08 თებერვალი 2023, 15:29 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: „შიმშილის“ პირას მყოფი, გაღატაკებული სააკაშვილი ციხიდან თავის დახსნაში უპრობლემოდ იხდის მილიონამდე დოლარს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაუხადა.

„კანონი FARA, რომლის ანალოგის საკანონმდებლო ინიცირებას აპირებს "ხალხის ძალა", თურმე სააკაშვილის მიმართ "ზეციური მანანის" ტოლფასი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც მის მომხრეებს საქართველოში ეს თემა საქილიკოდაც არ ჰყოფნით. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი დეტალი.“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, Akerman-ი ლობირებს ამერიკელ სამთავრობო ჩინოვნიკებს, ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მიზნით, ხოლო ამ მისიის შესასრულებლად, საერთო კონტრაქტის ღირებულება 917 000 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, შეკითხვა, თუ საიდან იხდის მილიონამდე დოლარს "შიმშილის პირას მყოფი, გაღატაკებული სააკაშვილი ციხიდან თავის დახსნაში“, მხოლოდ რიტორიკულ ხასიათს ატარებს.

„Reuters-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს ფედერალური კანონის FARA-ს ფარგლებში ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდა "უცხოელ პრინციპალად", რამაც ამერიკულ იურიდიულ ფირმა Akerman-ს მასთან ძალიან საინტერესო კონტრაქტის გაფორმების საშუალება მისცა. კანონი FARA, რომლის ანალოგის საკანონმდებლო ინიცირებას აპირებს "ხალხის ძალა", თურმე სააკაშვილის მიმართ "ზეციური მანანის" ტოლფასი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც მის მომხრეებს საქართველოში ეს თემა საქილიკოდაც არ ჰყოფნით. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი დეტალი.
დეტალი მეორე და არანაკლებად საინტერესო: Akerman-ი ლობირებს ამერიკელ სამთავრობო ჩინოვნიკებს, მათი დახმარებით სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მიზნით. ამ მისიის შესასრულებლად კონტრაქტის საერთო ღირებულება შეადგენს 917 ათას აშშ დოლარს (!), ხოლო მისი ადვოკატის მასიმო დანჯელოს ანაზღაურება - საათობრივია და შეადგენს 850$/საათში. "შიმშილის" პირას მყოფი, გაღატაკებული სააკაშვილი ციხიდან თავის დახსნაში უპრობლემოდ იხდის მილიონამდე დოლარს! შეკითხვა - საიდან, რიტორიკულ კატეგორიას მივაკუთვნოთ.
აქ ეს შეკითხვა არც არის საკვანძო - ვთქვათ, და არა სააკაშვილი იხდის, არამედ მის გამოხსნაში კრებსითი "აგენტოკრატების" ფინანსური ძალისხმევაა ჩართული. ეს პირდაპირ ამტკიცებს ჩვენს არაერთ ვარაუდს - რომ უამრავ საერთაშორისო დანაშაულის პოტენციური თანამონაწილე ან "სახიფათო" ინფორმაციის მატარებელი, ფსიქოლოგიური "გატეხვის" ზღვრამდე მისული სააკაშვილი (რომელმაც შეიძლება უხერხული ლაპარაკი დაიწყოს) - სასწრაფოდ გადასაყვანია აგენტოკრატების კონტროლირებად ტერიტორიაზე.
და ამ მისიის შესასრულებლად მასიმო დანჯელო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკისა და ევროპის სამთავრობო ჩინოვნიკებთან, რათა სააკაშვილის დაპატიმრების გამო საქართველოს ხელისუფლებას დაუწესონ სანქციები, ეკონომიკური ჯარიმები, შეუჩერონ საერთაშორისო დაფინანსება და მიმდინარე ეკონომიკური პროექტები. "ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი გამოიწვევს საქართველოს მიმართ პოლიტიკურ პოზიციაში ნამდვილ გარღვევას," - აცხადებს დანჯელო.
ამ ერთი ჯალათის და კრიმინალის გამოსახსნელად, აგენტოკრატების მიერ უკვე ღიად არიან ჩართულები დასავლეთის სამთავრობო პირები, რომლებიც კოლოსალური თანხის სანაცვლოდ მზად არიან საქართველოს, მისი ხელისუფლების, მისი მოსახლეობის მატერიალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა ამ ერთადერთი მიზნის განხორციელებას შესწირონ. დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო, თუ პატიმარი სააკაშვილი - საერთაშორისო აგენტოკრატების ფსონი აშკარად ამ უკანასკნელზეა გაკეთებული!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2026, 09:54

ეკონომიკა

EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development) უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს, რომ მის საქმიანობის რეგიონებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის 3.4%-დან 2026 წელს 3.1%-მდე შენელდება, ხოლო 2027 წელს კვლავ 3.6%-მდე აღდგება.

