ლევან მამალაძე: შევქმნათ საზოგადოებრივი ინიციატივა „დაიცავი მშვიდობა“, მივმართოთ პარლამენტს და პროკურატურას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების და საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების დამდგენი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით
ლევან მამალაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მივმართავ ყველას, ვისაც მამულიშვილური და პროფესიონალური მოტივაცია ამოძრავებს, შევქმნათ საზოგადოებრივი ინიციატივა „დაიცავი მშვიდობა“! ჩამოვაყალიბოთ კომპეტენტური მოთხოვნები და მივმართოთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პროკურატურას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების და საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების დამდგენი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს.
როგორც მამალაძე აღნიშნავს, ჰააგის სასამართლო საქართველოს ინტერესების აღიარებით დასრულდა. ეს გვაძლევს საშუალებას, სწორედ ახლა მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა მთავარი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა მოესწროს, სანამ საზღვარგარეთ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ გადაიყვანეს.
„სამშობლოს გამყიდველი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! პასუხი უნდა აგოს ცხინვალისა და კოდორის ჩაბარებაზე, ჩვენი მეომრების მიტოვებაზე, მსხვერპლზე და სამხედრო მარცხზე, საქართველოს მთლიანობის მორღვევაზე, ოკუპანტთან მოღალატეობრივ გარიგებაზე, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გადაცემაზე, მილიარდობით საეთაშორისო დახმარების გაფლანგვაზე და სხვა მრავალ დანაშაულზე! ჰააგის სასამართლო საქართველოს ინტერესების აღიარებით დასრულდა. ეს გვაძლევს საშუალებას ,სწორედ ახლა მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ახლი საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“ იქნება ამის ინიციატორი!
დედა ქეთევანის ( ნორა კვიციანის) გარდაცვალებამ, ის ვალდებულება შემახსენა რაც სამშობლოს მოყვარული ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა! კვიციანების ოჯახმა და ხეობის მოსახლეობამ, მოიგერია უამრავი ბრძოლა, რუსული შემოტევა და საქართველოს შეუნარჩუნეს კოდორი- აფხაზეთის კარიბჭე. სააკაშვილმა, გმირი მებრძოლები დახოცა , ემზარ კვიციანი დევნილად აქცია, ხოლო ქალბატონი ნორა სამშობლოს დაცვისთვის დააპატიმრა. მალევე კოდორის ხეობა, უახლესი შეიარაღებით, რუსებს უბრძოლველად გადასცა! 2006 წელს კოდორში მშვიდობის მოშლა, 2008 წლის ომის საწინდარი გახდა. ეს საკითხები კომპლექსურად უნდა იქნეს შესწავლილი.
გმირი დედა ქეთევანის და თავდადებული მებრძოლების ხსოვნას ვუძღვნით ახალ ინციატივას. სწორედ მშვიდობისთვის გვიწევს ბრძოლა დღეს!
დახოცილი მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსეთის მიერ ოკუპირებული და აღიარებული ტერიტორიები, მოშლილი საქართველოს მთლიანობა და სრული ოკუპაციის საფრთხე, უამრავი დევნილი და სახლ-კარ წართმეული ოჯახი, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ომის დაწყების საერთაშორისო აღიარება, ევროკავშირის რეზოლუციაში ომის დაწყების აღიარება, ოკუპანტისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ჯამში კი საქართველოს მარცხი ! ეს არის სააკაშვილის მთავარსარდლობით მოტანილი 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგები!
რა იყო ამგვარი შედეგის მიზეზი?! მაშინდელი ხელისუფლების უგუნურობა თუ სახელმწიფო ინტერესების გაყიდვა და დანაშაული ხალხის წინაშე?! სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომები თუ გარედან შეკვეთილი, საქართველოს საზიანო გეგმის შესრულება?! ლტოლვილთა უზრუნველყოფისთვის მილიარდობით ფინანსური დახმარების გაფლანგვა თუ ელიტარული კორუფცია?! რუსული ბიზნესის შემოყვანა, თუ სახელმწიფო ქონების ფარული პრივატიზება და წილებში ჩაჯდომა?!
ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და რატომ აქამდე არ იქნა გამოძიებული ქვეყნის წინაშე ჩადენილი მძიმე დანაშაული?!
ამ საკითხს ღიად ვაყენებ ქართული საზოგადოების წინაშე, ვინაიდან საქათველოზე ზეწოლა არ ცხრება, მეხუთე კოლონის პროვოკაციები ღვივდება, რომ ქვეყანა სათამაშო მარიონეტად აქციონ და ჩვენთვის დამღუპველ, სხვის სასარგებლო ომში ჩართონ!
სანამ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის ავტორი-დამნაშავე პირები დაუსჯელნი იქნებიან, საქართველოს ომში ჩართვის მსურველნი არ დაილევა.
ამიტომ მივმართავ ყველას ვისაც მამულიშვილური და პროფესიონალური მოტივაცია ამოძრავებს, შევქმნათ საზოგადოებრივი ინიციატივა „დაიცავი მშვიდობა“! ჩამოვაყალიბოთ კომპეტენტური მოთხოვნები და მივმართოთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პროკურატურას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების და საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების დამდგენი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით! გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა მთავარი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა მოესწროს, სანამ საზღვარგარეთ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ გადაიყვანეს!
ვინც იცის რა არის ომი, თავის თავზე გამოცადა სისხლისღვრა და უბედურება, ჩვენი ვალდებულებაა მოვითხოვოთ საქართველოს დამარცხების მიზეზების გარკვევა და დამანაშავეთა გამოაშკარავება! ყველა მოქალაქე დაინტერესებული უნდა იყოს დადგინდეს სიმართლე, რათა არ დავუშვათ შეცდომები და არავის მივცეთ უფლება საქართველო გამოიყენოს დამანგრეველ დაპირისპირებაში!
ველოდები თქვენ გამოხმაურებას!
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
PS. ამ საკითხის შესწავლა ლუსტრაციის კარგ საშუალებას შექმნის. თქვენ თვითონ დაინახავთ! ვინც გამოძიების დაწყების საწინააღმდეგოდ გამოხტება, სიმართლის დადგენას რუსულ ნარატივად შერაცხავს, ან მოხელე -ჩინოვნიკი ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, საქართველოს საწინააღმდეგო დანაშაულის თანამონაწილე, რუსეთზე მომუშავე პირები იქნებიან!“ - წერს ლევან მამალაძე Facebook-ზე.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 02:07
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა.
29 სექტემბერი 2026, 01:58
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება - ეს ნაწილობრივ უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ამერიკული ადმინისტრაციის სიგნალებს იმის შესახებ, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუმცა ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ბრუნდებიან, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა შემცირდება.
29 სექტემბერი 2026, 01:51
მსოფლიო
AXIOS: ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
29 სექტემბერი 2026, 01:45
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო.
29 სექტემბერი 2026, 01:08
სპორტი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
29 სექტემბერი 2026, 01:02
მსოფლიო
The Wall Street Journal-ის გამოკითხვა: შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე - 37%-მდე შემცირდა.
29 სექტემბერი 2026, 00:41
მსოფლიო
რომის პაპი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა ლიდერებისთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების მმართველებისთვის, მუდმივი მოწოდება, რომ დასხდნენ, აწარმოონ დიალოგი და იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები ამ უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებული ომების გაგრძელების გარეშე
რომის პაპმა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტზე, განიარაღების აუცილებლობასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
29 სექტემბერი 2026, 00:07
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ - ეს ყველაფერი დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე დაპირისპირება მალე დასრულდება.
28 სექტემბერი 2026, 23:00
მსოფლიო
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
28 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.
28 სექტემბერი 2026, 22:38
მსოფლიო
საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება
საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.
28 სექტემბერი 2026, 22:18
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.
28 სექტემბერი 2026, 21:56
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.
28 სექტემბერი 2026, 21:43
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა
სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 21:09
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
28 სექტემბერი 2026, 21:06
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.
28 სექტემბერი 2026, 20:58
საზოგადოება
ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.
28 სექტემბერი 2026, 20:50
რეგიონი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.
28 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება
ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.
28 სექტემბერი 2026, 20:41
სამართალი
სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.


