imedi /  20 დეკემბერი 2022, 12:48 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ომის შემდეგ ორ თვეში, ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოუწერა რუსეთს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე, სააკაშვილი და მისი პარტია მხილებულია უდიდეს დანაშაულში საქართველოს წინააღმდეგ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს თავის მართლების კამპანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც გაღმა შედავების პრინციპზე ააგეს, თავად რეზოლილუციაზე კი პასუხები არ აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუშინ, ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ტელევიზიაში, გამოიყვანეს ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური ადამიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2008 წელს იყო საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, მან საუცხოოდ შეძლო ბოლომდე ემხილებინა საკუთარი პარტიის უარგუმენტობა განმარტებისათვის ნათქვამ ოთხივე წინადადებაში, რაც საზოგადოებამ დეტალურად უნდა იცოდეს.

„ჭიაბერაშვილის პირველი წინადადება: ამ დოკუმენტში არის ქართველების ეთნოწმენდაზე, ოკუპაციაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი და ხელი ამიტომ მოვაწერეთო - მხარს დაუჭერდნენ თუ არა, რეზოლუცია ისედაც გადიოდა, ხმები ყოფნიდა! რუსეთის დელეგაციამ საერთოდ დატოვა დარბაზი მათთვის საზიანო ბევრი პუნქტი რომ იყო რეზოლუციაში, არა თუ მხარი დაუჭირეს!

ან ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილ ოკუპანტზე სხვა რა უნდა ეთქვათ, ტურისტიაო ხომ არ ჩაწერდნენ?! ანუ აქ თავისმართლების ყველაზე უსუსური ფორმაა.

❗️ მეორე წინადადება: მე-5 და მე-11 მუხლებში არის გამოთქმული ეჭვი, დაირღვა თუ არა ჰუმანიტარული სამართალი ან ვინ დაიწყო ომიო - აქ უკვე თავხედური ტყუილი დაჭირდა, რადგან არავითარ ეჭვზე ამ პუნქტებში საუბარი არ არის და შავით თეთრზე წერია შემდეგი:

1. ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისათვის (შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა რუსეთს ჯარების შემოსვლა თავის ბრძანებულებაში 8 აგვისტოს თარიღით დაუფიქსირა...).

2. 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალებმა დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა გაუფრთხილებლად.

3. მძიმე არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებამ, საქართველოს მხრიდან, სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას.

4. რუსეთის შეტევა იყო საპასუხო.

5. ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტები ჩაიდინა ორივე მხარემ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახი და გაუფრთხილებელი მკვლელობა და დაჭრა, ასევე საკუთრების ხელყოფა.

6. განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნას, როგორც ომის დანაშაულები, რაც საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს.

ეს ჩანაწერები ეჭვის გამოთქმას ნიშნავს?! - ჭიაბერაშვილი აბსოლუტურად შეგნებულად იტყუება და ამბობს, თითქოს მხოლოდ ეჭვი იყო გამოთქმული, რაც ერთპროცენტიანი სიმართლის შემთხვევაშიც კი არ დასჭირდებოდა!

❗️ მესამე წინადადება: რუსების ლობირებით გარკვეული ევროპარლამენტარები გვეუბნებოდნენ, ეს უნდა ჩაიწეროს, ჩვენ ვეუბნებოდით, არ უნდა ჩაიწეროს, ისინი გვეუბნებოდნენ, როგორ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს ამას და რატო არ უნდა ჩაიწეროსო, ამიტომ არის ჩაწერილი, თან ეჭვის ფორმითო - აქ კომენტარიც კი ზედმეტია. რა ზურაბიშვილი 2008 წლის 2 ოქტომბერს… მოკლედ, ამ გასაოცარ ახსნაზე გაჩერება არ ღირს.

