ზაზა შათირიშვილი წერილს ავრცელებს
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI
ევროპარლამენტის გარშემო განვითარებულ კორუფციულ სკანდალებს ურსულა ფონ დერ ლაიენის ქეისიც დაემატა. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ „პფაიზერისგან“ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიან კორუფციულ სკანდალს, რომელშიც უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტი ფიგურირებს. ვაქცინების შესყიდვას წინ უსწრებდა სატელეფონო მიმოწერა ევროკომისიის პრეზიდენტსა და „პფაიზერის“ დირექტორს შორის, რომლის გასაჯაროებაზეც ევროკომისიამ უარი თქვა კომიკური საბაბით, რომ შესაბამის მესიჯებს „ვეღარ პოულობდნენ“, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში.
„ევროპარლამენტარებმა ფონ დერ ლაიენს საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოცხადება და საჯარო სხდომაზე მესიჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა, ფონ დერ ლაიენი კომისიისთვის ჩვენების საჯაროდ მიცემას ჯიუტად არ თანხმდება. აშკარაა, რომ მას თავისი ძლიერი ლობის იმედი აქვს.ადრე დავწერე, რომ ამერიკასაც და ევროპასაც ოლიგარქიული ოჯახები მართავენ. ეს ოჯახები საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების რეალიზებისათვის ძირითადად რამდენიმე მსხვილ კომპანიას - „ბლექროკს“, „ვანგარდს“, „სტეიტ სტრიტს“ და „ფიდელიტის“ იყენებენ.
საინტერესო დეტალია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს ფარმაცევტულ ბიზნესთან მჭიდრო ოჯახური კავშირი აქვს. ის 2019 წლის დეკემბერში გახდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ხოლო ზუსტად ერთ წელიწადში მისმა მეუღლემ ნახტომისებური დაწინაურება მიიღო. ჰანოვერის პატარა საუნივერსიტეტო კლინიკური კვლევითი ცენტრის დირექტორი მყისიერად ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის - „ორჯენეზისის“ დირექტორი გახდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კი ისაა, რომ „ორჯენეზისის“ უმსხვილესი მეწილეები სწორედ ზემოაღნიშნული კომპანიები არიან.
გაგიკვირდებათ და „პფაიზერის“ უმსხვილესი მეწილეებიც „ბლექროკი“, „ვანგარდი“ და „სტეიტ სტრიტი“ გახლავთ. ანუ სქემა მარტივად იშიფრება: ევროკავშირი თავისი ევროკომისიითა და მისი პრეზიდენტით ამერიკულ ოლიგარქიულ ოჯახებს აქვთ კოლონიზებული და ევროპაში პოლიტიკასაც, ეკონომიკასაც და კორუფციასაც სწორედ ისინი მართავენ.
სხვათა შორის, „ბლექროკი“ ის კომპანიაა, რომელიც სამხედრო ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილ აქტივებს ფლობს და შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომიდან ყველაზე დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობს. ამავე „ბლექროკმა“ გააფორმა მემორანდუმი ვლადიმირ ზელენსკისთან, რომლის თანახმად უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებულ ფინანსებს სწორედ „ბლექროკი“ გაუწევს მენეჯმენტს. ანუ ოლიგარქიული ოჯახები ნგრევაშიც და დანგრეულის აღდგენაშიც ექსკლუზიურად შოულობენ ფულს.
სრული კოლონიზაციის ფონზე, ევროკავშირს წინ მძიმე ეკონომიკური პროცესები ელის. ჩანს, რომ ოლიგარქიული ოჯახები ევროპის ფუნდამენტური ეკონომიკური დასუსტების მიზანს იოლად მიაღწევენ. 2008 და 2014 წლების რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ომებით და განსაკუთრებით, უკრაინაში დღეს მიმდინარე ომით ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროკავშირს უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა მიაყენეს. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, 2002-08 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 7,4 ტრილიონიდან 16,3 ტრილიონამდე გაიზარდა. 2022 წლის მონაცემებით კი, მისი ეკონომიკა მხოლოდ 16,6 ტრილიონია, ანუ ევროკავშირმა ამ 14 წელიწადში ეკონომიკური სტაგნაცია განიცადა, როდესაც იმავე 2008-22 წლებში ამერიკის ეკონომიკა 14,8 ტრილიონიდან 25,5 ტრილიონამდე გაიზარდა. 2023 წლის პროგნოზითაც, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ერთი პროცენტიც არ იქნება და მომდევნო წლებშიც მსგავსი ნეგატიური ტენდენციის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.
