვარი - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი ერის სულიერ მამაზე, რომელიც გვასწავლიდა, რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი
ერის სულიერი მამის გარდაცვალებიდან მალე ორმოცი დღე გავა. ახლა ვდგავართ გლოვისა და სიახლის გზაჯვარედინზე - დავკარგეთ პატრიარქი და ველოდებით ახალს, ახალი ეპოქის დასაწყისს. ეს არ იქნება მზიანი ღამე, მაგრამ იქნება ისტორიული, ეპოქალური დღე, როცა ილია მეორის შემდეგ პატრიარქის ჯვარი უნდა იტვირთოს მან, ვისაც უფალი ინებებს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად.
19 აპრილი 2026, 19:19
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
19 აპრილი 2026, 19:10
სპორტი
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.
19 აპრილი 2026, 17:58
საზოგადოება
მეუფე შიო: უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო
მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
19 აპრილი 2026, 17:54
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
19 აპრილი 2026, 17:50
სპორტი
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
19 აპრილი 2026, 17:27
საზოგადოება
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


