29 ნოემბერი 2022, 21:22 / სანდო წყარო

დმიტრო კულება: ნატო-ს ბოლო მინისტერიალზე სამი სიტყვით მოვედი - იარაღი, იარაღი და იარაღი, დღეს სხვა სამი სიტყვა მინდა დავასახელო - სწრაფად, სწრაფად და სწრაფად

დმიტრო კულება

დმიტრო კულება

ბოლო მინისტერიალზე მე განვაცხადე, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი, იარაღი და იარაღი. მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ნატოს მხრიდან და ჩვენ ბევრი რამ შევძელით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს იარაღი დაგვეხმარა დაგვებრუნებინა ტერიტორიები, გადაგვერჩინა მოქალაქეები ტანჯვისგან. დიდი მადლობა ნატოს გენერალურ მდივანს და ალიანსის წევრ ქვეყნებს კოორდინირებული მუშაობისა და ჩვენთვის აღმოჩენილო დახმარებისთვის. დღეს მე სხვა სამი სიტყვა მინდა დავასახელო - უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად. მადლობა რაც გააკეთეთ, მაგრამ ომი მიმდინარეობს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ომი მოვიგოთ და ეს არის მთელი ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ინტერესი. გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, პატრიოტები და გენერატორები. საჰაერო თავდაცვის სისტემებით დავიცავთ ინფრასტრუქტურას და გენერატორებით შევძლებთ მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების ის პირობები, რომელსაც მათ რუსეთი ართმევს“, - განაცხადა კულებამ.

ყველა სიახლე

06 თებერვალი 2023, 14:33

ეკონომიკა

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, გენერალური ლიცენზიის მინიჭების საკითხი ახლებურად განისაზღვრება

კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად განისაზღვრება წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება. კერძოდ, რესურსებით სარგებლობის უფლება ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე მიეცემა მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელს. კონკრეტულად კი აღნიშნული უფლება წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ხელმოწერის ბონუსის გადახდის საფუძველზე და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებითა და წესით, აუქციონის გარეშე გადაეცემა ინვესტორს, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღისეულს.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 თებერვალი 2023, 14:32

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას, შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები

ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა - ჩვენ წელს უკვე უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას მსხვილი ქალაქებისა. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ, აღნიშნულზე ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

06 თებერვალი 2023, 14:28

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო თანაგრძნობას უცხადებს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო თანაგრძნობას უცხადებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს, უწყება გვერდში დაუდგეს და დახმარება აღმოუჩინოს ადგილზე მომუშავე კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.

ელისო ბოლქვაძე

06 თებერვალი 2023, 14:28

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

06 თებერვალი 2023, 14:27

პოლიტიკა

Politico: დასავლური კომპანიების უმრავლესობა რუსეთში ბიზნესს ჩვეულებრივ აწარმოებს

2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსული ბაზარი ევროკავშირის და G7-ს ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა. მათ შორის უმეტესობა - 18% ამერიკული კომპანიაა. ევროკავშირში ბაზირებული კომპანიების დონე 8.3%-ს შეადგენს, იაპონურებისა კი 15%-ს.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 თებერვალი 2023, 14:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება- აქტიურად ვმუშაობ თაეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხუდონ ჰესის არსებულიპროექტის მიხედვით სოფლის, საფლავების, ეკლესიისდატბორვა იყო გათვალისწინებული, მთავრობა კი ახალპროექტზე მუშაობს იმისთვის, რომ ჰესის აშენებისშემთხვევაში დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტიდაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მევგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდაკიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთაეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია დამოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტიმივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვებათუმის აეროპორტის გაფართოება და სრულიმოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვედავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზეაქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არისმოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლავმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვისყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდანარსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყოსოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმაუნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ესპროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვააუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავდაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტებიგვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლებაიყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტებისგანხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობისთანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამპროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნულიმნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 თებერვალი 2023, 14:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გზის წმენდა

06 თებერვალი 2023, 14:00

საზოგადოება

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, წყნეთში, მუხათგვერდში, წავკისსა და ბეთანიაში.

