შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილთან პირდაპირ აფილირებული ჯგუფების მხრიდან იმ დონემდე მოხდა საქართველოზე ანგარიშის დაჩეხა და გაუკუღმართება, რომ საბოლოოდ, ამ ანგარიშის მხარდაჭერაზე თავად მომხსენებელმა თქვა უარი
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: Facebook
სვენ მიქსერი, რომელიც გახლავთ მომხსენებელი, თვეების განმავლობაში ამზადებდა საქართველოზე ანგარიშს და ვნახეთ შემდეგ ეგზემპლარული მაგალითი, როგორ მუშაობს ლობიზმი. მომხსენებელმა, რომელიც არის საქმეში ჩახედული, წარადგინა ანგარიში პროექტი და რა ხდება - ხდება თავდასხმა ანგარიშზე, დაგლეჯა, ჩამატება იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ არიან აფილირებულები სააკაშვილთან, არსის დაჩეხა-გაუკუღმართება და იმ დონეზე მიყვანა ამ ანგარიშის, რომ საბოლოო ჯამში თავად მომხსენებელმა უარი თქვა მხარი დაეჭირა ამ ანგარიშისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს ლობიზმი.
„ჩვენ ვნახეთ იმ კონკრეტული პარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ქართული პოლიტიკის ჩვეულებრივი მონაწილეები არიან, რომელიც გაჯერებული იყო სიყალბით, დეზინფორმაციით და შეტევით დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. მთლიანად ამ პროცესში, არც ერთხელ არავინ აღარ ახსენა, რომ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, პოლიტპატიმარი და ა.შ. იმიტომ, რომ იქ, სადაც არის ფაქტები და სამართალი, ხედავენ, რომ არიან სუსტები. რთულია, როცა არის განაჩენი, რომელიც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც ითქვა ზუსტად იგივე, რომ სააკაშვილი ხელს აფარებდა გირგვლიანის მკვლელებს და ზუსტად იგივე თქვა ქართულმა სასამართლომაც, რთულია ეს დიდი ხნის განმავლობაში პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით დაფარო. ყველა თანხმდება, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და ეს სასჯელი არის კანონიერი. მეორე საკითხია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სადაც ვხედავთ სიტუაციის დრამატიზების მცდელობებს, რომ თითქოს ის იმდენადაა დაუძლურებული, რომ შეუძლებელია სასჯელის მოხდა, ამაზეც არსებობს სამედიცინო პასუხები, ამაზე სასამართლო მიმდინარეობს, იქნება პროცესი, სადაც მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება. მათ შორის ამ ვიდეოჩანაწერებითაც ვნახეთ, როგორია სააკაშვილის რეალური მდგომარეობა, ამას კიდევ სამედიცინო ექსპერტები და სასამართლო განიხილავს. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე თავის გზას ყოველთვის გაიკვალავს. ამიტომაცაა, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება დგას მყარად ორ ფეხზე, რომ ის დგას ყოველთვის სიმართლეზე.
თავად ის ფაქტი, რომ იმ დონემდე მივიდა მდგომარეობა, რომ მომხსენებელმა და მისმა ჯგუფმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, მისი მხრიდან ეს არის პოლიტიკური დემარში, სიგნალი რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომ ის არ ეთანხმება, რაც მოხდა. არამხოლოდ შინაარსს, პროცესს არ ეთანხმება, როგორც მოხდა ამ რეზოლუციის დაჩეხა. ანა ფოტიგამ კითხვა გააგზავნა ევროკომისარ ბორელის მიმართ, რომელმაც უპასუხა პარლამენტში, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა და ფოტიგამ მიიღო კითხვაზე პასუხი, რეზოლუციაში მაინც შეიტანეს ეს შესწორება, რაც არის პირდაპირი დეზინფორმაცია. ერთი საინტერესო მომენტი კიდევ - სააკაშვილის გულშემატკივარი ვიცით ჩვენ რაფაელ გლუქსმანი, რომელიც მისი თანამშრომელი იყო და მისი სახელი ფიგურირებს თანხების გაფლანგვის საქმეში, იმ სიკეთეებით სარგებლობდა, როდესაც სააკაშვილი საიდუმლო ხარჯებიდან თავისი ფუფუნებისთვის ხარჯავდა, ამ ქვითრებში მისი სახელიც ფიგურირებს. მთელი ცინიზმი გახლავთ ის, რომ აი არის იმ ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად და თავად არის ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი ასეთი ყალბი ინფორმაციისა საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
14 აპრილი 2026, 01:51
მსოფლიო
Reuters: ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს
ნატოს მოკავშირეებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 01:03
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა - იგი კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე
დღევანდელი ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 აპრილი 2026, 00:40
საზოგადოება
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
14 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Financial Times: ევროკომისიამ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა
ევროკომისიამ დაიწყო „დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები“ პარტია „ტისა“-ს ლიდერთან, პეტერ მადიართან უნგრეთის არჩევნებში მისი დაჯერებული გამარჯვების შემდეგ - კომისია მას მოუწოდებს, მოაგვაროს ურთიერთობა უკრაინასთან და დაიწყოს რეფორმები ევროკავშირის მიერ გაყინული 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
14 აპრილი 2026, 00:10
საზოგადოება
14 აპრილი დედაენის დღეა
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
14 აპრილი 2026, 00:05
რეგიონი
სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) ზვავის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
13 აპრილი 2026, 22:01
მსოფლიო
ტრამპი კითხვაზე, მართებს თუ არა რომის პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა: ბოდიშის მოსახდელი არაფერია - ის ცდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.
13 აპრილი 2026, 21:43
მსოფლიო
„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“ - დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“, - ბუკინჰემის სასახლის მეფის გალერეა დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
13 აპრილი 2026, 21:24
მსოფლიო
ისტორიული მისიის შედეგები - „არტემისი 2“-ის დაბრუნება დედამიწაზე და „ნასა“-ს მომდევნო გაჩერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმატებული მისიის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების ახალ გუნდს ორ წელიწადში ისევ გაუშვებს და ამჯერად ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.
13 აპრილი 2026, 21:11
რეგიონი
უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები კახეთში - სტიქია რეგიონში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შედეგებს ექვსს მუნიციპალიტეტში ითვლიან, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
13 აპრილი 2026, 20:59
მსოფლიო
მოუწევს თუ არა ერევანს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამართლებრივად დაცვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი სომხეთს ყოვლისმომცველი, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.
13 აპრილი 2026, 20:45
მსოფლიო
კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
13 აპრილი 2026, 20:40
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი
აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 20:28
მსოფლიო
ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.
13 აპრილი 2026, 20:19
პოლიტიკა
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
13 აპრილი 2026, 20:18
მსოფლიო
პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.
13 აპრილი 2026, 20:07
მსოფლიო
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
13 აპრილი 2026, 19:58
მსოფლიო
პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.
13 აპრილი 2026, 19:42
მსოფლიო
პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 19:22
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.


