დავით ქართველიშვილი: გვემუქრებიან სანქციებით და გვაშანტაჟებენ ფარატინა სტატუსად ქცეული პერსპექტივით, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპული უსამართლობის სავიზიტო ბარათად იქცა
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
მინდა, გამოვეხმაურო ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილს, რომელიც ეყრდნობა მათ შორის ბიძინა ივანიშვილის საადვოკატო გუნდის გუშინდელ ვრცელ განცხადებას. ორივე წერილი მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ძალზე ფართო ასპექტებს - მე მინდა მხოლოდ ერთს შევეხო: ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობაზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, რაშიც, იდეოლოგების გარდა, ჩართულები არიან „გლობალური ომის პარტიის“ მკვლევარები. ამის მაგალითად ქართველიშვილს NDI-ის ბოლო კვლევის შედეგები მოჰყავს, სადაც დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხით დაინტერესებულია გამოკითხულთა მხოლოდ 21%, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით - 85 %.
დავით ქართველიშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების ნებისმიერი განცხადება, რომელიც აფხაზების, ოსების ან რუსეთში მცხოვრები ქართველების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, გაღიზიანებას და აღშფოთებას იწვევს ადგილობრივი ადგილობრივ თუ საერთაშორისო აგენტოკრატებში.
„მე მინდა გამოვეხმაურო ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილს, რომელიც ეყრდნობა მათ შორის ბიძინა ივანიშვილის საადვოკატო გუნდის გუშინდელ ვრცელ განცხადებას. ორივე წერილი მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ძალზე ფართო ასპექტებს - მე მინდა მხოლოდ ერთს შევეხო: ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს. განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ამ პერსპექტივების განხორციელებას ჰყავს ორი ვერაგი, დაუნდობელი და ძლიერი მოწინააღმდეგე - "გლობალური ომის პარტია", ანუ საერთაშორისო აგენტოკრატია და მათი დასუსტებული ადგილობრივი ლაქიები - "ლოკალური ომის პარტიის" სახით.
ამ ქართველოფობთა ერთობლივი ძალისხმევით, 2004 წლის დასაწყისიდან საქართველომ დაკარგა დე-ფაქტო დალაგებული ურთიერთობები სამაჩაბლოსთან, ხოლო 2008 წელს - აგენტოკრატების პირდაპირი მითითებით და ორგანიზებით, სამაჩაბლოც და აფხაზეთიც რუსეთის მიერ დე-იურე დაკანონებული ოკუპაციის ქვეშ მოხვდნენ. გარდა იმისა რომ ამ ომში მილიარდობით სარგებელი იშოვეს აგენტოკრატების ლაქიებმა, მათმა ლიდერმა სააკაშვილმა, სარკოზი-მედვედევის შეთანხმებიდან ჯერ მეშვიდე პუნქტი ამოიღო, რომელიც ითვალისწინებდა ქართული რეგიონების შემდგომი სტატუსის საკითხის მხოლოდ საერთაშორისო კონსენსუსის გზით გადაწყვეტას, ხოლო ერთ თვეში - რუსეთთან ომის დაწყებაც ქართველ ჯარისკაცებს ოფიციალურად გადააბრალა.
მას შემდეგ ამ ლაქიების იდეოლოგების - თუნდაც ძმებ ბერძენიშვილების მხრიდან, არ შეჩერებულა კამპანია, რომელსაც უნდა დაეჯერა ძირითადად ახალგაზრდა თაობები, რომ არც ცხინვალი და არც სოხუმი - "თლა" საქართველო არც არასდროს ყოფილა. მათ მხარი აუბეს "გლობალური ომის პარტიის" ძირითადი სოციოლოგიურმა მკვლევარებმა, რომელთა გამოკითხვის შედეგებით (უკანასკნელი NDI-მ ჩაატარა 2022 წლის ნოემბერში) - დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აინტერესებს გამოკითხულთა მხოლოდ 21 პროცენტს. მიმდინარეობს ამ თემატიკის ირგვლივ საქართველოს მოსახლეობაზე არნახული საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა! გამოდის, რომ საქართველოში 85 პროცენტს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი აღელვებს, ხოლო დაახლოვებით იგივე რაოდენობას სოხუმიც და ცხინვალიც - დავიწყებული აქვს!!!
2008 წლის ომმა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კიდევ ერთხელ აქცია საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირებად, ლაქიების გამდიდრების ფონზე დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულე, რომლებზეც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2006 წელს ჩაატარა თავისი ვერაგული ექსპერიმენტი, რამაც რუსეთში მცხოვრები ქართველები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
დღეს საქართველოს ნებისმიერი მცდელობა, მისი ხელისუფლების და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მიერ გაკეთებული განცხადება, მიმართული აფხაზების, ოსების თუ რუსეთში მცხოვრები ქართველების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე - გაშმაგებულ გაღიზიანებას და აღშფოთებას იწვევს ადგილობრივი უ-სამშობლო ლაქიებში და მათ საერთაშორისო აგენტოკრატებში. არც ერთი (!) რეზოლუცია არ გვახსოვს, რომელიც წააქეზებდა ხელისუფლების სამშვიდობო გეგმებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ, პირიქით! სწორედ ამ ეროვნული სულისკვეთების, ამ სამშვიდობო კურსის გამო - გვსჯიან! გვემუქრებიან სანქციებით და გვაშანტაჟებენ ფარატინა სტატუსად ქცეული პერსპექტივით - რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპული უსამართლობის სავიზიტო ბარათად იქცა!