06 თებერვალი 2023, 13:54

რეგიონი

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

06 თებერვალი 2023, 13:42

თემა

საქართველო და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასასრული

ამ წერილში შევეცდებით რამდენიმე გეოპოლიტიკური პროცესის გამოყოფას, რომელიც დღეს საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე ახდენს გავლენას. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს ტენდენციები უფრო ხანგრძლივი ხასიათისაა და ხშირად უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა ქართულ ანალიტიკურ თუ სამეცნიერო წრეებში. ამ პროცესების მნიშვნელობა კი ცალსახაა - შესაძლოა ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიაში პოსტ-საბჭოთა ერა დასრულდა და ახალი მრავალი საგამოწვევის და ამავდროულად შესაძლებლობის პერიოდი დაიწყო. დღეს საქართველოს გარშემო არსებული კრიზისები თუ საომარი მოქმედებები უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. რთულია ამ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ. თუმცა როგორც ამ წერილში იქნება ნაჩვენები ეს ქაოტური ვითარება რეგიონში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გაზრდას უწყობს ხელს და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებთან მეტად დაახლოების საწინდარი ხდება. დავიწყოთ კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკით შავი ზღვის რეგიონისადმი. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო და ევროკავშირი შავი ზღვის ფართო რეგიონში უფრო აქტიური როლისთვის ემზადებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო უახლოეს მომავალში აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატოსა და ევროკავშირში, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთის სამხედრო-ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად მოიმატებს. ამ დროისთვის დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ევროკავშირის პერსპექტივის/კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისთვის, უკრაინასთვის და საქართველოსთვის ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ფაზა დაიწყო, სადაც შავის ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია ცენტრალურ ადგილს დაიკავებენ. დღეს, საქართველოს უფრო დიდი როლი უკავია შავი ზღვის რეგიონში, ვიდრე ეს 2022 წლამდე იყო. მიზეზი მარტივია: კოლექტიურ დასავლეთს ესაჭიროება კასპიის რეგიონთან, ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით. ამისთვის კი საქართველო პრაქტიკულად ერთადერთ დერეფანს წარმოადგენს. საქართველო 2022 წლამდეც მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ ცვალებადი სავაჭრო-ტრანზიტული გზების ფონზე მისი როლი საგრძნობლად იმატებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასეთ კომფორტულ ტრანზიტულ პოზიციაში თავის ისტორიაში არასდროს ყოფილა. არც 1990-იან წლებში, არც XIX საუკუნეში, როდესაც ბაქოდან საქართველოთი ნავთობის გატანა დაიწყო და არც საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაში, როდესაც XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის დროს ქართული სამეფო რეგიონის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა. თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო. თანამედროვე ეპოქაში საქართველო მხოლოდ ტრანზიტულად მიმზიდველი ქვეყანა არ უნდა იყოს, არამედ უნდა შეეჩვიოს ტრანზიტის როლის მიღმა ფიქრსაც. გეოგრაფიული გამტარობა მნიშვნელივანია და უნდა იყოს კიდევაც მნიშვნელოვანი ინტრუმენტი ქვეყნის პოზიციონირებისას. მაგრამ ის არ უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. დღევანდელ ცვალებად გეოპოლიტიკურ სურათში თბილისს ბევრად მეტი შესაძლებლობა ეძლევა თავისი როლის გაძლიერებისთვის, რაც გეოგრაფიულ ტრანზიტთან ერთად სხვა კომპონენტების გამოყენებასაც უნდა ითვალისწინებდეს. მეორე მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს უშუალო სამეზობლოში