დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ხომ არ არის განპირობებული ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულებების გადაფარვისთვის? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თვალს ადევნებენ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას.
„თვალს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას. მსგავსი სახის სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, როცა სააკაშვილი, დიდი სცენარის გათვალისწინებით, საქართველოში კონტეინერით შემოიყვანეს, რათა ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ეს არეულობა ხელისუფლების ცვლილებით დასრულებულიყო. იმ ხელისუფლების, რომელიც არავის მიმართ მორჩილი არ არის და, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს. როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, რომ არეულობა აუცილებლად მისაღწევია, მაგრამ სცენარის ავტორების მხრიდან სადარდებელია, რომ, თუ ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებენ, შესაძლოა, ცუდად ალაპარაკდეს და ბევრ საკითხზე ისაუბროს, რომლებიც შეეხება ავტორებსაც და შემსრულებლებსაც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, პასუხები სჭირდება კითხვებს, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, სააკაშვილი გათავისუფლდეს, ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულებების გადაფარვით ხომ არ არის განპირობებული?
„რიგი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ხომ არ არის განპირობებული ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულებების გადაფარვისთვის? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ავადმყოფი, რომელიც შეპყრობილია ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით. სააკაშვილი სასჯელს ოროთახიან ლუქსპალატაში იხდის, მას მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში ემსახურება და ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა მოტანილი, რომ მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს. საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და ასეთ საკითხებს წყვეტს სამართალი და არა პოლიტიკური დაკვეთები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 12:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უსასყიდლოდ გადასცა.
11 აგვისტო 2026, 12:10
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა.
11 აგვისტო 2026, 11:54
სამართალი
იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 11:48
რეგიონი
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 11:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის თავდასხმები, მათ შორის იორდანიაში განხორციელებული ბოლო იერიში, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და დრონების მზარდ საფრთხეს წარმოაჩენს. თუმცა აშშ სათანადოდ მზად არ არის საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ბაზების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად, იუწყება The Wall Street Journal-ი.
11 აგვისტო 2026, 11:30
რეგიონი
ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია
„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
11 აგვისტო 2026, 11:18
ეკონომიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები
ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.
11 აგვისტო 2026, 11:14
საზოგადოება
გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები
მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ღონღაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.
11 აგვისტო 2026, 11:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
11 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ნაცმოძრაობის „ელიტის“ წევრი, ნიკოლოზ რაჭველი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ მართავდა კონცერტებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში - პარალელურად წერს, რომ „ქართული ოცნება“ გულის ამრევია და მზად არის, შეეწიროს უკრაინის გამარჯვებას
კომპოზიტორი, რომელმაც აგვისტოს ომიდან მალევე სანქტ-პეტერბუგრის ფილარმონიაში ორი კონცერტი ჩაატარა. ასევე, მოსკოვს 2015 და 2017 წლებში ესტუმრა და ნინო ქათამაძესთან ერთად კონცერტი გამართა.
11 აგვისტო 2026, 11:06
კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს
სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. უახლოეს პერიოდში დასრულდება ვიზიტორთა ცენტრისა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.
11 აგვისტო 2026, 11:03
საზოგადოება
ექსპერტ-კრიმინალისტი: სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გურამ დადიანიძის ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ
სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები, - განაცხადა თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ სუჯაშვილმა გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით.
11 აგვისტო 2026, 11:02
მსოფლიო
POLITICO: ევროპას Patriot-ის რაკეტები ეწურება, უკრაინა კი რუსეთის ზამთრის იერიშებისთვის ემზადება
ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის რაკეტების მოძიებას ცდილობენ, რადგან კიევი რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის მასშტაბური იერიშების წინ ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის გაძლიერებას სასწრაფოდ ცდილობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:43
კულტურა
მორგან ფრიმენმა ბლუზ-ალბომი გამოუშვა
„ბლუზი პირველად მისისიპის დელტაში, ბებიაჩემის ტერასაზე მოვისმინე და მას შემდეგ არასოდეს მიმტოვებია“, - განუცხადა ფრიმენმა ჟურნალ Rolling Stone-ს.
11 აგვისტო 2026, 10:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს
სპარსეთის ყურის ქვეყნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე მუდმივ ხასიათს მიიღებს, რაც მათი ნავთობისა და გაზის ექსპორტს და, შესაბამისად, გლობალურ ენერგომომარაგებას განუსაზღვრელი ვადით შეაფერხებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:34
სპორტი
„იბერია“ დღეს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნს“ დაუპირისპირდება
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.
11 აგვისტო 2026, 10:33
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:28
რეგიონი
პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.
11 აგვისტო 2026, 10:28
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


