ამირან სალუქვაძე „ნაცმოძრაობაზე“: თავად მისცეს იმ ყბადაღებულ #1633 რეზოლუციაში ხმა იმ ფორმულირებებს, რომლებიც ათასჯერ დავახურეთ თავზე, მაგრამ უტიფრად თავისას აგრძელებენ, იმის ნაცვლად, რომ ბოდიშებს იხდიდნენ
ამირან სალუქვაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
როგორი ჟრიამული აქვს „ნაცმოძრაობას“ ჰააგის სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით. დავიწყებ იმით, რომ ცრუობს სააკაშვილი, თითქოს გამოძიება 2015 წელს იქნა ინიცირებული საქართველოს მიერ. ომის გამოძიებას საქართველოს დელეგაციამ ხმა მისცა 2008 წელს ევროსაბჭოში. მეტიც, ხელისუფლება მიესალმება ასეთ გამოძიებასო, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე Facebook-ზე წერს.
„ამონარიდი #1633 რეზოლუციიდან, მუხლი 8: ასამბლეას სწამს, რომ სიმართლის დადგენა შერიგების წინაპირობაა. იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ მიუთითა, რომ ის მიესალმებოდა ამგვარი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. ასევე, რუსეთის პარლამენტის წევრებმაც მიუთითეს, რომ ისინი არ წავიდოდნენ ამგვარი წინადადების წინააღმდეგ“.
ჰააგის მოგება იმის გამო გაუხარდათ, რომ ხელისუფლებისკენ გაეშვირათ თითი და ნიშნის მოგებით ეთქვათ, ომის დაწყებას რომ გვაბრალებდით, აი ტყუილად გვაბრალებდითო. პოლიტიკურად რაც აწუხებთ, მუდმივად იმ საკითხზე არიან ჩასაფრებულები. არადა, რა შუაშია ჰააგის სასამართლო და ომის დაწყების ან დამთავრების საკითხი? რაში ადარდებს ჰააგას ომი ვინ დაიწყო? ბორისოვს და დანარჩენებს ომის დაწყების გამო გამოუტანეს განაჩენი, თუ ომის დანაშაულების გამო?
ზუსტად ასე ჟრიამულობდნენ 2018 წელს, როცა რუსეთს სტრასბურგის სასამართლო მოვუგეთ. მაშინაც იგივე განცხადებებს ატრიალებდნენ, აკი ამბობდით ომი ჩვენ დავიწყეთო?!
მე და მამუკა არეშიძე ვიყავით სტრასბურგში 2018 წელს. იქ განიხილებოდა ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხები. სასამართლო პირწმინდად მოიგო საქართველომ. რუსეთმა სატვირთო მანქანით ჩაიტანა მტკიცებულებები. ფოტო დავდე მაშინ. ეს ერთი სატვირთო მანქანა ქაღალდები გაუბათილა დაქირავებულმა ადვოკატებმა, იუსტიციის სამინისტრომ, და სხვა უწყებებმა. დიდი შრომის შედეგად დადგა ჩვენთვის მომგებიანი შედეგი. ოღონდ მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ომის დაწყების თემა არ განიხილებოდა.
ომის დაწყებას რაც შეეხება. ჯერ ერთი, ვინც ამ თემაზე საუბრობს, სამხედრო ტერმინებში გაერკვიონ კარგად. თორემ ომის და საბრძოლო მოქმედების დაწყებას შორის უნდათ სხვაობის ნახვა. ასევე დემაგოგობენ რუსეთთან ომი არასდროს შეწყვეტილაო.
პირადად ომის დაწყების პრეტენზია ყველაზე ნაკლებად მაქვს. საქართველოს ჰქონდა ომის დაწყების უფლება. ოღონდ ომის დაწყებას მომზადება სჭირდება როგორც პოლიტიკურად, შიგნით თუ გარეთ, ისე ეკონომიკურად და რაც მთავარია სამხედრო კუთხით.
საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არც საერთაშორისო გარემო შეამზადა, არც შიდა, არც ხალხი მოამზადა, მეტიც, ფეხებზეც დაიკიდა, ომის მომზადების სამხედრო ასპექტებზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. ომის დროს ქვეყანა აღმოჩნდა პროვოკატორების, სრული არაკვალიფიციურების და ომის ხარჯზე გამდიდრების მსურველთა ხელში.