მიმდინარეობს. მეორე მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვებული აზერბაიჯანი რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მისმა ელვისებურმა სამხედრო წარმატებამ და შემდგომში დასუსტებულ სომხეთზე ზეწოლამ დიდ უკმაყოფილებას იწვევს ირანში. ბაქო და თეირანი გრძელვადიან და, რაც მთავარია, ბევრად უფრო დიდი მასშტაბების მეტოქეობაში შეაბიჯეს. თუ 1990-იანი წლებიდან აზერბაიჯანისთვის საფრთხე მხოლოდ სომხეთიდან მომდინარეობდა, ამიერიდან ბაქოს ორიენტირი როგორც დასავლეთ, ასევე სამხრეთ მიმართულებებზეა გადაჭიმული. უდავოა, რომ აზერბაიჯანი და ირანი შეეცდებიან ორმხრივ ურთიერთობებში პრაგმატიზმის შენარჩუნებას, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ამის გაკეთება სულ უფრო მეტად გაძნელდება. ისლამური რესპუბლიკის გადმოსახედიდან, მის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ერთგვარი თურქულენოვანი რკალი იკვრება და მის სრულად ჩამოყალიბებისთვის ერთადერთ რგოლად სომხეთის სიუნიკის პროვინცია რჩება. 2022 წელს ირანის მიერ კაპანში (სიუნიკის მნიშვნელოვანი ქალაქი) საკონსულოს გახსნა პირდაპირი ნიშანი იყო იმისა, რომ თეირანი შეეწინააღმდეგება საზღვრების ცვლილებებს სამხრეთ კავკასიაში და სომხეთზე აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან ნახიჩევანამდე ე. წ. ზანგეზურის დერეფნის გატარებას. ამას უნდა დაემატოს აწ უკვე ყოველწლიური ხასიათის ირანის სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანის საზღვართან, ხოლო სომხეთთან კი მეტად გაძლიერებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანის მიერ სამხრეთ კავკასიაში გადადგმული ნაბიჯები განსაკუთრებულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. 2020 წლამდე თეირანი თუ არა პასიურ, ყოველ შემთხვევაში არც თუ ისე მოწინავე როლს ასრულებდა რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ამის ახსნა შეიძლება იმითაც, რომ ისლამური რესპუბლიკისთვის სამხრეთ კავკასია არ წარმოადგენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან რეგიონს, როგორც მაგალითად ერაყი-ლიბანი-სირიის მიმართულება, სპარსეთის ყურე ან თუნდაც იემენი. თუმცა მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შედეგები თეირანს აიძულებს შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და მეტად აქტიური გახდეს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი აზერბაიჯან-სომხეთის მიმართულებაზე. მეორე მიზეზი ირანის სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებისა არის რუსეთი, მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოსკოვის პოზიციების შედარებითი შესუსტება სამხრეთ კავკასიაში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ორმხრივი ურთიერთობების არც ერთ მონაკვეთში რუსეთს ირანი ასე არ სჭირდებოდა, როგორც ეს დღესაა. ამას კარგად ხვდებიან თეირანში, რომელიც სანქციების ქვეშ ცხოვრების ხრიკებს უზიარებს რუსეთს, მისგან ძვირადღირებულ სამხედრო ტექნოლოგიებს იღებს და ასაღებს იმას, რისი წარმოებასაც თვითონ ახერხებს, მაგალითად, დრონებს. რუსეთს ესაჭიროება ირანი როგორც ქვეყანა, რომლითაც ის დაუკავშირდება მახლობელ აღმოსავლეთს, ინდოეთს და ინდოეთის ოკეანეს. რუსეთის სისუსტემ/დაკავებულობამ უკრაინაში ირანს საშუალება მისცა მეტად აქტიური გახდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებაზე, სივრცეში, სადაც მოსკოვის პოზიციები 2022 წლამდე დიდწილად ხელუხებლად მიიჩნეოდა. ამავდროულად, ირანის მიერ რუსეთის სისუსტეების გამოყენება არ ნიშნავს მოსკოვსა და თეირანს შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებაზე ურთიერთობების სრულ გადახედვას. ორივე ძალა ლიბერალური წესწყობილების რადიკალური ცვლილებების მომხრეა. ორივე ხშირად მოიშველიებს რეგიონალიზმის პრინციპს, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასიაში არარეგიონალური ძალები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ თეირანისთვის რუსეთი და მისი სამხედრო