პირველები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებს გააპროტესტებენ, ამისთვის სანქციებს დაგვიწესებენ და შეეცდებიან ამ პროცესებს ხელი შეუშალონ: შიდაპოლიტიკური გადატრიალების პროვოცირებით თუ სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით სამხედრო კონფლიქტის ინსპირირებით - ამერიკელები იქნებიან! ამერიკელები, მათი ევროპელი აგენტები და ადგილობრივი ლაქიები! ნუთუ ამ პოლიტიკურ ეშმაკეულთა ხროვამ ან ხელი უნდა შეგვიშალოს ჩვენს ეროვნულ და ღვთივკურთხეულ მისწრაფებებში ან შეგვაშინოს - ამ პროცესებში ნებისმიერი, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში? გა-მო-რიც-ხუ-ლი-ა!!!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
საზოგადოება
ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:51
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.
02 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური ემიგრანტის“ სტატუსი ინდულგენცია აღარ არის, ხოლო სახელმწიფო წყობილების რყევად შეფასებულ ქმედებებში მონაწილეობის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ გაძევებით დასრულდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებული და 27 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, შემდეგ კი მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული დენის კულანინის საკითხზე ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას.
02 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
თაიმს-სქვერზე დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს დაესხა თავს და Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი მოკლა
პოლიციის კომისრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის პამელა სისნეროსია. თავდაპირველად ის 68 წლის როდ-აილენდელ ტურისტს მიუახლოვდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გადასასვლელთან იდგა და დანა მუცელში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შემდეგ სისნეროსი ანალოგიურად დაესხა თავს პიაჩენტის და მასაც დანა მუცლის არეში ჩაარტყა. პიაჩენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
02 სექტემბერი 2026, 11:41
საზოგადოება
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.
02 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
Bloomberg: Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $95,50 დოლარამდე გაიზარდა
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მატებაა, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგეტიკული ნაკადების შემდგომი შეფერხების რისკი გაიზარდა.
02 სექტემბერი 2026, 11:36
საზოგადოება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:29
საზოგადოება
კახა კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს
რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
02 სექტემბერი 2026, 11:27
საზოგადოება
მდინარე ვერეს კალაპოტში მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს შეუფერხებელ გატარებას გაზრდილი წყალნაკადის პირობებში.
02 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ყველა სივრცე დღემდე „საბოტაჟის მენეჯმენტით“ არის გავსებული
2014 წლიდან დაწყებული, ქვეყნიდან ბელადის გაქცევის შემდეგ, ნაცკორპორაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საკუთარი მომხრეების ხელისუფლების ყველა შტოში, მედიაში, ბიზნესში მაქსიმალური შენარჩუნების უზრუნველყოფა. მასიურად მიდიოდა 2013 წლიდან ხელისუფლებაში დაბრუნებული პროფესიონალების სულ რაღაც წელიწადნახევარში კვლავ ქუჩაში გაყრის პროცესი და ნაცებით გამოთავისუფლებული პოზიციების გამაგრება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
02 სექტემბერი 2026, 11:17
მსოფლიო
სკოტ ბესენტმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები დააანონსა
ამერიკის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა ბიზნესების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ საქმიან ურთიერთობას ისევ განაგრძობენ.
02 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ვენესუელამ აშშ-სთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
კარაკასში, ამერიკის ენერგეტიკის მდივნის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ტრამპის ადმინისტრაციასთან სანავთობო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. მანამდე გარიგებას, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს ვენესუელის ნავთობის რეზერვების მეხუთედზე ექნება წვდომა, თეთრი სახლის ლიდერმა უპრეცედენტო უწოდა.
02 სექტემბერი 2026, 11:10
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: სააკაშვილი არის მაოხრებელი გზირი. მისთვის, რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს
სააკაშვილისთვის რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მიხეილ სააკაშილის განცხადების შეფასებისას.
02 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
გაეროს ინფორმაციით, ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 100-ს გადააჭარბა გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4 500-მდე ადამიანი. მათგან 580 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სტიქიის ზონაში სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.
02 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:50
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 110 %-ით არის გაზრდილი
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, GCCA-ში - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.
02 სექტემბერი 2026, 10:47
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
02 სექტემბერი 2026, 10:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით
მთავარი ამოცანაა, რომ მიგვავიწყონ ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას.


