imedi /  01 დეკემბერი 2022, 14:01 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს და ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ისტორიულად როგორც საქართველო, ასევე სომხეთი საერთო გამოწვევების წინაშე იდგნენ და დღესაც, ორივე სახელმწიფოს მიზანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს.

სომხეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე სუბარმა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობასა და ზოგადად, ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. აშოტ სმბატიანმა სოზარ სუბარს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე მზაობა გამოთქვა.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2024, 12:39

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:39

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი

მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:35

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების ისე, აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საპარლამენტო ორგანოში სიტყვით გამოსვლა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება, ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში 40 პირი დააკავეს.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 12:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო. რაც უფრო აგრესიული იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად ძალადობისკენ გაიხედავთ, მეტად იქნება უსაფრთხოების რეჟიმი

რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დაწესებული უსაფრთხოების ზომების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის შეკითხვას.

19 აპრილი 2024, 12:28

მსოფლიო

გერმანიის ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკს კიევში ვიზიტის დროს საათნახევრის განმავლობაში ბომბებისგან თავშესაფარში ყოფნა მოუწია

გერმანიის ვიცე-კანცლერს, ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკს კიევში ვიზიტის დროს საათნახევრის განმავლობაში ბომბებისგან თავშესაფარში ყოფნა მოუწია. ამის შესახებ DPA იტყობინება.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2024, 12:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი

ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.

19 აპრილი 2024, 12:28

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ​​​​​​​უახლოეს დღეებში

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:27

პოლიტიკა

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო

პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო.

19 აპრილი 2024, 12:18

ეკონომიკა

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ინიციატივა ოფშორში რეგისტრირებული საწარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ზაზა შათირიშვილი

19 აპრილი 2024, 12:13

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს

საგულისხმო და გასახარია, რომ ამ ურთულესი და უთანასწორო დაპირისპირების პირველი რაუნდი საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოიგო.

მაიკ პენსი

19 აპრილი 2024, 11:56

მსოფლიო

მაიკ პენსი: თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ომი მოუწევთ

თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ომი მოუწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.

გიორგი გაბუნია

19 აპრილი 2024, 11:46

პოლიტიკა

„საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია: კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირში გაწევრიანება და სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა ამის დეკლარირება საკანონმდებლო დონეზე

მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც დგანან რუსთაველზე, კარგად დააკვირდით, ვინ არიან ამოფარებულები თქვენს გულწრფელობას და როგორ ვერაგულად ხდება თქვენი გამოყენება გაკოტრებული ერთ პროცენტიანი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

19 აპრილი 2024, 11:35

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ

„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა - არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა“, „ახსენით, რატომ არის ჩვენთვის ამ კანონის არსებობა კარგი, მაგრამ საქართველოსთვის არა“, „ჩვენ იგივე კანონი გვაქვს 1938 წლიდან. ზღუდავს ის გამოხატვის თავისუფლებას და სტიგმატიზაციას უკეთებს ორგანიზაციებსა და მედიას?“, - ასე ეხმაურებიან სოციალური ქსელ x-ის მომხმარებლები მეთიუ მილერის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

19 აპრილი 2024, 11:34

რეგიონი

დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

„სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილების შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები მოისმინა. დევნილ ოჯახებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2024, 11:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არა - 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა - 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის „გამპრავებლებს!“

დავით ქართველიშვილის თქმით, საქართველოს ადგილი, ღირსებით, ღირსეულ ევროპაშია.

 ოთარ შამუგია

19 აპრილი 2024, 11:31

საზოგადოება

ოთარ შამუგია: სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

19 აპრილი 2024, 11:26

მსოფლიო

ინდოეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არჩევნები დაიწყო - ნარენდრა მოდი მესამე ვადით იყრის კენჭს

ინდოეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არჩევნები დაიწყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მესამე ვადით იყრის კენჭს.

19 აპრილი 2024, 11:25

მსოფლიო

კენიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის ქვეყნის სამხედრო სარდალი დაიღუპა

კენიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე მყოფი 12 ადამიანიდან 10 დაიღუპა.

ალექსანდრე დალაქიშვილი

19 აპრილი 2024, 11:24

პოლიტიკა

დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი: ოპოზიციამ გაააქტიურა დესტრუქციული ქმედებები, ამის ნათელი მაგალითია რუსთავი, სადაც იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით

„ვფიქრობთ, მათ [ოპოზიციამ] პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა.

19 აპრილი 2024, 11:15

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

„მსჯავრდებულებმა ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნეს, თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება, რის სანაცვლოდაც, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს“.