ესაა მთავარი პრეტენზიები. ამ პრეტენზიების გადასაფარავად, თავადვე აკეთებენ აქცენტს ომის დაწყების თემაზე. თითქოს ესაა მთავარი.
თუმცა, თავად მისცეს იმ ყბადაღებულ #1633 რეზოლუციაში ხმა იმ ფორმულირებებს, რომლებიც, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, ისე სფეროს სპეციალისტებმა, ათასჯერ დავახურეთ თავზე, მაგრამ უტიფრად თავისას აგრძელებენ, იმის ნაცვლად, რომ ბოდიშებს იხდიდნენ.
რეზოლუციაში კი მკაფიოდ წერია ვინ დაიწყო და ვინ იმოქმედა საპასუხოდ.
იგივე წერია სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულებაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. იგივეს ლაპარაკობდნენ მისი მინისტრები ომის წინ.
თუ ომის წინა რიტორიკას, თითქოს რუსეთი არაფერ შუაშია და კოკოითის პროვოკაციები იყო დაძაბულობის მიზეზი, შეიძლებოდა გამართლების მონახვა, რომ, როგორც ახსნეს, არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება, 9 აგვისტოს, როცა ომი უკვე დაიწყო, ან ომის შემდეგ რაღა ჰქონდათ მოსარიდებელი?! ან ბრძანებულებაში რატომ არ დაწერეს სწორად, ან ევროსაბჭოში რატომ არ იომეს ამ ფორმულირებების გასასწორებლად?
თურმე ოკუპაციის დაფიქსირება ყოფილა მთავარიმ ოკუპაციას რად უნდა მტკიცება, თუ შენს საეღთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უცხო ქვეყნის ჯარები იმყოფება შენი თანხმობის გარეშე?
ომის დაწყების ფორმულირებებზე რაღა უნდა ვიმსჯელოთ, როცა საქართველოს ინტერესების საზიანოდ ისეთ ფორმულირებებს მისცეს ხმა, თითქოს ჩვენმა სამხედროებმა უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს.
მერე სააკაშვილი და მისი ფან-კლუბი ხმაურობდა, ჩვენი სამხედროების გასამართლება უნდა ქართულ ოცნებასო. ხომ გახსოვთ სააკაშვილის ჩართვები უკრაინიდან?
არადა, თავად გააკეთეს ყველაფერი ამისათვის. ერთი მხრივ იმავე #1633 რეზოლუციაში ხმა მისცეს როგორც საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, ისე რუსეთის და საქართველოს მიერ ომის დანაშაულების ჩადენას.
როცა ქართულმა ოცნებამ ეს რეზოლუცია აღმოაჩინა, განა იუარეს, განა თქვეს, რომ ვერ გავიტანეთ ჩვენი პოზიციები განხილვებშიო, დაადასტურეს კასეტური ბომბების გამოყენება.
კასეტურ ბომბებს ვინღა ამბობს, როცა რეზოლუციით (მუხლი 11) როგორც რუსეთს, ისე ჩვენ გვბრალდება ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა, სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ ან გაუფრთხილებლად მოკვდინება და სხვა.
ამ ყველაფერს ხმა თქვენ მიეცით და შემდეგ ამ ხელისუფლებას აბრალებდით, ქართველი სამხედროების გასამართლება უნდათო. ხმას როგორ იღებთ ამ ყველაფრის შემდეგ?!
როცა თქვენ, წინა ხელისუფლების ლიდერებს გაკრიტიკებთ, ეს კრიტიკა ერთი წამითაც, ერთი პროცენტითაც არ ეხებათ ომის დღეებში ბრძოლის ველზე მებრძოლ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს. ეს თქვენ გსურთ მათ ზურგს უკან ამოფარება და მათი გმირობებით საკუთარი სიმდალის და დანაშაულების გადაფარვა.
ზემოთ "რუსეთის გაღიზიანება" ვახსენე. მე რა ვახსენე, მათი საყვარელი პრეტენზიაა. მუდმივად აქილიკებენ ამ ხელისუფლებას, რუსეთის გაღიძიანების გეშინიათო, ოღონდ აგვისტოს ომის წინ თავად ცდილობდნენ არ გაეღიზიანებინათ და, ფაქტობრივად, საკუთარი განცხადებებით რუსეთს ამართლებდნენ, პროვოკაციებს კოკოითი აწყობს, კრემლი საქმის კურსში არააო (გრ. ვაშაძე, თ. იაკობაშვილი და სხვები).
ცალკე სამი უზარმაზარი საკითხია: ომის წინა პერიოდი, ანუ მისი მომზადება, ომის წარმოება და ომის შემდგომი საკითხები, ანუ სამართლებრივი დავები, ომის ზეგავლენის გამოვლენა და ქვეყნის აღდგენა, მოსახლეობის დახმარება.
სამივე მიმართულება ჩააფლავეთ. განსაკუთრებით ომის წინა პერიოდი და ომის წარმოება.
ომის წინ 7 ათასი ომგამოვლილი და გამოცდილი ოფიცრები გაყარეთ ჯარიდან და ამით ახლაც ტრაბახობთ. ამ 7 ათასი ოფიცრისთვის ომის დროს მაინც დაგეძახათ, 18-დღიანი რეზერვისტები რომ ჩაყარეთ ყვითელი ავტობუსებით?!
.ომის დროს მართვა 2-3 დღეში ჩამოგეშალათ, ხალხი მიატოვეთ, ცხედრები დატოვეთ...
რაზე უნდა გელაპარაკოთ?!
რაც ზემოთ დავწერე, სათქმელის მეასედიც არაა. ამ ომის კვალიფიციური გამოძიება რომ მოხდეს, სხვა ბევრს მოეკითხება. რაც ჩატარდა 2013-14 წლებში, უნდა გასაჯაროვდეს, თუნდაც რაც ეხება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
ომი გამოიყენეთ გასამდიდრებლად. ომის შემდეგ თავდაცვის მინისტრი გამოძიების ქვეშ უნდა ყოფილიყო და მილიარდერად მოგვევლინა.
ახლა გამოდიან და უტიფრად აცხადებენ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ჰააგის სასამართლოს წასაგებად რომ იგივე ცრუ აჟიოტაჟია, რაც 2018 წელს ატეხეს.
ძალიან კი გსურთ, რომ ხალხის აზროვნება ჩააბნელოთ, მაგრამ არ გამოვა.
აქ კითხვები და პასუხები ასე ისმის:
1. რა გააკეთა წინა ხელისუფლება ამ სასამართლოს მოსაგებად? არაფერი. თუ რაიმე გააკეთეს, წარუდგინონ მთავრობას, პარლამენტს, საზოგადოებას.
2. რა გააკეთა დღევანდელმა სამთავრობო სტრუქტურებმა ჰააგის სასამართლოს მოსაგებად? პასუხი მარტივია. 10 წელია ხელისუფლებაში არიან და რომ არაფერი ეკეთებინათ, როგორ მოიგებდნენ, უფრო სწორად, როგორ მოვიგებდით?
ამ საკითხშიც გეტყობათ რამდენად მავნებლები ხართ. შეგეძლოთ გაგეთვალისწინებინათ 2018 წლის გამოცდილება და ამ ცრუ აჟიოტაჟის ნაცვლად, მადლობა გადაგეხადათ თუნდაც პროცესში ჩართული უწყებების თანამშრომლებისთვის, რომლებმაც თქვენი მიფუჩეჩებული გამოასწორეს.
თქვენი მომხრეების მიკვირს. ეს საბუთები ხომ ღია სივრცეშია, ყველა დანაშაული, ყველა რეზოლუცია, ყველა სასამართლო განჩინება საჯაროა. წაკითხვა და გაგება არ გსურთ?
იუსტიციის სამინისტრო თუ გაგვაცნობს როგორ წარიმართა პროცესი, თუ მოუყვება საზოგადოებას გაწეული სამუშაოს შესახებ, კარგი იქნება. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია, იციან, რომ ტიტანური შრომა ჩადო უამრავმა ადამიანმა. მადლობა ყველას!“ - წერს სალუქვაძე.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად, ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.


