ლევან მამალაძე: გარკვეული ძალები ცდილობენ, საქართველო საომარ პროცესში შეიყვანონ. ეს სცენარი დიდი ხანია დაიწერა, მაგრამ ვერ შეძლეს ქართული საზოგადოების მოტყუება
ლევან მამალაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საქართველოს მოქალაქეებს პასუხი არ მიუღიათ, რატომ დავმარცხდით 5 დღის განმავლობაში, რომ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ [რუსეთს], რატომ გახდა ცხინვალის მოსახლეობა დევნილი, რატომ გადაეცა კოდორი, რატომ მოხდა ფოთში ჩვენი ტექნიკის გადაცემა?, - ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლება რუსეთთან გარიგებაში იყო შესული.
„ჩვენ ძირშივე უნდა ჩავწვდეთ იმ დანაშაულებრივ გარიგებას, რამაც ეს შედეგი მოგვიტანა. შედეგად მივიღეთ ძალიან ცუდი რამ - რუსეთს მიეცა საფუძველი, ეღიარებინა ტერიტორიები, რომელსაც მან ოკუპირება გაუკეთა, მიეცა საშუალება ხელში ჩაეგდო ნატოს უახლესი შეიარაღება. ძიების ეს პროცესი უნდა დაიწყოს 2007 წლიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა მოშალა მშვიდობიანი პროცესი კოდორის ხეობაში, ემზარ კვიციანი დევნილად აქციეს, ცხონებული ნორა კვიციანი კი პირად პატიმრად ჰყავდა. იმ დღიდან უნდა დაიწყოს გამოძიება. საქართველოს მოქალაქეებს პასუხი არ მიუღიათ, რატომ დავმარცხდით და 5 დღის განმავლობაში, რომ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, რატომ გახდა ცხინვალის მოსახლეობა დევნილი, რატომ გადაეცა კოდორი, რატომ მოხდა ფოთში ჩვენი ტექნიკის გადაცემა? - ამაზე პასუხი არავის უგია, ერთადერთი რაც ჩვენ მივიღეთ გავიმარჯვეთო და დავლურის და კინტოურის ცეკვა მივიღეთ თბილისში, არადა ადამიანები გაუბედურდნენ და ამას შეეწირნენ. დღეს ჩვენ მშვიდობისთვის გვიწევს ბრძოლა, რადგან შექმნილი ვითარება გვიბიძგებს იქითკენ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველო შეიყვანონ საომარ პროცესში. ეს სცენარი კარგა ხანია დაიწერა, მაგრამ ვერ შეძლეს ქართული საზოგადოების მოტყუება“, - აღნიშნა მამალაძემ.
მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე და მის გარშემო განვითარებულ პროცესებზეც.
„სანატორიუმშია. მე პრეცედენტს ვერ დაგისახელებთ ვერცერთი ქვეყნისა, რომ ნებისმიერი ლიდერი, რომელიც შეიძლება ციხეშია ნამყოფი, ვინმე ასეთ პირობებში ყოფილიყო. როცა ვხედავთ, რომ აცხადებენ, რომ სააკაშვილი მოიწამლა, რომ საზღვარგარეთ უნდა ვუმკურნალოთ და ა.შ., ძიება დროზე უნდა დაიწყოს, დაიკითხოს საქართველოს მიმართ მიყენებული ზარალისთვის, ტერიტორიის გადაცემისთვის, დაიკითხოს იმისთვის, თუ რატომ მოხდა რუსეთთან გარიგებაში შესვლა და ჩვენი მარცხი რამ გამოიწვია, ასევე, ამ ომის მარცხის შემდეგ ოკუპანტის კომერციულ სტრუქტურებს რატომ გადასცეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და სად წავიდა ის 5 მილიარდზე მეტი თანხა, რომელიც დევნილ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა“, - განაცხადა ლევან მამალაძემ.
ყველა სიახლე
22 მარტი 2026, 18:24
მსოფლიო
ირანი აშშ-ის მიერ ქვეყნის ენერგეტიკაზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი რეგიონის ენერგეტიკულ და ნავთობის ინფრასტრუქტურას გაანადგურებით იმუქრება
„რეგიონის მასშტაბით კრიტიკული, ასევე ენერგეტიკული და ნავთობის ინფრასტრუქტურა ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლება. ისინი სამუდამოდ განადგურდება, ხოლო ნავთობის ფასები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააგრძელებს ზრდას“, - დაწერა სოციალურ ქსელში X ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ-ბაღერ გალიბაფმა.
22 მარტი 2026, 17:23
საზოგადოება
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა ავტოკეფალია, აღადგინა ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები და აღასრულა სხვა დიდი საქმეები
დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას, - განაცხადა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ პატრიარქთან გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას.
22 მარტი 2026, 17:12
საზოგადოება
„პატრიარქო, გვიყვარხარ“ - საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკანასკნელ გზაზე გააცილა
საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
22 მარტი 2026, 17:03
საზოგადოება
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტი პატრიარქს გამოემშვიდობნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტი გამოემშვიდობნენ.
22 მარტი 2026, 17:00
საზოგადოება
უწმინდესსა და უნეტარესს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები გამოემშვიდობნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები გამოემშვიდობნენ.
22 მარტი 2026, 17:00
საზოგადოება
მეუფე შიო: დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი
შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაშიც გული ვატკინეთ; რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 16:53
საზოგადოება
უწმინდესსა და უნეტარესს მისი დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოემშვიდობნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მისი დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოემშვიდობნენ. ისინი უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ იხმო. პატრიარქს მისი დაცვის წევრები სიონის ტაძარში გამოეთხოვნენ.
22 მარტი 2026, 14:48
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა
პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების ტაძარში.
22 მარტი 2026, 14:47
საზოგადოება
ბართლომეოს I: ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს I-მა, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესთან მეგობრობასა და ურთიერთდამოკიდებულებაზე ისაუბრა.
22 მარტი 2026, 14:42
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
პრემიერი: ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების ტაძარში.
22 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად - მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ
ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
სამგლოვიარო პროცესია სამებიდან სიონისკენ მიემართება
იმ გზაზე, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ, ჯარისკაცები საქართველოს დროშებით ხელში არიან განლაგებული.
22 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:38
საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეზე: ღმერთმა ღირს ჰყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში
ღმერთმა ღირს ჰყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე საუბრისას.
22 მარტი 2026, 14:36
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე: რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორედ დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ, ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს
ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება, პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორედ დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.
22 მარტი 2026, 14:35
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას - დღეს, მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას
ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას - დღეს, მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:35
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ილია მეორეზე: დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით
ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:34
საზოგადოება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: 49 წლის განმავლობაში პატრიარქმა ბეწვის ხიდზე, სიბრძნით ატარა ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყნისა ანგელოზისა
მძიმე განსაცდელმა გააერთიანა დღეს საქართველო. ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღმსარებლობის მქონენი დაობლებულნი, შვილებრივი სიყვარულით მუხლს ვიყრით და უდიდეს მადლობას ვწირავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია მეორეს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.
22 მარტი 2026, 14:33
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის საერთოა - ყველა ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა
დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.


