მიხეილ სარჯველაძე: აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ ოპოზიციის მოთხოვნას - პრემიერს სთხოვენ 12 რეკომენდაციაზე პასუხს, როცა მასზე პარლამენტი მუშაობს და ეს ხალხიც პარლამენტის წევრია
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით გახლავთ დაბარებული. ეს ფორმალური პროცედურაა, თუმცა ამ მოთხოვნის შინაარსობრივ არგუმენტაციას ბევრი პრობლემა აქვს. ერთგვარი ნონსენსია. მოგეხსენებათ, რომ ევროინტეგრაციის 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობს. ვინც მოითხოვა 12 პუნქტზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობს და მათ ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას ამ ვითარებას უცნაურს უწოდებს.
„მართლაც უცნაური ვითარებაა. თვითონ მოეთხოვებათ 12 პუნქტის ფარგლებში ნაბიჯების გადადგმა და პასუხებს სთხოვენ პრემიერ-მინისტრს მაშინ, როცა იციან, რომ ამაზე პასუხისმგებელი პარლამენტია. აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ იმ მოთხოვნას, რომელიც ინტერპელაციად ჩამოყალიბდა მისი ინიციატორების მხრიდან.
ერთი რამ თვალში საცემია - როდესაც მოსახლეობას დაებადა კითხვები, მათ შორის ზოგი ოპოზიციური პარტიის მიმართ, მათი დესტრუქციული განწყობების გამო, 12 პუნქტზე მუშაობაში არ ჩართვის გამო, ასეთ დროს, როდესაც მათ დეფიციტი აქვთ პასუხების, ცდილობენ, რაღაცნაირად შენიღბონ, სხვას გადააბრალონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული საკითხების დარღვევა. ეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს უპასუხისმგებლობას ოპოზიციის რიგებში”, - აღნიშნავს სარჯველაძე.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით წარდგება. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.
ყველა სიახლე
25 ივლისი 2026, 09:46
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუქის მიწოდება ეტაპობრივად განახლდა.
25 ივლისი 2026, 09:18
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივლისს საქართველოში
25 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
25 ივლისი 2026, 08:54
მსოფლიო
The New York Times: ევროკავშირი რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე უარს ამბობს, თუმცა ამერიკულ ენერგიაზე მზარდი დამოკიდებულების ეშინია
ევროპა რუსულ ბუნებრივ აირზე მრავალწლიანი დამოკიდებულების დასრულების გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება. ექვს თვეზე ნაკლებ დროში ევროკავშირი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს სრულად შეწყვეტს, რაც კრემლისთვის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და რუსეთის სამხედრო ძალის დაფინანსების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 08:50
საზოგადოება
თბილისის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დედაქალაქში 08:00 საათისთვის გაითიშა.
25 ივლისი 2026, 08:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ რუსეთში კომერციული საწყობები დაბომბა. დარტყმები განხორციელდა ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებზე
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გვიან ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწყობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 04:50
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა, - წერს Euronews-ი.
25 ივლისი 2026, 04:02
მსოფლიო
ილონ მასკი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ჩავუღრმავდი ამ კონფლიქტის ისტორიას, რომ გამეგო, სინამდვილეში რა ხდებოდა - ამ დროს ძველი ნათქვამი გამახსენდა, რომ ომში ანგელოზები არ არსებობენ
გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხის უკეთ გასაგებად ომის ისტორიას ჩაუღრმავდა.
25 ივლისი 2026, 03:50
მსოფლიო
ილონ მასკი: მაღიზიანებენ ეს „სალონური“ დიპლომატები, რომლებიც ფუფუნებაში მართავენ ვახშმებს მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზზე ადამიანები იხოცებიან - დიპლომატები, რომლებიც მედიდურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიხიოს რუსეთმა უკან, მაშინ როცა რუსეთი უკან დახევას არ აპირებს
გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა დასავლელი დიპლომატების პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად არსებული რეალობის გათვალისწინებაა საჭირო.
25 ივლისი 2026, 03:12
მსოფლიო
ილონ მასკი: ვფიქრობ, ბევრი უბრალოდ სასურველს აღიქვამს რეალობად, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი სრულად უნდა გავიდეს უკრაინიდან - ეს არ არის რეალისტური
გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და კონფლიქტის შესაძლო დარეგულირების გზებზე ისაუბრა.
25 ივლისი 2026, 01:02
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“.
25 ივლისი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი: რაც შეეხება ვენესუელაში არჩევნებს, ისინი ჯერ ნამდვილად არ არიან ამისთვის მზად - დელსი როდრიგესი ფანტასტიკურად მუშაობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. ტრამპის განცხადებით, ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის სრულად მზად არჩევნების ჩასატარებლად.
25 ივლისი 2026, 00:26
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ქვეყნის წარმატებების არაღიარება, თეთრის შავად წარმოჩენა, ხალხის დასანქცირება, მოქალაქეების გამწარება, ყველა ჩვეულებრივ ყოფით პრობლემებში და ბუნებრივ კატაკლიზმებშიც კი ხელისუფლების დადანაშაულება, ერის ისტორიისა და ყველა ღირებულების შებილწვა და მასხრად აგდება, სამოქმედო გეგმად არჩეული პრინციპი - „რაც უარესია, მით უკეთესია“ - აი, ეს არის ამ მოღალატე „პატრიოტების“ ბრძოლის იარაღი და საბოლოო მიზანი
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
24 ივლისი 2026, 23:21
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი იმ 10 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგებიან - ინიციატივა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში დაფინანსების გაცემის პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებას ითვალისწინებს
საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი იმ 10 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგებიან - ინიციატივა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში დაფინანსების გაცემის პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ POLITICO-ს დისკუსიებში ჩართულმა ოთხმა დიპლომატმა განუცხადა.
24 ივლისი 2026, 23:17
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ერთიანდება განვითარების სრული გზა - ინტერესიდან ინოვაციურ ბიზნესამდე
ქალაქ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინა და გახდა ადგილი, სადაც ერთ მისამართზე ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან - უნარამდე, უნარიდან - პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან - ინოვაციურ ბიზნესამდე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 ივლისი 2026, 23:12
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად იდეიდან - საერთაშორისო ბაზრებამდე
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 ივლისი 2026, 23:05
ეკონომიკა
ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა - საქართველოში ინოვაციების განვითარების ახალი ეტაპი იწყება
ქალაქ ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად გაიხსნა.
24 ივლისი 2026, 23:00
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში
დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული ამოცანა და მიზანია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე საუბრისას.
24 ივლისი 2026, 22:43
მსოფლიო
ზელენსკი მოსახლეობას: რუსებმა უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის რაკეტები მოამზადეს, ეს შეიძლება უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოხდეს - გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს
უკრაინული და უცხოური დაზვერვის მონაცემებით, უახლოესი 48 საათის განმავლობაში რუსეთი უკრაინაზე ახალ მასშტაბურ დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ მოსახლეობას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აცნობა.
24 ივლისი 2026, 22:17
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს
ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ობიექტი პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.
24 ივლისი 2026, 21:59
რეგიონი
მარიამ ქვრივიშვილი: საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესძინა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძველი, ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა - ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება
აქ, ერთ სივრცეში, თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


