დიმიტრი ხუნდაძე: უსამართლობაა, როდესაც ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კარგი მეხსიერება აქვს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი არის თურმე დემოკრატიის შუქურა, ივანიშვილი კი - დემოკრატიის უკუსვლის ფუძემდებელი
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპარლამენტი არ არის ისეთი ორგანო, რომელიც ზედაპირული უნდა იყოს და მუშაობდეს შანტაჟის მექანიზმებზე,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გარდა იმისა, რომ ეს ევრორეზოლუციები შანტაჟის მექანიზმია, ასევე არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. ის არავითარ ფაქტს არ ეფუძნება და არის მშრალად, ზედაპირულად გამოტანილი. ზედაპირულობა სწორედაც რომ აზიარებს თავად ევროპარლამენტს. ის არ არის ისეთი ორგანო, რომელიც ზედაპირული უნდა იყოს და მუშაობდეს შანტაჟის მექანიზმებზე. როდესაც პირველი შანტაჟი არ ჭრის, შემოიტანეს მეორე. არც პირველი მივიდა ბოლომდე და არც მეორე, იმიტომ რომ ეს უნდა იყო შანტაჟის მექანიზმად გამოყენებული და არა მათთვის ეს სასურველი შედეგი, რომ რეალურად მოხდეს ივანიშვილის სანქცირება. თუკი გავყვებით ლოგიკას, თუ სანქცირება მოხდება, მაშინ ის შანტაჟად ვეღარ გამოდგება და მათი იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოყენებული იქნება პოლიტიკაში ჩართვით მმართველი გუნდის ზეწოლისთვის, რომ მან მიიღოს იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთებს წაადგება, იგივე სანქცირების ან ომში ჩართვის საკითხში, [აღარ იქნება]“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, უსამართლოა განცხადებები, რომ „სააკაშვილი დემოკრატიის შუქუაა, ივანიშვილი კი დემოკრატიის უკუსვლის ფუძემდებელი“.
„მოწოდებებიც გახსოვთ ალბათ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც საომარ მოქმედებებში ჩაერთვება. მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ასეთი ხელისუფალი. უსამართლოა, როდესაც ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კარგი მეხსიერება აქვს და კარგი პოლიტიკური შემფასებელია, რაც 2012-ში აჩვენა, ახლა ჩვენ ვეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის თურმე დემოკრატიის შუქურა და ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ფუძემდებელი დემოკრატიის უკუსვლისა. ის არის დემოკრატიის უკუსვლა, როდესაც სააკაშვილის დროს საპყრობილეში აბსოლუტურად ადამიანისთვის მიუღებელი პირობები იყო და სწორედ ამიტომ, ყოველ ხუთ დღეში იქიდან 3 გვამი გამოდიოდა. დღეს მიხეილ სააკაშვილ ბედი აქვს, რომ ის საკუთარ საპყრობილეში არ მოხვდა. ვფიქრობ, გარკვეულ ორმაგ სტანდარტს ჩვენც ვუწყობთ ხელს, იმიტომ რომ კი გვეუბნებიან სააკაშვილი გაათავისუფლეთო, მაგრამ საიდან უნდა გათავისუფლდეს, როდესაც საპყრობილეში კი არა ოროთახიან პალატაშია, სადაც 24 საათი ემსახურებიან ექიმები და ამ დროს სასჯელაღსრულების სისტემაში არიან ისეთი ავადმყოფები, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. მიხეილ სააკაშვილი კი უპირატესობაშია. პრეზიდენტობა არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა. ჩვენც უნდა დავიცვათ ის წესები, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ასეთი მასშტაბის კრიმინალს არ ჰქონდეს პრივილეგია რომ 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, როცა მას ამდაგვარი არ სჭირდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 20:40
კულტურა
მე-10 მე-11 საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შუა საუკუნეების თბილისი და 10 მე-11 საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.
02 სექტემბერი 2026, 20:36
საზოგადოება
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.
02 სექტემბერი 2026, 20:33
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
02 სექტემბერი 2026, 20:31
რეგიონი
ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.
02 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია
დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
02 სექტემბერი 2026, 20:26
ეკონომიკა
ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.
02 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“
უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.
02 სექტემბერი 2026, 20:21
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.
02 სექტემბერი 2026, 20:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.
02 სექტემბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
02 სექტემბერი 2026, 19:57
საზოგადოება
6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება
6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.
02 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
02 სექტემბერი 2026, 19:48
მსოფლიო
ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.
02 სექტემბერი 2026, 19:39
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.
02 სექტემბერი 2026, 19:25
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „მთლიანად ევროკავშირისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს“.
02 სექტემბერი 2026, 19:00
მსოფლიო
უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ
უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 18:31
მსოფლიო
კალასი: ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებდა
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა „სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს“ ატარებდა. მან ეს მას შემდეგ აღნიშნა, რაც გერმანიამ მომხდარში ბრალი რუსეთს დააკისრა.
02 სექტემბერი 2026, 18:18
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი და რუტე: ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება
ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება, - განაცხადეს ოთხშაბათს ამ ორი ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა.
02 სექტემბერი 2026, 17:44
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
02 სექტემბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.