ბაზები ბევრად მისაღებია, ვიდრე დასავლეთის (ნატოს) ან თუნდაც თურქეთის სამხედრო გავლენა. ჩვენს სამეზობლოში მეორე მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომლისთვის 2023 წელი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს, თურქეთია. დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მათი გამარჯვებული, თურქეთის შიდა განვითარების ტრაექტორიისთვის გადამწყვეტი იქნება. ასე იქნება ეს თუ არა ანკარის საგარეო პოლიტიკისთვის სრულიად განსხვავებულ საკითხს წარმოადგენს. ნიუანსური ცვლილებები ალბათ გარდაუვალი იქნება. შესაძლოა ნატოში თურქეთის როლი გადაფასდეს - მთელ რიგ საკითხებში ალიანსთან მეტად დაახლოება მოხდეს. ასევე, მოსალოდნელია აშშ-სთან თუ საბერძნეთთან დაძაბულობის შემცირების მცდელობები. თუმცა რადიკალურ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალმა ხელისუფლებამ რეგიონში თურქეთის როლის გაზრდის გზას გადაუხვიოს. მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში თურქეთი გააგრძელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, დიდი მხარდაჭერა იქნება შუა დერეფნის იდეისთვის. თურქეთის აქტიური საგარეო პოლიტიკა ასევე გარდაუვალია მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. თურქეთი ხუთ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონს ესაზღვრება: შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, სირია-ერაყი, ბალკანეთი და ხმელთაშუა ზღვა. ყველა ეს არეალი ცალკე დამოუკიდებელ გეოგრაფიულ სივრცეს წარმოადგენს და ამავდროულად ერთმანეთთან გარკვეულ ბმაში არიან. ყველა ამ რეგიონში სხვადასხვა სიმძაფრის გეოპოლიტიკური დაძაბულობა პრევალირებს. თურქეთს მოუწევს, ისევე როგორც ამას უკანასკნელი წლების განმავლობაში აკეთებდა, იქნება ეს სამხრეთ კავკასიაში თუ სირიაში, აქტიური პოლიტიკა აწარმოოს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. მეტიც, რადგან ანკარა, ისევე როგორც თეირანი, კარგად გრძნობს რუსეთის სისუსტეებს, ის ცდილობს უკრაინაში მოსკოვის დაკავებულობა სათავისოდ გამოიყენოს. წინა წერილებში არაერთხელ შევეცადე გამემახვილებინა ყურადღება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციის არასიმყარეზე. პრესტიჟის დაცემა, ეკონომიკური სისუსტეები, მოკავშირეებთან გაღრმავებული უნდობლობა და, რაც მთავარია, უკრაინაში განცდილი მწვავე სამხედრო მარცხები, ეს ტენდენციები არ გამოჩენილა ბოლო დროს, არამედ იყო მრავალწლიანი პროცესების დაგვირგვინება. რუსეთს დიდი სამხედრო და ეკონომიკური ძალისხმევა და რაც მთავარია სწორი (შეცვლილი) საგარეო პოლიტიკა დასჭირდება სამხრეთ კავკასიაში გავლენების შესანარჩუნებლად. მეტიც, თურქეთისთვის სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობების კუთხით. იქაც, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიაში, რუსეთს სულ უფრო მეტად უჭირს თავისი პოზიციების შენარჩუნება. ცენტრალური აზიის ქვეყნებს არ სურთ ერთგვარი რუსულ-ჩინური კონდომინიუმის ქვეშ მოექცნენ. ამისთვის კი საჭიროა სხვა არარეგიონალური ძალების მოზიდვა და ამ კუთხით თურქეთი წონიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ამრიგად, შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიაში მრავალპოლუსიანი პერიოდი იწყება. ერთდროულად რამდენიმე დიდი მოთამაშე (თურქეთი, ირანი, რუსეთი, აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი) ცდილობს რეგიონზე თავისი გავლენის გავრცელებას, რაც ხარისხობრივად განსხვავდება 1990-იანი წლებისგან. ამით სამხრეთ კავკასიაში დასრულდა პოსტ-საბჭოური პერიოდი: რუსეთი არა უმთავრესი, არამედ სულ უფრო მეტად მხოლოდ ერთ-ერთ მოთამაშედ ყალიბდება. ირანს, თურქეთს და ევროკავშირს უფრო მეტი ინსტრუმენტი გააჩნიათ რეგიონში გავლენისთვის. ეს კი, დღეს, სამხრეთ კავკასიის მცირე ქვეყნებს საგარეო პოლიტიკაში მეტი მანევრირების და პოტენციურად პოზიციების მნიშვნელოვნად გამაგრების საშუალებას აძლევს. ემილ ავდალიანი ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი

ნაფტალი ბენეტი

06 თებერვალი 2023, 13:38

მსოფლიო

ნაფტალი ბენეტი: დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პუტინის განადგურების და არა მოლაპარაკებების გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, მცდელობები რომ არ შეეჩერებინათ, წარმატების კარგი შანსი გვქონდა

„ყველა ლიდერს თავისი მიდგომა აქვს. შეიძლება ისინი დავყოთ ორ ბანაკად. ნაწილი ამბობდა: „პუტინს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“ და ნაწილი ემხრობოდა აზრს, რომ ყველა ომს წაგებულები ჰყავს. ბორის ჯონსონი უფრო რადიკალური ზომების მომხრე იყო, მაკრონი და შოლცი კი, მოდით ვთქვათ, პრაგმატულის. ბაიდენი ორივე მიდგომას უჭერდა მხარს. მაგრამ საბოლოოდ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პუტინის განადგურების და არა მოლაპარაკებების გაგრძელება. ყველა ჩემი მოქმედება, უმცირეს დეტალამდე აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან იყო კოორდინირებული. მათ შეწყვიტეს მოლაპარაკებები და მეგონა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. დარწმუნებული ვარ, მცდელობები რომ არ შეეჩერებინათ, წარმატების კარგი შანსი გვქონდა“, - აცხადებს ბენეტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 თებერვალი 2023, 13:17

პოლიტიკა

პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო ღონისძიებებისთვის შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გაუგზავნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

06 თებერვალი 2023, 12:06

საზოგადოება

საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.

ნინო ლაცაბიძე

06 თებერვალი 2023, 11:46

მსოფლიო

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია და 2023 წლის სამუშაო გეგმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა

„შევხვდით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, დეტალურად გავიარეთ ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მერიის გუნდი, 2023 წლის განმავლობაში ვაპირებთ. მათი მხრიდან სხდომაზე გაჟღერებული იქნა გარკვეული თემები, რომელთაც ერთობლივად განვიხილავთ და წლის განმავლობაში ამ საკითხების გადაჭრაზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა მერმა.

მიხეილ სარჯველაძე

06 თებერვალი 2023, 11:45

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალურ მოძრაობა“ რეალურად დაიშალა, რადგან იგივე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა ეს ნამდვილად აღარ არის

„ის, რაც ნავარაუდევი იყო, ის შედეგია ზუსტად სახეზე. რასაც ვამბობდით, რომ ეს პარტია იშლება და რეალურად დაიშალა, რადგან იგივე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა ეს ნამდვილად აღარ არის. საზოგადოებას ახლა სჭირდება მისთვის საინტერესო საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება. ამით იქნება ხელისუფლებაც დაკავებული და არა იმ საკითხების ანალიზით, თუნდაც დაკვირვებით, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 თებერვალი 2023, 11:37

მსოფლიო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს.

06 თებერვალი 2023, 11:36

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 300-ს, სირიაში კი 200-ს გადააჭარბა

ნანგრევების ქვეშ კიდევ ასობით ადამიანია დარჩენილ. ამასთან, ასობით ადამიანი დაიღუპა სირიაში. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად აქ 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მიხეილ სარჯველაძე

06 თებერვალი 2023, 11:20

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის სასამართლოზე: პროცესი მიმდინარეობდა ტრანსპარანტულად, არავის მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა და არავის მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 11:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში თურქეთში მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა, და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

06 თებერვალი 2023, 11:12

პოლიტიკა

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება

პარლამენტში საგაზაფხულო სესია იხსნება. პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება. რეგლამენტის გათვალისწინებით, ის საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნება, შემდეგ კი დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ.