imedi /  29 იანვარი 2023, 22:16 / სანდო წყარო

დევიდ ჰოფმანი: ნამდვილად ვერ ვისაუბრებ იმ ორგანიზაციების სახელით, რომელთა თანამშრომლებმაც გარკვეული განცხადება გააკეთეს

დევიდ ჰოფმანი

დევიდ ჰოფმანი

„იმედის კვირა“ USAID-ის ოფისის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანს შეხვდა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების და არასამთავრობოების ობიექტურობასთან დაკავშირებით არსებული კითხვები დაუსვა.

„ჩვენი პროგრამები ძირითადად ორიენტირებულია ტექნიკურ საკითხებზე. ვთანამშრომლობთ აკადემიურ წრესთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან. ნამდვილად ვერ ვისაუბრებ იმ ორგანიზაციების სახელით, რომელთა თანამშრომლებმაც გარკვეული განცხადება გააკეთეს. ასევე, გამიჭირდება იმ ადამიანები სახელით საუბარი, ვინც უშუალოდ ჩვენთან არ მუშაობს. შემიძლია ვისაუბრო მათი სახელით, ვისაც ვიცნობ და ვისთანაც ვმუშაობ USAID-ში.

USAID-ი და ამერიკის მთავრობა თითქმის 20 წელია ვთანამშრომლობთ სასამართლოს წარმომადგენლებთან. საკმაოდ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს მათთან და ამით ძალიან ვამაყობთ. USAID-ი გამჭვირვალედ მუშაობს. 3 თვეში ერთხელ ანგარიშებს ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს, რათა ყოველგვარი სიურპრიზი გამოირიცხოს.

​რაც შეეხება თქვენს კითხვას იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტნიორების ვებგვერდზე იხილეთ, ეს მოსაზრება CRRC-ისა და IRI-ს კვლევებს ეფუძნება. სამწუხაროდ, მე არ ვარ კანონის უზენაესობის სფეროში მომუშავე, იურისტიც კი არ ვარ. შესაბამისად, პირადად ჩემს მოსაზრებას ვერ გაგიზიარებთ, თუ რამდენად პოზიტიურად შეიცვალა სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. გეტყვით, რომ ყოველთვის არის რაღაც, რაც შეიძლება გაუმჯობესდეს და ასევე არის წარმატებებიც, რომლებსაც ერთად ვზეიმობთ. რაც შეეხება გასაუმჯობესებელ სივრცეს, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს. საუბარია ამერიკის სასამართლო სისტემაზეც. ჩვენთანაც არის ასეთი საკითხები. აქ ერთი მთავარი, რომ მოსამართლეთა საქმიანობა უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე“, - ამბობს ჰოფმანი.

სასამართლო სისტემის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსის ფარგლებში რომელიც სწორედ USAD-ის დაფინანსებით მიმდინარეობს, ვკითხულობთ რომ მოსახლეობა სასამართლოში არსებულ ვითარებას პირველი რიგის პრობლემად არ აღიქვამს, რადგან საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებულია არ არის. ამიტომ პროექტის მიზანი მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა. ყველაზე საინტერესო ჩანაწერი კი პრობლემის განმარტების გრაფაში არსებული პირველი წინადადებაა, თითქოს „მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ დაბალია“. ამ ინფორმაციას საფუძვლად ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული, ასევე CRRC-ს მიერ ჩატარებული კვლევები დაედო.

ყველა სიახლე

28 მარტი 2023, 10:22

სამართალი

სოფელ ცხვარიჭამიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

28 მარტი 2023, 10:17

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პოლიტიკურ ჯგუფებს უნდათ, არეულობის და ომის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში - ამას ვერავინ ეღირსება

„ჩვენი პოზიცია არის რა: უმთავრესია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ჩვენ ამას ვაკეთებთ გონივრულად, საღად. უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სხვა დანარჩენი რაც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს უნდათ, რომ ქვეყანაში არეულობის და ომის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამას ვერ ეღირსებიან.”- აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

28 მარტი 2023, 10:12

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

28 მარტი 2023, 09:52

მსოფლიო

ტენესის შტატში, სკოლაში სროლას 6 ადამიანი, მათ შორის 3 მოსწავლე ემსხვერპლა

დაღუპულია თავდასხმაში ეჭვმიტანილიც. პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე მოკლა. გაირკვა, რომ ის 28 წლის ოდრი ჰეილია, რომელიც, იდენტიფიცირებულია, როგორც ტრანსგენდერი. გავრცელებული ცნობით, სასწავლებელში ის სამი იარაღით აღჭურვილი შევიდა. თავდასხმის მოტივი ჯერ დაუდგენელია.

28 მარტი 2023, 09:39

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი Convenience store გაიხსნა

უკვე ორ წელზე მეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის საერთო სივრცეში, „სმარტის“ ძირითადი, შედარებით მსხვილი ობიექტი წარმატებით ფუნქციონირებს. 24 საათიანი ,,სმარტის’’ მარკეტებისა და კაფეების სერვისით სარგებლობა, მისი ლოკაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ორივე ობიექტზე ჯამურად 20 ადამიანია დასაქმებული.

28 მარტი 2023, 09:34

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული რაკეტებით დაბომბილი საცხოვრებელი კვარტლები დაათვალიერა, სადაც კორპუსების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია.

ნანა კაკაბაძე

28 მარტი 2023, 09:27

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე ნორვეგიის კონსერვატიულ პარტიას: სააკაშვილის დაჯილდოება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, ჩვენ აღვიქვით, როგორც გაუგონარი ცინიზმი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა

მისივე თქმით, ეს არის სააკაშვილის ლობისტების დიდი წარმატება იმ უსამართლო ამოცანის მიღწევის გზაზე, რასაც მისი პატიმრობიდან დახსნის მცდელობა ჰქვია.

28 მარტი 2023, 09:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 მარტს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

28 მარტი 2023, 09:02

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 398-ე დღე

ვრცელდება ცნობები, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ქალაქის მეხუთე სკოლის შენობაშია გამაგრებული, რომელიც ქალაქის საბჭოს შენობიდან 5 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

28 მარტი 2023, 08:38

კულტურა

რუსთაველის თეატრში პერფორმანსი „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აღინიშნა სადაც პერფორმანსი - „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიმართა.

თორნიკე მოლაშვილი

28 მარტი 2023, 08:16

პოლიტიკა

სულხან მოლაშვილის ოჯახი დღეს ნორვეგიის საელჩოსთან აქციას გამართავს

როგორც ყოფილი პოლიტპატიმრის ძმა, სულხან მოლაშვილი ამბობს, აქციაზე, მიხეილ სააკაშვილისთვის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში პრიზის გადაცემას გააპროტესტებენ.

28 მარტი 2023, 08:00

რეგიონი

დღეს „ქართული ოცნება“ ბათუმში პარტიულ კონფერენციას გამართავს

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან.

28 მარტი 2023, 01:21

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა

უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 მარტი 2023, 00:58

კულტურა

ABC-ზე „გრეის ანატომიის“ მე-20 სეზონი გავა

შოუს საიუბილეო მე-20 სეზონის პრემიერა 2023 წლის ოქტომბერში შედგება. ამასთან, სერიალს შოურანერი შეიცვლება - კისტა ვერნოფის ნაცვლად პროექტს მეგ მარინისი უხელმძღვანელებს.

ერინ დარკი და დენიელ რედკლიფი

28 მარტი 2023, 00:27

ტაბლოიდი

დენიელ რედკლიფი მამა გახდება

33 წლის რედკლიფი და 38 წლის დარკი უკვე 10 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2012 წელს, დრამის „დახოცე შენი ძვირფასები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. წყაროს ცნობით, წყვილი ძალიან ბედნიერია.

27 მარტი 2023, 23:56

პოლიტიკა

დეპუტატებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელეს

მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მომზადდება. აღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებები განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰუმზა იუსაფი

27 მარტი 2023, 23:26

მსოფლიო

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს. შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტურში მან თანაპარტიელთა ხმების 52%-ზე მეტი მიიღო.

დავით ნინიაშვილი

27 მარტი 2023, 23:25

სპორტი

რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა

ჟურნალმა „მიდი ოლიმპიკმა” ყოველწლიური ოსკარი დავით ნინიაშვილს მიაკუთვნა. პრესტიჟული ფრანგული ჯილდოს ახალ მფლობელს ჟურნალი კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს, რომელიც განსახიერებაა როგორც უელსთან და იტალიასთან ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვებების და ქართული რაგბის აღმავლობის, ასევე ჩელენჯ ქაფზე ლიონის ისტორიული კორონაციის.

27 მარტი 2023, 23:11

რეგიონი

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

27 მარტი 2023, 22:40

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჟინვალში გასვლითი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც წყლის რესურსების მართვის საკითხებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.