18 ნოემბერი 2022, 09:43 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძის განცხადებაზე: ქართველებს, ყველაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წარსული, ტრადიციები, ეკლესია, ეროვნული იდენტობა და განვითარება არის თავსებადი რამ. ამის დანგრევა უნდათ, ამას ებრძვიან

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ჩვენ, ქართველებს, ყველაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გუშინდელი დღე, წარსული, ტრადიციები, ეკლესია, რწმენა, ეროვნული იდენტობა და განვითარება არის თავსებადი რამ. ეს არის ნამდვილი ევროპული ღირებულება, როცა შენ ახერხებ განვითარებას და შენი წარსულის პატივისცემას. აი, ამის დანგრევა უნდათ, ამას ებრძვიან - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” „ნაცმოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადების კომენტირებისას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამიტომ არ არის რომან გოცირიძის ნათქვამი შემთხვევითი და ამიტომ უნდათ დააყენონ უსწორობის ნიშანი რწმენას, ეკლესიასა და განვითარებას შორის.

„ზოგადად, რომ არ მოგატყუოთ, რომან გოცირიძის გამონათქვამებზე ხშირად მიხუმრია ხოლმე, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელზეც არ მეღიმება ნამდვილად და რატომ - ეს უფრო ღრმა პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ გვახსოვს ეკლესიაზე თავდახსმების სერია. ჯერ რამხელა მასშტაბი აქვს თავად ამას როცა ვამბობთ და რამხელა ბრალდებაა, ამას შემთხვევით ხომ ვერ იტყვი ადამიანი, მართლა ძირეული და მყარი მტკიცებულებები რომ არ გქონდეს, რომ ეკლესიას თავს ესხმიან, მაგრამ თამამად ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ წლებია გვახსოვს, როგორ ესხმოდნენ ეკლესიას თავს, მათ ტელევიზიებში შეურაცხმყოფელი ფონით გამოტანილი ხატებიც გვახსოვს და ეს შემთხვევითი არ იყო. ეროვნული იდენტობის, შენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლა თავის თავში მათ შორის, გაიძულებს, რომ ეკლესიასაც ებრძოლო, იმიტომ, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი შენი იდენტობის შენარჩუნების საქმეში და ერთერთი ყველაზე დამაზიანებელი და ეს მინდა ძალიან ხაზგასმით ვთქვა, დამაზიანებელი და მავნებლური პროპაგანდა არის შემდეგი - სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოში, სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ბევრი მიმართავს, ვისაც უნდა, რომ ტრადიციებს ებრძოლოს - განვითარება და ტრადიცია, ეროვნული იდენტობა, რწმენა დააყენოს სხვადასხვა მიმართულებით, ანუ გამომრიცხველი გარემოება - თუ არის განვითარება, იქ შენ იდენტობაზე, წარსულზე და ტრადიციებზე მაინც და მაინც დიდი პრეტენზიები ნუ გაქვს. სადაც არის ტრადიცია, მაშინ უარი თქვი განვითარებაზე, ასეთ ლოგიკას ავითარებენ და ავიწყდებათ ჩვენი ქვეყნის ისტორია.
გუშინაც ვთქვი, როცა განვითარებაზე და თანამედროვეობაზე ლაპარაკობენ, მაგალითად გენდერთან დაკავშირებით არის ხოლმე ხშირად საუბარი, ეს მოვიტანე მაგალითად და დღესაც იმავეს გავიმეორებ, ავიწყდებათ, რომ 1918 წელს ჩვენ პარლამენტარი ქალები გვყავდა, როცა ჩვენ დღევანდელ მეგობარ ქვეყნებში ასეთი არ იყო და წარმოუდგენლადაც კი მიაჩნდათ. რამდენი ქვეყანა გახსენდებათ, მეფე რომ ჰყავდათ ქალი, ჩვენ მე-12 საუკუნეში გვყავდა. წარმოიდგინეთ, რა ტრადიცია გვაქვს და რა შეხედულებები ჰქონდათ ამ ქვეყანაში. აღარ ვლაპარაკობ კულტურის სფეროზე, განვითარების რა ეტაპები გაიარა ამ ქვეყანამ, როგორი კულტურა შექმნა და რა პროდუქტი შესთავაზა სამყაროს და ცივილიზაციას ამ მიმართულებით. ენა, დამწერლობა, უამრავი დასაკვეხნი და სატრაბახო თემა გვაქვს და არასდროს, ხელი შეუშლიათ კი არა, ქართულ ეკლესიას და ქართულ ტრადიციებს მხოლოდ ხელშეწყობა მოუხდენიათ ამ ყველაფრის.

ჩვენ, ქართველებს, ყველაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გუშინდელი დღე, წარსული, ტრადიციები, ეკლესია, რწმენა, ეროვნული იდენტობა და განვითარება არის თავსებადი რამ. ეს არის ნამდვილი ევროპული ღირებულება, როცა შენ ახერხებ განვითარებას და შენი წარსულის პატივისცემას. აი, ამის დანგრევა უნდათ, ამას ებრძვიან და ამიტომ არ არის ბატონი რომანის ნათქვამი შემთხვევითი და ამიტომ უნდათ დააყენონ უსწორობის ნიშანი რწმენას, ეკლესიასა და განვითარებას შორის“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 21:00

საზოგადოება

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 20:55

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.

ზაზა დობორჯგინიძე

11 სექტემბერი 2026, 20:53

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას

კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

11 სექტემბერი 2026, 20:48

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.

11 სექტემბერი 2026, 20:47

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.

11 სექტემბერი 2026, 20:44

პოლიტიკა

უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.

11 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარტა კოსი

11 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს

28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 20:13

რეგიონი

ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ

„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.

11 სექტემბერი 2026, 20:10

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.

რიკარდ იოზვიაკი

11 სექტემბერი 2026, 19:51

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.

11 სექტემბერი 2026, 19:41

რეგიონი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამირან გულუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 19:38

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა

გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.

ირაკლი ლექვინაძე

11 სექტემბერი 2026, 19:23

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

11 სექტემბერი 2026, 19:18

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 19:01

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.

11 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

11 სექტემბერი 2026, 18:45

რეგიონი

ლევან დარსალია: 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება

ზამთრის სეზონისთვის აუცილებელია მომზადება ბევრად ადრე დაიწყოს და შესაბამისად, ჩვენც წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

11 სექტემბერი 2026, 18:35

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ წარმოადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ილაპარაკა.