ირაკლი ქადაგიშვილი: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკლესიის ულტრალიბერალური წესების თამაშში მოქცევა აუცილებელი პირობაა, რომ საქართველომ პროგრესი განიცადოს
ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკლესიის „რეფორმირება“ , მისი დამორჩილება თუ დღეს გამეფებულ ულტრალიბერალური წესების თამაშში მოქცევა არის აუცილებელზე აუცილებელი პირობა, რათა საქართველომ პროგრესი განიცადოს და თუ გნებავთ, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ზუსტად ანალოგიური პოსტულატებით ხელმძღვანელობდნენ ის ბოლშევიკი რევოლუციონერები, რომლებიც თვლიდნენ, რომ სარწმუნოება, ეკლესია არის ის მთავარი შემაფერხებელი ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს ნათელ მომავალს ხელს უშლიდა.
„ძალიან უკვირთ, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი იტყვის ხოლმე, რომ ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილად და თანმიმდევრულად აგიტაცია და პროპაგანდა მიმდინარეობს. მაგრამ ეს არის რეალობა და ეს არის ფაქტი. თუ არა ეს სიმბიოზი, რაც ილია ჭავჭავაძემ ძალიან ნათლად ასახა - ენა მამული, სარწმუნოება - არ იქნებოდა არც საქართველო და არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და არ იქნებოდა არც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ლტოლვა ცივილიზებული საზოგადოებისკენ. აი ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის მათი მთავარი მიზანი. ეს ადამიანები თვლიან, რომ ეროვნული სახით არ შეიძლება საქართველო შევიდეს ევროკაშირში, ისევე როგორც მათი სულიერი წინამორბედები თვლიდნენ, რომ მხოლოდ ფორმით უნდა ყოფილიყო კულტურა და საქართველო ქართული, შინაარსით კი უნდა ყოფილიყო სოციალისტური. ასე თვლიან დღეს ეს ადამიანები, რომ ეკლესია უნდა იყოს თანამედროვე, ულტრალიბერალური იდეოლოგიის ტყვეობაში მოქცეული. ვერ იქნება ასე იმიტომ, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ეს არის ის ერთი და განუყოფელი, რომლითაც საქართველო ცხოვრობდა, ცხოვრობს და მომავალშიც იცხოვრებს!“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ყველა სიახლე
25 ივლისი 2026, 13:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მომავალ კვირას ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 13:28
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 ივლისი 2026, 13:18
მსოფლიო
POLITICO: მერცი მინისტრთა კაბინეტის გადახალისებით პოლიტიკური მხარდაჭერის აღდგენას ცდილობს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თავისი პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებების პირველი ეტაპი წარადგინა. კანცლერი იმედოვნებს, რომ კაბინეტის გადახალისება მისი და მმართველი კოალიციის რეკორდულად დაბალი რეიტინგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, წერს POLITICO.
25 ივლისი 2026, 13:09
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა.
25 ივლისი 2026, 12:39
მსოფლიო
Deutsche Welle: ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის
ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 12:36
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები
ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანასებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.
25 ივლისი 2026, 12:34
სპორტი
მალთაყვაში, „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე მიმდინარეობს
შეჯიბრებები 08:00 საათიდან მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო, რის შემდეგაც სპორტსმენები ტრამპლინიდან ხტომასა და ფიგურებში იასპარეზებენ.
25 ივლისი 2026, 12:27
საზოგადოება
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის არტბანაკი დაიხურა
შემაჯამებელი პერფორმანსი ბერძენმა რეჟისორმა გიორგოს ზამბულაკისმა დადგა. არტბანაკში 20-მდე ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა. მათთვის მასტერკლასები და ვორქშოპები ჩატარდა. ფესტივალი დღეს დასკვნითი სპექტაკლით დასრულდება. გამოავლენენ გამარჯვებულ რეჟისორსაც.
25 ივლისი 2026, 12:17
კულტურა
ხელოვნების სასახლე შორენა ცხოვრებაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
ექსპოზიციაზე ავტორის პირადი გზის, შემოქმედებითი ძიებისა და ხატვისადმი სიყვარულის ნაყოფია წარმოდგენილი - გზა, რომელიც ოჯახურ მემკვიდრეობასა და პირად გამოცდილებას უკავშირდება.
25 ივლისი 2026, 12:16
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, შავ ზღვაში არარუსულ ხომალდებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინული მხარე გააფრთხილა შავ ზღვაში არარუსულ სანავთობო ტანკერებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 12:14
თავდაცვა
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ხაშურის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს.
25 ივლისი 2026, 12:12
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა
სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 ივლისი 2026, 12:05
თავდაცვა
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის VIII გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრის ხარისხი 40 მსმენელს მიენიჭა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირის ქვეყნებს დაკავებული რუსული ნავთობის გაყიდვის უფლება ექნებათ
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს ახალი მექანიზმი, რომელიც მათ დაკავებული რუსული ტანკერების ნავთობის გაყიდვის უფლებას აძლევს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 11:32
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა
10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, - განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 11:26
სამართალი
ამ წუთებში ნიკა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება
პროკურატურა ნიკა კაპანაძისთვის პატიმრობას ითხოვს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
25 ივლისი 2026, 11:17
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები, მათ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები - საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ განაცხადა.
25 ივლისი 2026, 11:12
სამართალი
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
პროკურატურა სასამართლოს ნიკო ხურცილავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ძალადობის მუხლით დაკავებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივად ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა დაასახელა.
25 ივლისი 2026, 11:08
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათგან სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან, შალვა თადუმაძესთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა.
25 ივლისი 2026, 11:05
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.


