„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

ფოტო: არქივი
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ გვიან ღამით პარტიის ოფისში გამართული თათბირის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარემ რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ დღეს ის ყველას დედაქალაქში ელოდება. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 17:00 საათზეა დანიშნული.
„საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი“ - ამბობს ხაბეიშვილი და აქტივობებს რეგიონებსა და რაიონებშიც აანონსებს. შეკრებაზე ნაცმოძრაობაში, წუხელ ნიკა მელიაც მივიდა. ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ მხარეებმა პარტიაში არსებული იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადადონ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად, გაერთიანდნენ.
ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 19:12
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია
„ფსონები მაღალია, რადგან ომი ჩვენს საზღვრებთანაა. უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს, 15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია. ვლადიმერ პუტინის მიუნხენში სიტყვით გამოსვლა 2007 წელს, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, შემდეგ მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე - 2022-ში. ის, რასაც რუსეთი ომის დაწყების წინა დღეს ითხოვდა და გაწერილი იყო ხელშეკრულებების პროექტებში, მიუღებელი იყო. ეს იყო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა. ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირეები. როდესაც ქვეყანა ირჩევს დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, ის არასდროს წარმოადგენს საფრთხეს თავისი მეზობლისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.

31 მაისი 2023, 19:08
მსოფლიო
გერმანიის მთავრობა: საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი რუსული თავდასხმებისგან
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი რუსული თავდასხმებისგან.

31 მაისი 2023, 18:51
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა
„ირაკლი კობახიძემ, ასევე იმსჯელა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

31 მაისი 2023, 18:21
საზოგადოება
ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ-ში ქიმიკოსის დღე პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღინიშნება
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით მომავალი წლიდან ქართველ ქიმიკოსთა დღეს თსუ 11 ივლისს, უნივერსიტეტის პირველი რექტორის, საქართველოში ქიმიის მეცნიერების ფუძემდებლის პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტში ქიმიკოსების შეხვედრაზე გახდა ცნობილი“.

31 მაისი 2023, 18:17
მსოფლიო
ჯონ კირბი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს.

31 მაისი 2023, 18:16
რეგიონი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს
„პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, ყველას ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, გაწეული შრომისთვის, გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

31 მაისი 2023, 18:12
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე დემოკრატიაზე, ხალხის ინტერესებზე საუბარი არის წარმოუდგენელი და წყლის ნაყვა
„მეტად როგორღა უნდა დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას ისეთი ფორმალური თავმჯდომარე დაუნიშნეს, რომელიც არის კომიკოსი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებ პარტიაში მისი წონა, ან ავტორიტეტი. ეს ხომ ყველასთვის არის ცნობილი და ცხადზე ცხადია. ამის იქით პარტია როგორ უნდა დაეშვას. რა ფსკერი უნდა იყოს“

31 მაისი 2023, 18:08
პოლიტიკა
რომან კაკულია: რუსეთი იმპერია იყო და ერჩოდა მეზობლებს, მაგრამ ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა აათმაგებს რუსეთის ამ ბუნებას
ოპოზიცია ამბობს, რომ ნატო არაფერ შუაშია და რუსეთის ისედაც ერჩოდა მეზობლებს. კი ბატონო, რუსეთი იმპერია იყო და ერჩოდა მეზობლებს, მაგრამ ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა აათმაგებს რუსეთის ამ ბუნებას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

31 მაისი 2023, 18:06
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: დღეს ერთი რამ არის მკაფიოდ თვალშისაცემი - დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველი და მოამაგე ხელისუფლებაა
„სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცალკეული გამონათქვამები ან ამ გამონათქვამების დამახინჯება და შემდეგ უკვე ხელოვნურად რაღაც თემების აწევა, მიუთითებს ერთადერთ რამეზე - სამწუხაროდ დღეს არის მოცემულობა, როდესაც პოლიტიკაში არის ძალა, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს მერკანტილურად, ვერ ელევა ვიწროპარტიულ ინტერესებს და ყოველდღიურად აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. მათ ჰგონიათ, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას აზიანებენ, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან კარგად იციან, რომ ამით აზიანებენ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

31 მაისი 2023, 18:00
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: 2006 წლის შემდეგ შს სამინისტროს დანაშაულის გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს
შსს მუდმივ რეჟიმში აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. თუ გადახედავთ დღეს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, 2006 წლის შემდეგ შსს-ს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დანაშაულის გახსნის, რომელიც 63%-ს აჭარბებს, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

31 მაისი 2023, 17:54
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ვამაყობთ, რომ ევროპული სტანდარტების პოლიცია გვყავს
„წლების განმავლობაში პოლიცია აღიქმებოდა როგორც დასჯის მექანიზმი, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული არაერთი რეფორმის შედეგად, დღეს თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიცია მივიღეთ, რომელიც როგორც სამართლებრივი ბაზით, ასევე პრაქტიკული მოქმედებით ავლენს იმას, რომ ის არის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების პოლიცია“.

31 მაისი 2023, 17:52
მსოფლიო
ლატვიის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს
ლატვიის პრეზიდენტად მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

31 მაისი 2023, 17:47
საზოგადოება
თბილისის მერია 2 ივნისიდან, აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას იწყებს
აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება.

31 მაისი 2023, 17:39
პოლიტიკა
პარლამენტმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

31 მაისი 2023, 17:37
პოლიტიკა
ქართული პოლიციის დღე 2023 📸 ფოტოგალერეა
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები, მიწვეული სტუმრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.

31 მაისი 2023, 17:36
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი: პუტინს არცერთი ომი არ წაუგია, იმედი მაქვს, რომ ის ამ ომს წააგებს, თუმცა ამ დროისთვის რუსული სატკეპნი უკრაინას აწვება, ფრონტზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება
დღეს ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინმა ომი წააგო და მისი დამარცხება ის არის, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანდა, თუმცა წლების განმავლობაში, ფინეთის საზოგადოება ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ.

31 მაისი 2023, 17:19
თავდაცვა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იუბილე მიულოცა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კრწანისის ბაზაზე არსებული სიმულაციების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალი შენობა და სიმულაციურ-ტექნიკური შესაძლებლობები დაათვალიერეს.

31 მაისი 2023, 17:18
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ივერთუბანში მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ივერთუბანში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 6400 კვ. მ ფართობზე სკვერი მოაწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

31 მაისი 2023, 17:15
ეკონომიკა
კატარელი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
„7-კაციანი ჯგუფის წევრებისთვის კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, კულინარიის, სპა და სამთო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები მოამზადეს. პრესტურის მიზანია კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის ამაღლება და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

31 მაისი 2023, 17:07
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა რისკები რჩება
ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია. ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. მიღწეული შედეგი დადებითია, თუმცა პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავაც მაღალია. არის ფაქტორები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც ინფლაციის მატება, ისე დეფლაცია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.