❗️ მეოთხე წინადადება: იმას, რაც მეხუთე პუნქტში წერია, ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ძალიან მყარი რწმენა გვქონდა, რომ მაშინაც კი(!), თუ ჩატარდებოდა ჰააგაში გამოძიება, საქართველო გამართლდებოდაო - როდესაც ასეთ ჩანაწერებს, რაც ძირითადად მე-5 და მე-11 პუნქტებში ეწერა, მხარს უჭერდნენ, საიდანღა იყო გარანტია, რომ ჰააგას მოვიგებდით?! მტკიცებულებების მათ მიერ გადამალვის ფონზე ხომ საერთოდ… ან ვინ იძლეოდა გამართლების გარანტიას?! რა ლოგიკაა მოდი მე ახლა მხარს დავუჭერ მოღალატეობრივ პოზიციას, ქართველ სამხედროებზე ომის დაწყების და ომის დანაშაულების დაბრალებას და ჰააგა თუ ჩაატარებს გამოძიებას, იქ გამართლდებაო? ეს არის ახსნა?! აქაც ტყუილი და წარმოუდგენელი არგუმენტი.

ამ ყველაფერს ლაპარაკობს მათი ელჩი ევროსაბჭოში! ადამიანი, რომელმაც თემაზე ყველაზე მეტი იცის და მოლოდინი ქონდათ, რომ ყველაზე კარგად ის შეძლებდა სიტუაციიდან გამოძრომას.

რეალურად, ომის შემდეგ ორ თვეში, ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოუწერა რუსეთს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სიტუაციის შემოტრიალება, სამართლებრივი ბრძოლა მოვიგეთ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც.

შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ნაცების ისტერიის მიზეზი ამ თემაზე: ისინი დგანან იდეაზე და აჯერებენ თავის მხარდამჭერებს, რომ არიან პროდასავლურები, ანტირუსები და ებრძვიან „პრორუსულ“ ოცნებას. ამ ფონზე კი მტკიცებულება, რომელიც შავით თეთრზე ადასტურებს ღალატს, ოკუპანტის ინტერესების გატარებას საკუთარი ქვეყნისა და სამხედროების წინააღმდეგ, მთლიანად ანგრევს მათ პარტიას და ისედაც ცრუ იდეოლოგიას.

დღეს ისინი ნამდვილად ჩიხში არიან - სააკაშვილი და მისი პარტია მხილებულია უდიდეს დანაშაულში საქართველოს წინააღმდეგ. ეს მათი მთავარი პოლიტიკური თუ მორალური ბრალდებაა! შეუძლიათ ჭიაბერაშვილი კიდევ ალაპარაკონ, მშვენიერ მასალას ქმნის სწორი დასკვნების გამოსატანად“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ყველა სიახლე

ლევან მეხუზლა

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანია, რაც მთელი მოსავლის 74%-მდეა.

თამარ იოსელიანი

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი

„წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დერეფანში ხორციელდება - გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს,ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობებზე ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

23 სექტემბერი 2026, 13:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო როგორც შშმ პირთათვის სამართალდამცავი უწყების სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.

23 სექტემბერი 2026, 13:12

სპორტი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

ოლიმპიადის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერა.

23 სექტემბერი 2026, 13:09

რეგიონი

ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

23 სექტემბერი 2026, 12:57

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა

Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 12:50

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.

23 სექტემბერი 2026, 12:44

ჯანდაცვა

ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეთაურს, პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

23 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა, რომელიც 2023 წლიდან ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა.

23 სექტემბერი 2026, 12:12

რეგიონი

ცესკომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.

23 სექტემბერი 2026, 12:07

საზოგადოება

25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.

შალვა პაპუაშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:52

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.

23 სექტემბერი 2026, 11:40

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

23 სექტემბერი 2026, 11:37

რეგიონი

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენი არის გადამუშავებული.

სერგეი ლავროვი და მარკო რუბიო

23 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

მარკო რუბიო დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართება.

ირაკლი ხელაძე

23 სექტემბერი 2026, 11:27

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

ირაკლი ჭეიშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება - ჩვენს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა

ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რატომ ხდება კიდევ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის ღონისძიებების დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ხან სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში პროცესების ესკალაცია მოხდეს

„მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა?“ - ეს კითხვა დასვა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბახმაროს სემინარის ჩატარება.

23 სექტემბერი 2026, 11:18

მსოფლიო

CNN: FBI საკუთარ ქსელზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საკუთარ ქსელებში სავარაუდო შეღწევის ფაქტს იძიებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ცნობილმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა Shiny Hunters განაცხადა, რომ FBI-ის ათასობით აგენტის პირადი მონაცემები მოიპოვა.

23 სექტემბერი 2026, 11:17

ეკონომიკა

საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.