03 ივნისი 2026, 09:26

მსოფლიო

აშშ-მა ირანის ციფრული აქტივების ბირჟა Nobitex-ი და კიდევ სამი სხვა ბირჟა დაასანქცირა

აშშ-ის მთავრობამ ირანის ციფრული აქტივების ბირჟა Nobitex-ი და კიდევ სამი სხვა ბირჟა დაასანქცირა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტომი პიგოტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ივნისს საქართველოში

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

03 ივნისი 2026, 09:04

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა შვილებთან, პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ, კახი კალაძესთან ერთად მადლობა გადამეხადა გურამისთვის ქართული ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის

ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა შვილებთან, პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ, კახი კალაძესთან ერთად მადლობა გადამეხადა გურამისთვის ქართული ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის, - წერს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

POLITICO: ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს საფრანგეთში გაიმართება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 08:59

სპორტი

გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან ტაშით გააცილეს

რუმინეთთან საქართველოს ნაკრების მატჩი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბოლო, 129-ე იყო გუნდის შემადგენლობაში.

03 ივნისი 2026, 08:56

კულტურა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ნათია ბალაძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ნათია ბალაძის სპექტაკლის „ოჯახის“ პრემიერა გაიმართა.

03 ივნისი 2026, 08:52

საზოგადოება

თბილისში იტალიის რესპუბლიკის შექმნიდან 80 წლისთავი აღინიშნა

თბილისში იტალიის რესპუბლიკის შექმნიდან 80 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იტალიური კულტურის, ხელოვნებისა და კულინარიის ნიმუშები.

03 ივნისი 2026, 08:48

საზოგადოება

153-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური პროექტი დასრულდა

მუხიანის დასახლებაში მდებარე ბაღის სახურავისა და ფასადის გარდა, სრულად განახლდა ეზო. გაკეთდა სტადიონიც.

03 ივნისი 2026, 08:46

რეგიონი

ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

03 ივნისი 2026, 08:44

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

მინისტრი ეწვევა პეკინის უნივერსიტეტს, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და უცხოური კვლევების უნივერსიტეტს. ასევე ესტუმრება ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრსა და ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს.

მარიამ ლაშხი

03 ივნისი 2026, 08:40

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება.

ნინო წილოსანი

03 ივნისი 2026, 08:31

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ეუთო-ში კანადის მისიის ხელმძღვანელს შეხვედრაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის არასწორი „მოსკოვის მექანიზმის“ შესახებ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო მისთვისაც

გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეუთო-ში კანადის მისიის ხელმძღვანელთან. ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა ხშირად ხვდება ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ქვეშ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება.

დავით მათიკაშვილი

03 ივნისი 2026, 08:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც გერმანიის ელჩისგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკუთარი ნეგატიური როლით ქართულ რეალობაში აზიანებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რაც ძალიან სამწუხაროა

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მედიასთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეაფასა.

გიორგი ვოლსკი

03 ივნისი 2026, 08:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ გერმანიის ელჩმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ურთიერთობის დაძაბვაში გერმანიის ხელისუფლებასთან, პარლამენტთან. იმედია, ეს შეიცვლება

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.

ლევან მახაშვილი

03 ივნისი 2026, 08:01

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: გერმანიის ელჩის განცხადებები საბოლოო ჯამში ემსახურება საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული შუღლის გაღვივებას. როგორც ჩანს, სინამდვილეში ეს არის სწორედ მისი მთავარი ჩანაფიქრი

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მედიასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეაფასა.

03 ივნისი 2026, 08:00

სპორტი

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად საქართველო-რუმინეთის მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად საქართველო-რუმინეთის მატჩს დაესწრო.

დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2026, 01:17

მსოფლიო

ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა.

02 ივნისი 2026, 23:43

მსოფლიო

The Guardian: Patriot-ის რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს

რუსეთი საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელი რაკეტების გლობალურ, კრიტიკულ დეფიციტს სათავისოდ იყენებს და უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აძლიერებს - პარალელურად ისმის გაფრთხილებები, რომ, კერძოდ, Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების ნაკლებობა ქმნის „მოწყვლადობის ფანჯარას“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ სისტემებზე არიან დამოკიდებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სტატიაში სათაურით „რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს“.

02 ივნისი 2026, 23:07

სპორტი

საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა - გულშემატკივარმა გურამ კაშია ნაკრებიდან გააცილა

საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.