11 იანვარი 2023, 11:04 / სანდო წყარო

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


„საზოგადოება საქმის კურსში გვინდა ჩავაყენოთ ომის პარტიის გლობალურ და ახალი მასშტაბის კოორდინაციაზე:
მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ.
მაგალითისთვის, მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება:
Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში.
ალბათ ხვდებით ცინიზმის და ტყუილის გამართლების მცდელობის ხარისხს!
მეორე: მაგნიტსკის სიის ავტორი, ბატონი ბროუდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგას პუტინი, რომელსაც სურს შურისძიება სააკაშვილზე.
როგორც ხედავთ, ბროუდერმა უკვე არა მხოლოდ ის „დაადგინა“, რომ სააკაშვილს აწამებენ, არამედ მის შემკვეთზეც გავიდა.
აქაც, ცინიზმისა და დადგმული უნიჭო სპექტაკლის გამართლების უპრეცედენტო ხარისხის გარდა, საქმე გვაქვს ათი წლის განმავლობაში ყველა ბრუნვაში ნატრიალები მესიჯის გამყარების მცდელობასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „პრორუსობას“ შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ამ მესიჯს იმ პარტიის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ატრიალებენ, რომელმაც პუტინს ჯერ ქართული ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ კი ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე მოუწერა ხელი!
მესამე იყო გენერალ ბენ ჰოჯესის მიერ იგივე მიზნით გუშინვე გაკეთებული განცხადება.
შესაბამისად, ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. აგენტის პატრონები კი უკვე პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან.
აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას:
გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა.
გუშინ, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით.
ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“.,- ნათქვამია განცხადებაში

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანი

11 აპრილი 2026, 01:51

მსოფლიო

ტრამპი: ჩემი ადმინისტრაცია მზად არის, გამოიყენოს აშშ-ის სრული ეკონომიკური ძლიერება უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად - დიდი ენთუზიაზმით ველით ინვესტირებას იმ მომავალ კეთილდღეობაში, რომელსაც ორბანის უწყვეტი ლიდერობა შექმნის

ჩემი ადმინისტრაცია მზად არის, გამოიყენოს აშშ-ის სრული ეკონომიკური ძლიერება უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

11 აპრილი 2026, 01:20

მსოფლიო

Reuters: ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსული ტანკერების დაკავება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული

ნატოს წევრი ესტონეთი თავს შეიკავებს ბალტიის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების დაკავებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საფლავად დადების ხატი

11 აპრილი 2026, 00:15

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო გამთენიისას გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. სასულიერო პირები, გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარებენ. შემდეგ კი საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

კირ სტარმერი  ვოლოდიმირ ზელენსკი

10 აპრილი 2026, 23:49

მსოფლიო

ზელენსკი: დიდი ბრიტანეთი უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირს, თუ ამერიკა ნატოს დატოვებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს ევროკავშირს, რათა გაძლიერდეს კონტინენტის თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ.

შეჰბაზ შარიფი

10 აპრილი 2026, 23:01

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერი აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე: ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რათა ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს

იმ ფონზე, როდესაც ისლამაბადში ირანსა და აშშ-ს შორის პაკისტანის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები ახლოვდება, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა პარასკევს ქვეყანას ტელევიზიით მიმართა.

კამალა ჰარისი

10 აპრილი 2026, 22:52

მსოფლიო

კამალა ჰარისი: ტრამპის მიერ გაჩაღებული ომი ირანში აშშ-ს გრძელვადიან ზიანს მიაყენებს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ „არჩეული ომი“ ირანში აშშ-ისთვის გრძელვადიან ზიანს გამოიწვევს.

მეუფე შიო

10 აპრილი 2026, 22:30

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობის, ცოდვების ტვირთისგან - ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიდი პარასკევის ღვთისმსახურება აღასრულა.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2026, 22:15

მსოფლიო

ტრამპი: ირანელები, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არავითარი კოზირი არ უჭირავთ

მოახლოებული მოლაპარაკებების წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანს საერთაშორისო ასპარეზზე რეალური ბერკეტები არ გააჩნია.

