ზაზა შათირიშვილი: ტერმინი - „შეთქმულების თეორია“ დღემდე ეფექტიან იარაღად გამოიყენება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკული არაფორმალური მმართველობის შესახებ კითხვების დასმას ცდილობს
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ განცხადებას აქვეყნებს. შათირიშვილი ფოქს ნიუსზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და წერს რომ სიუჟეტი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ არაფორმალური მმართველობა ამერიკის მთავარ პრობლემად არის ქცეული.
„გუშინ გამოვაქვეყნე წერილი ამერიკული არაფორმალური მმართველობის შესახებ და გუშინვე წავაწყდი ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ტელევიზიის - „ფოქს ნიუსის“ ვრცელ სიუჟეტს ამავე თემაზე. სიუჟეტი ეხებოდა ამერიკის ყველაზე პოპულარული პრეზიდენტის, ჯონ კენედის იდუმალებით მოცულ მკვლელობას, რომელიც დღემდე გაუხსნელია.
საუკუნის მკვლელობასთან დაკავშირებული მრავალი უცნაურობის შესახებ ქართული საზოგადოებაც ფართოდაა ინფორმირებული. ბუნებრივ ეჭვებს აღძრავს, თუ რატომ და როგორ მოკლა ოსვალდმა კენედი ყოველგვარი მოტივისა და თანამზრახველების გარეშე, როგორ მოკლა თავად ოსვალდი ჯეკ რუბიმ ორ დღეში ასევე ყოველგვარი მოტივის გარეშე, წლების მანძილზე რატომ მალავდნენ ამერიკული სპეცსამსახურები ოსვალდთან კავშირს, როგორ გამოაცხადა მანამდე ფსიქიკურად ჯანმრთელად აღიარებული ჯეკ რუბი გიჟად ფსიქიატრმა, რომელსაც მოგვიანებით სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა დაუდასტურდა და ა.შ.
წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კენედის მკვლელობის შესახებ სრული დოკუმენტაცია 2017 წელს უნდა გასაჯაროებულიყო. თუმცა, სპეცსამსახურების დაჟინებული მოთხოვნით, მათი გასაჯაროება 2017 წლიდან უკვე მეორედ გადავადდა, რაც საქმის გარშემო არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ამერიკულ ლექსიკონში სწორედ 1964 წელს, კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ეჭვების გასანეიტრალებლად გაჩნდა ტერმინი - „შეთქმულების თეორია“, რომელიც დღემდე ეფექტიან იარაღად გამოიყენება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკული არაფორმალური მმართველობის შესახებ კითხვების დასმას ცდილობს.
კენედის საქმის მაგალითზე, „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტი ასკვნის, რომ ამერიკას მართავენ ძალები, რომლებიც დემოკრატიული კონტროლის მიღმა მოქმედებენ. ეს ძალები, სინამდვილეში, ბევრად უფრო ფართო ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ფორმალურად მათ კონტროლზე არიან პასუხისმგებელი. ისინი ახდენენ გავლენას არჩევნების შედეგებზე და ქმნიან მთავრობას მთავრობაში, რასაც ჟურნალისტი დემოკრატიის იდეის დაცინვას უწოდებს.
„ფოქს ნიუსის“ სიუჟეტი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ არაფორმალური მმართველობა ამერიკის მთავარ პრობლემად არის ქცეული, რაც საქართველოს და ანალოგიურ ვითარებაში მყოფ სხვა ქვეყნებს სერიოზულ რისკებს უქმნის“, - წერს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 17:20
მსოფლიო
ფაშინიანის განცხადებით, ის რუსული ენის დამატებით კურსებზე დადის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული ენის დამატებით კურსებზე დადის.
17 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
17 სექტემბერი 2026, 16:56
ჯანდაცვა
პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კომიტეტის წევრებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პროფესორ რემა ღვამიჩავას ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
17 სექტემბერი 2026, 16:53
მსოფლიო
პესკოვი აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონზე: რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება ცალსახად გაართულებს უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების გზების მოძიების ძალისხმევას
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონს გამოეხმაურა.
17 სექტემბერი 2026, 16:52
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარიძის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
17 სექტემბერი 2026, 16:39
მსოფლიო
შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
17 სექტემბერი 2026, 16:33
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 16:21
რეგიონი
ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შემდეგ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ და დღეს უკვე ფოთის გუნდის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 16:04
პოლიტიკა
გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 15:41
ტაბლოიდი
სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚
„მთავარი გზავნილი, რომელიც სინგაპურის მცხოვრებლამდე გვინდა მივიტანოთ, არის ის, რომ კითხვა გონების შესანიშნავი ვარჯიშია. კითხვის დაწყება და ამ ჩვევის შენარჩუნება მარტივია და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ეს ჩვენს საერთო ჩვევად ვაქციოთ“, - განმარტა ტამმა.
17 სექტემბერი 2026, 15:32
პოლიტიკა
პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ
ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად მცხეთაში, ზაჰესის კაშხალზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
17 სექტემბერი 2026, 15:22
ეკონომიკა
ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადახდო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა
თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით Swift-ის საგადახდო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა, რომელიც რეგიონში საგადახდო სისტემების განვითარებას, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესებასა და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას მიეძღვნა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:21
პოლიტიკა
გურამ დუმბაძე: ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, წელსვე ჩავუშვათ საპილოტე ნაწილი
ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, რომ წელსვე უკვე საპილოტე ნაწილი ჩავუშვათ და დავიწყოთ ამ რეფორმის ათვისება, - განაცხადა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ.
17 სექტემბერი 2026, 15:14
რეგიონი
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერეს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:11
მსოფლიო
The Guardian: თურქეთში LGBTQ+ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მასშტაბური დაკავებები განხორციელდა
თურქეთის ხელისუფლებამ LGBTQ+ თემის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდებისა და დაკავებების ტალღა დაიწყო. ხელისუფლება ოპერაციების გასამართლებლად „უხამსობის“ ბრალდებებს იყენებს, იუწყება The Guardian-ი.
17 სექტემბერი 2026, 15:08
ეკონომიკა
გურამ დუმბაძე: სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, გავწეროთ ხარისხის ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, ჯერ ამას ვამოწმებთ, თუ დააკმაყოფილებს, შემდგომ ფასის მიხედვით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა
281-ე დადგენილებით, რომელიც მივიღეთ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, რომ გავწეროთ ხარისხის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 15:04
ეკონომიკა
გურამ დუმბაძე: შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები, როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილ კომპანიებთან
რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები - როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 14:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


