07 დეკემბერი 2022, 10:26 / სანდო წყარო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და წევრები სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა.

მხარეებმა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. განიხილეს.

სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ზუპანჩიჩის თქმით, სლოვენიური მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

მხარეებმა, არსებული ორმხრივი ახლო ურთიერთობების ფონზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, რასაც ასევე ხელს შეუწყობს 2023 წელს სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გამართა სლოვენიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან. შეხვედრებისას, მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის აღსრულება, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები.

ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიელ კანონმდებლებთან ერთად, განიხილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. ისაუბრა ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში საქართველოს როლზე. მხარეებმა საქართველოს და სლოვენიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები სლოვენიის პარლამენტში, სადაც საგნობრივად განვიხილეთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები. ეს არის პირველი ოფიციალური საპარლამენტო ვიზიტი სლოვენიაში, რომელიც ვფიქრობ, რომ დიდ გავლენას მოახდენს ჩვენ სამომავლო თანამშრომლობაზე. სლოვენიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არის სრული კონსენსუსი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სლოვენია გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ამ გზაზე და იმედი მაქვს, რომ სლოვენიის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, მომავალ წელს ევროკავშირი მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, გრიგოლ ვაშაძე და საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ სანიკიძე.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:27

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, მან არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჯემალ ღაღანიძემ არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.

03 თებერვალი 2023, 10:19

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 5 ლენტური და 3 ცირკული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

03 თებერვალი 2023, 10:10

რეგიონი

ფოთის მერმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს უმასპინძლა

ფოთს სამუშაო ვიზიტით გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესტუმრა. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმარს ფოთის მერიაში უმასპინძლა. შეხვედრაზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

ნანა კაკაბაძე

03 თებერვალი 2023, 10:02

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: გადატრიალება-გადმოტრიალების მსურველებს შეგახსენებთ მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს - გადატრიალდით საკუთარ ლოგინებში

ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ „გადმომტრიალებლებს“: დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიღაცა ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროთ ხელისუფლების მოპოვებაში, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობს მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელმაც ეს გაბედული სიტყვა უკვე გაგაგონათ 2012 ში და ადგილიც მიგიჩინათ პოლიტიკურ სანაგვეზე. სანამ ხალხი თქვენ და თქვენისთანებს შავ ჭირად აღგიქვამთ, მანამდე ვერავითარი გარედან დახმარება ვერ გიშველით, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მიხეილ ჩხენკელი

03 თებერვალი 2023, 09:57

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა.

რატი იონათამიშვილი

03 თებერვალი 2023, 09:53

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყველაზე საინტერესოა ის, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უჭერს მხარს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ არამხოლოდ მთლიანად მოსახლეობის მხრიდან არის გაზრდილი ნდობა ხელისუფლების მიმართ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არამედ ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

03 თებერვალი 2023, 09:46

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები

შეხვედრები იყო თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

ჯემალ ღაღანიძე

03 თებერვალი 2023, 09:37

საზოგადოება

ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

03 თებერვალი 2023, 09:34

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: მათ, ვინც ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას რუსეთთან ახალ ომში ითრევენ, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება

რუსეთის პრეზიდენტის მორიგი მუქარა - სტალინგრადის ბრძოლის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პუტინმა განაცხადა, რომ გერმანულ ტანკებს მხოლოდ ჯავშანტექნიკას არ დაუპირისპირებს. კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთს თანამედროვე ომში ბრძოლის სხვა საშუალებებიც აქვს, რაც ყველა იმ ძალამ უნდა გაითვალისწინოს, რომელიც გერმანიას ომში ითრევს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 09:24

სამართალი

რატი ბრეგაძე: ნიმუში თუ ჩაბარებულია და დალუქული არ არის, ეს რამდენად დასაშვებია, საბოლოოდ არის სასამართლოს გადასაწყვეტი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო დასკვნაში ასახული ლაბორატორიული კვლევის მასალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშების ჩაბარების პირობები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 09:13

სამართალი

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის შესახებ: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ პირებს სამი კითხვით მიმართავს: მეტი რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად; კერძოდ, პატიმრის რომელი უფლება დაირღვა და არის თუ არა პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება – თვითდაზიანება.

გიორგი ხელაშვილი

03 თებერვალი 2023, 09:05

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი სააკაშვილზე: არ შეიძლება სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი პატიმრის ჯანმრთელობაზე, როდესაც ის საკუთარ თავს მიზანმიმართულად ვნებს

როდესაც პატიმარი თვითდაზიანების საშუალებით ცდილობს თავი დააღწიოს სასჯელს, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

03 თებერვალი 2023, 09:00

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ის კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი - მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება

სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და რომელიც ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ეს კანონიერი სასჯელი აირიდოს თავიდან, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

გიული ალასანია

03 თებერვალი 2023, 08:44

პოლიტიკა

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტი 17 იანვარს დაიდო და 16 თებერვლამდეა ძალაში. მომსახურება 20 000 დოლარი ღირს.

03 თებერვალი 2023, 08:31

პოლიტიკა

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს წარადგენს

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

03 თებერვალი 2023, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 თებერვალს ქუთაისში +9 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:58

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც მოწმე ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება

როდესაც ეს მოსამართლემ შენიშნა მარიამ ჯიშკარიანი გააძევა დარბაზიდან. ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება. სხვათა შორის, როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც ის მოწმე, ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:52

სამართალი

რატი ბრეგაძე: იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგოა. სამედიცინო პერსონალი, რომელიც საკმაოდ რთულ ვითარებაში მუშაობს, ყოველთვის ცდილობს, დაარწმუნოს პაციენტი, რომ რეკომენდაციებს დაემორჩილოს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ძალიან რთულ პირობებში უწევს მუშაობა, ყოველთვის ცდილობს, პაციენტი დაარწმუნოს მკურნალობის აუცილებლობაში.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:43

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება

სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.