რომის პაპი ლეო XIV

10 აპრილი 2026, 21:38

მსოფლიო

რომის პაპი: ღმერთი არ აკურთხებს არანაირ კონფლიქტს - ნებისმიერი, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასოდეს დგას მათ მხარეს, ვინც წარსულში მახვილს იქნევდა, დღეს კი ბომბებს აგდებს

ღმერთი არ აკურთხებს არანაირ კონფლიქტს - ნებისმიერი, ვინც ქრისტეს - მშვიდობის მთავრის - მოწაფეა, არასოდეს დგას მათ მხარეს, ვინც წარსულში მახვილს იქნევდა, დღეს კი ბომბებს აგდებს, - განაცხადა რომის პაპმა.

დავით მათიკაშვილი

10 აპრილი 2026, 21:35

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი უკრაინაზე: ნატოს გენმდივნის განცხადება დასტურია იმის, თუ როგორ შეიძლება, წლების განმავლობაში ცრუ მოლოდინში ამყოფო კონკრეტული სახელმწიფო - განუცხადო, რომ ფაქტობრივად, მისი სურვილები განუხორციელებელია

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი უნგრეთში ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს ეხება.

მარკ რუტე

10 აპრილი 2026, 21:22

მსოფლიო

დაუსრულებელი ომი და შეუსრულებელი დაპირებები - უახლოეს პერსპექტივაში ნატო უკრაინას ალიანსის ნაწილად ვერ ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაუსრულებელი ომი და შეუსრულებელი დაპირებები - უახლოეს პერსპექტივაში ნატო უკრაინას ალიანსში ვერ ხედავს. აღნიშნული თავად გენერალურმა მდივანმა განაცხადა. კიევს არც ბრიუსელისგან აქვს დამაიმედებელი მოლოდინი.

10 აპრილი 2026, 21:08

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების პროცესს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც დააკვირდება. „ქრონიკა“ ბუდაპეშტიდან

ვიქტორ ორბანის გუნდში აცხადებენ, რომ მათი მთავარი ოპონენტის პარტია „ტისას“ მხარდასაჭერად უცხოური ძალების მობილიზებაა. მათ შორის, ასახელებენ უკრაინის ინტერესს.

10 აპრილი 2026, 20:44

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს

ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკვე პარასკევს გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს - ამის შესახებ Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

10 აპრილი 2026, 20:34

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - რა ფაქტორები განაპირობებს პოზიტიურ დინამიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკური მრავალფეროვნება და გაორმაგებული ინვესტიციები - რა ფაქტორები განაპირობებს პოზიტიურ დინამიკას, რას აცხადებენ ექსპერტები, დეტალები თამარ ჩიკვატიას სიუჟეტში ნახეთ.

10 აპრილი 2026, 20:32

მსოფლიო

CNN: ირანის ომის ფონზე ნავთობზე ფასების მკვეთრმა ზრდამ აშშ-ში ინფლაცია ბოლო ორი წლის უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ომით გამოწვეულმა ნავთობპროდუქტების ფასების ზრდამ მარტში აშშ-ის ინფლაცია 3.3%-მდე აიყვანა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი წლიური ტემპია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

თოვლიანი გაზაფხული მთაში - გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თოვლიანი გაზაფხული მთაში. გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის - გუდაურის მიმართულებით.

10 აპრილი 2026, 20:22

მსოფლიო

ვია დოლოროსა - ტრადიციულად იერუსალიმში მორწმუნეებმა გოლგოთამდე გზა გაიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა - ძველი იერუსალიმის პილატეს სასახლიდან გოლგოთის მთამდე. იესო ქრისტეს ვნების გზას მორწმუნეები ტრადიციულად, პარასკევს ასრულებენ.

აბას არაღჩი

10 აპრილი 2026, 20:19

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა ლიბანთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები უნდა შეასრულოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები, რაც, მისი თქმით, მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ ზავი ლიბანზეც გავრცელდეს.

10 აპრილი 2026, 20:13

საზოგადოება

წითელი პარასკევი - მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომის მოლოდინი. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მორწმუნე ქრისტიანებისთვის წითელი პარასკევი წლის ყველაზე მძიმე დღე და მძიმე მარხვაა. შესაბამისად, ტაძრებში მსახურებაც განსხვავებული და სამგლოვიაროა.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2026, 20:10

მსოფლიო

ტრამპი ირანს ახალი დარტყმებით ემუქრება, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდები უახლესი შეიარაღებით ივსება და მზად არის ირანზე დასარტყმელად, თუ პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდება.