02 დეკემბერი 2022, 13:22 / სანდო წყარო

მაია ნიკოლეიშვილი „ემპათიას“ დასკვნაზე: ეს დასკვნა არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და მეტი არაფერი

მაია ნიკოლეიშვილი

მაია ნიკოლეიშვილი

ჩემი, ექსპერტის თვალით დანახული, ეს დასკვნა არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და არასერიოზული მიდგომა, მეტი არაფერი. არც მისი დიაგნოზებია, არც ერთ აქ ჩამოთვლილ პუნქტს დასაბუთება არ აქვს. რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია. არც ერთი პოზიცია არ არის არგუმენტირებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ემოციებისთვის აგებული - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, მოსამართლეს სჭირდება არგუმენტები და არა ვარაუდები.

„მე არ ვიცი მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა, არც დიაგნოზები წერია. მე სააკაშვილს არ და ვერ ვუთანაგრძნობ, არ შემიძლია, მაგრამ ვინაიდან ვრჩები ადამიანად და ვარ ექიმი, ვცდილობ შევინარჩუნო ობიექტურობა. არც მისი დიაგნოზებია, არც ერთ აქ ჩამოთვლილ პუნქტებს დასაბუთება არ აქვს, იმ სიმპტომებს, ამიტომ ეს არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და არასერიოზული მიდგომა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ემოციებისთვის აგებული.
როდესაც ვიღებ ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზას და ვხედავ, რომ პაციენტი მძიმეა, მკვლელობის საქმეს გადავდებ გვერდზე, მოვაცდევნებ, რომ იმ ადამიანს მართლა რამე არ გაურთულდეს და არ დაიღუპოს. ყველაფერი გადადებული მაქვს, რომ მას ვუშველო. კაი, დამატებითი კვლევა გააკეთე, ერთი, ორი, სამი, ოთხი, არსად არგუმენტი არ ნახე, ანუ ეძებდი, რომ იქნებ კიდევ რამე გამოვიდეს. მას რა ჭირს ვერ ვიტყვი, საეჭვოა, რატომ იცით? ამ 6 თვეში ნუთუ ვერაფერი ნახე ისეთი, რომ ამბობ, რომ კუჭის ბიოფსია გერმანიაში ტარდება. საქართველოშიო რამდენი წელია ტარდება კუჭის ბიოფსია, ეს რაღაც პრობლემა გახდა? ტვინის სითხეო - საქართველოში არ იკვლევენ? ჩვეულებრივად იკვლევენ, თუ რაღაც განსაკუთრებულია, იგზავნება ლაბორატორიებში, ოღონდ აღებული უნდა იყოს სწორად. დავუშვათ რენტგენოგრამას ვუკეთებ პატიმარს, მივიყვანე, აუცილებლად მე თვითონ ვესწრები, რომ ნამდვილად მისია, რომ მას არ ჰქონდა მონეტა, არ დაადებს და ფილტვზე ჩრდილი არ გამოჩნდება. ეს იცით რამდენი რამეა. ის, რომ აქ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური კვლევა, მე ამან გამაკვირვა, ერთგან ვიხუმრე კიდეც, თუ პუტინის პირადი პატიმარია, მაშინ რადიაქტიული ნივთიერებები უნდა იყოს თქო და აქ დაუწერიათ კიდეც, იქნებ რადიაქტიულიც არისო.
რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია აქ. არც ერთი პოზიცია არ არის არგუმენტირებული და ეს რატომ არის იცით ცუდი? ერთი, რომ საზოგადოებისთვის ამდენ თვიანი კვდება, კვდება, კვდებაა და არაფერს არ აძლევს, მეორე - მოსამართლემ აქ რა უნდა იმსჯელოს? მოსამართლეს სჭირდება არგუმენტები და არა ვარაუდები. მოსამართლემ აქედან რა უნდა გააკეთოს?
როდესაც იცი დასკვნა როგორ დაწერო, წესია ასეთი, იქ არ უნდა იყოს არც ერთი სამედიცინო ტერმინი, თუ სამედიცინო ტერმინია, მაგალითად ინტოქსიკაცია, ფრჩხილებში უნდა ჩაუწერო მოწამვლა, იმიტომ, რომ მოსამართლე არის იურისტი და აქ მუშაობ იურისტისთვის. ეს არის წესი ჩვენს სპეციალობაში და აუცილებლად უნდა იყოს გასაგები, ლიტერატურას მივუთითებ, რა გამოვიყენე, თუ რაღაცაში დარწმუნება უნდა. მოსამართლეს სჭირდება არგუმენტაცია. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შენ რასაც ეუბნები, ეს დასაბუთებულია. კონკრეტულ პათოლოგიას კონკრეტული დასაბუთება სჭირდება. აქ მსგავსი არ არის“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილი ბრალდებულია, მას გადავადება ვერ გაუკეთდება, გამორიცხულია. ნახევარ სააკაშვილს ვერ გაუკეთებ გადავადებას.

ცენტრი „ემპათია“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მსჯავრდადებულის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.

28 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

28 მაისი 2026, 20:16

სამართალი

გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.

28 მაისი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.

28 მაისი 2026, 19:56

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

28 მაისი 2026, 19:55

ეკონომიკა

ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილი

28 მაისი 2026, 19:40

საზოგადოება

„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 19:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!

ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 19:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს

ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 19:31

პოლიტიკა

პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

28 მაისი 2026, 19:30

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს

დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.

მანანა მგალობლიშვილი

28 მაისი 2026, 19:25

პოლიტიკა

ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

28 მაისი 2026, 19:22

სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

28 მაისი 2026, 19:20

პოლიტიკა

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

28 მაისი 2026, 19:19

პოლიტიკა

პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

28 მაისი 2026, 19:17

პოლიტიკა

პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 19:16

რეგიონი

„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა

„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 19:14

პოლიტიკა

ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს

ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.

გიორგი ჯავახიშვილი

28 მაისი 2026, 19:05

სამართალი

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.