გურამ მაჭარაშვილი: ფაქტებით არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარება სურთ
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რეფორმების ოთხი ტალღა ჩატარდა. მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ბევრი პროცედურა გავიარეთ - კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა. ამ რეფორმებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მხრიდან პოზიტიური გზავნილები იყო. ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღარ ცნობენ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი
ის, ჟურნალისტებთან საუბრისას, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, სუვერენულ სახელმწიფოში, მართლმსაჯულების კონტროლის უფლება არავის აქვს.
„თურმე, არასამთავრობო სექტორი, ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოება“, რომელიც ძირითადად უცხოეთიდან ფინანსდება, მართლმსაჯულებას თავისი სურვილით უნდა აკონტროლებდეს, უნდა ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს მოსამართლეს - ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად, გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მოსამართლის შეფასებაში თურმე ობიექტური იქნება - იგი სულ რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური მანტიით იდგა პოლიტიკურ სცენაზე და ხელისუფლებას წალეკვით ემუქრებოდა - ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ასეთი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოდნავ მაინც ობიექტურები იქნებიან მოსამართლეების დანიშვნის დროს? არ მგონია, საქართველოში ასეთი ადამიანი ვინმე მოიპოვებოდეს. შესაბამისად, როდესაც დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლების მესამე შტო - მართლმსაჯულება - დამოუკიდებელი უნდა იყოს. რეფორმების ოთხი ტალღა ჩატარდა, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ბევრი პროცედურა გავიარეთ, კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, ვენეციის კომისიის მხრიდანაც პოზიტიური გზავნილები იყო ამ რეფორმებთან დაკავშირებით - ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, აღარ ცნობენ და მეტიც, საელჩომ, რომელიც ცნობილი მაგალითი იყო მოსამართლის დაბარებასთან დაკავშირებით, ასეთი სიტყვებიც კი თქვა, მათ ფული გადაიხადეს იმაში, რომ ეს რეფორმები ჩატარებულიყოო. როგორც ჩანს, მათი პრინციპი ასეთია - ვინც ფულს იხდის, ის უკვეთს მუსიკას და მოსამართლეებიც მან უნდა დანიშნოს. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არცერთი შტოს წარმომადგენლობა არც უნდა ინიშნებოდეს და არც რამე გავლენა უნდა იყოს შიდა, თუ უცხოელი ძალების მხრიდან, მით უფრო, მართლმსაჯულებაზე“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.
31 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
31 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:44
მსოფლიო
„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.
31 აგვისტო 2026, 12:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
31 აგვისტო 2026, 12:19
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge -ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.
31 აგვისტო 2026, 12:06
რეგიონი
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.