ქართველებს ევროკავშირი არსებითად სამი ფაქტორის გამო მოგვწონდა. ესაა - ქრისტიანული ტრადიციები, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და განვითარებული ეკონომიკა. დღეს კი, ვხედავთ, რომ ევროკავშირი სამივე ასპექტში ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე დგას:
- ოლიგარქიული ოჯახების მიერ მართული ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად ებრძვიან ქრისტიანულ ფასეულობებს, ეკლესიებს, სამეფო ოჯახებს, ყველაფერს, რაზეც საუკუნეების მანძილზე მყარად იდგა ევროპული ცივილიზაცია და ცდილობენ, შექმნან მორალისგან დაცლილი, სტერილური საზოგადოებები, როგორიც ოლდოს ჰაქსლის „საოცარ ახალ სამყაროსა“ და ჯორჯ ორუელის „1984-ში“ არის აღწერილი;
- დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროკავშირში განსაკუთრებულ კრიზისს განიცდის: ამერიკელი ოლიგარქების მიერ არის მიტაცებული ევროკავშირის სუვერენიტეტი, ევროპარლამენტი და აღმასრულებელი სტრუქტურები. სადაც ოჯახების ინტერესები ჩნდება, სრულიად დაუცველია საკუთრების უფლება. მოქმედებს მედიის ტოტალური ცენზურა და ხელყოფილია სიტყვის თავისუფლება, რაც „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის ძარცვის საქმეში ძალიან კარგად გამოჩნდა;
- ევროკავშირის ქვეყნებს დღევანდელი ეკონომიკური განვითარების დონის მიღწევის საშუალება 60-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მისცა. თუმცა, როგორც კი ევროპას მშვიდობა ხელოვნურად დაურღვიეს, ევროკავშირის ეკონომიკა ერთ ადგილზე გაიყინა, მომდევნო წლებში კი, მისი უკუსვლაც არის მოსალოდნელი. ამასობაში, ევროპელებს რუსულ გაზსა და ნავთობზე ბევრად უფრო ძვირად უწევთ ამერიკული გაზისა და ნავთობის შეძენა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას აწვება მძიმე ტვირთად, არამედ ევროპული მრეწველობის ამერიკაში შეუქცევად გადატანასაც განაპირობებს. ამ ყველაფრის პარალელურად კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური სხვაობა უახლოეს წლებში შეიძლება სრულადაც კი აღმოიფხვრას.
რომ შევაჯამოთ, ევროკავშირი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია: სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი და ევროკომისია, კორუფცია ევროსტრუქტურებში, ტოტალურ ცენზურას დაქვემდებარებული ევროპული მედია, ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია, ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, მასობრივი მიგრაცია და ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობის მოშლა, ეკონომიკური სტაგნაცია - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის მომავალს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
სწორედ ასეთი ევროკავშირის საპირწონედ გვთავაზობენ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას, სასამართლო სისტემის გადაცემას, ნაცმოძრაობის თაოსნობით აგენტოკრატიის დაბრუნებას, რაც უპირობოდ საქართველოში ავტორიტარიზმის აღდგენას, თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ბიზნესის ძარცვას, საყოველთაო რეპრესიებს, სამშობლოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას, ქვეყნის ცივილიზებულობის ერთადერთ საზომად გეიაღლუმის გამოცხადებას და რაც მთავარია, მშვიდობის დარღვევას გულისხმობს. იმ ყველაფრის გამეორება, რაც საქართველოს აგენტურის მმართველობამ 2004-12 წლებში უკვე მოუტანა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რაც მთავარია, აუცილებელია სტერეოტიპებისგან განთავისუფლება იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის თვითმიზანმა ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის თვითგანადგურებამდე არ მიგვიყვანოს“, - წერს ზაზა შათირიშვილი.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 23:30
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი
რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქართული „ენჯეოების“ შელახული ავტორიტეტის ბრიუსელის მიერ აღდგენის მცდელობაზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 23:28
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა.
19 აპრილი 2026, 23:18
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო
რეალობიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 22:57
ეკონომიკა
თემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება
რომ გითხრათ, რომ ვადა ძალიან დიდია, ვერ გეტყვით, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ თემის გადაწყვეტა 100%-ით, - განუცხადა „იმედის კვირას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ პლასტიკატის ბოთლების წარმოების აკრძალვის 4 წლით გადავადებაზე.
19 აპრილი 2026, 22:33
საზოგადოება
სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ
ნანუკა ჟორჟოლიანს, ამ ყველაზე დაბალი სტანდარტების, არაპროფესიონალ, დილეტანტ ადამიანს, რომლის მთელი პროფესიული მიღწევები არის მხოლოდ და მხოლოდ სკანდალზე, სიყვითლეზე, ყვითელ თემებზე აწყობილი, აღელვებდა თავისი ახლად შექმნილი უბადრუკი მედია, რაღაცა პლატფორმისთვის რეიტინგის მოპოვება, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.
19 აპრილი 2026, 22:32
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.
19 აპრილი 2026, 22:01
საზოგადოება
თანამედროვე სივრცითი დაგეგმარება - როგორი იქნება ქართული სოფლები და ქალაქები წლების შემდეგ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული ქალაქების - ძველი უბნების არქიტექტურა ბევრს ხიბლავს, განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს. თვალშისაცემია ქართული სივრცითი განაშენიანების უნიკალური სტილი სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში, ხევსურეთში, რაჭაში, აჭარაში, სამცხე -ჯავახეთში, ქართლში თუ კახეთში, რომელიც აქა-იქ შემორჩა, მაგრამ ერთ მთავარ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ჰქონდა უდიდესი კულტურა სივრცითი განაშენიანებისა, რომელიც დროსა და თვითნებურ მშენებლობებში ჩაიკარგა.
19 აპრილი 2026, 21:57
პოლიტიკა
ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ, პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ
თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ, - წერს ოპოზიციის პროპაგანდისტი, დავით ნებიერიძე, ქართველი სპორტსმენების მოსამართით სოციალურ ქსელში.
19 აპრილი 2026, 21:56
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით
გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
19 აპრილი 2026, 21:40
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი
მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
19 აპრილი 2026, 21:39
ეკონომიკა
ოთხწლიანი შეღავათი ბიზნესს - პლასტიკის ბოთლში სასმლის წარმოებისა და იმპორტის გადავადებული აკრძალვა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
საკვებთან შემხებლობაში პლასტმასის გამოყენება აკრძალულია - 4 წლით გადავადდა მხოლოდ ერთი აკრძალვა, რომელიც 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო და პლასტიკის ბოთლში სასმელის წარმოებასა და იმპორტს ეხება.
19 აპრილი 2026, 21:34
საზოგადოება
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია
განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 21:29
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება
„ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
19 აპრილი 2026, 21:27
პოლიტიკა
სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა ფეშენებელურ ვილას ყიდის - შაშკინის მდიდრული ცხოვრება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თბილისში მდებარე ეს ფეშენებელური ვილა დღეს გასაყიდად არის გამოტანილი. სწორედ ამ მისამართზე იწყება „იმედის კვირის“ სიუჟეტი. პოტენციური მყიდველის როლში, „იმედის კვირა“ ესტუმრა ობიექტს, სადაც მასპინძელი დიმიტრი შაშკინია — სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, ციხეებში ახალაიას სისასტიკის გამგრძელებელი და განათლების სისტემაში ტერორის შემოქმედი, რომლის სახელსაც თავდაცვის მინისტრობისას არაერთი სისხლიანი ოპერაცია უკავშირდება.
19 აპრილი 2026, 21:19
საზოგადოება
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო
პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მშვიდობას მოაქვს მეტი ინვესტიცია, მეტი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ყველგან არ არის სახარბიელო ვითარება და არსებობს პრობლემები , რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება და აზარალებს. შეუძლებელია, თავი დააღწიო ომისგან მიყენებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
19 აპრილი 2026, 21:04
საზოგადოება
ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ
გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა მეუფე შიოზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 21:04
პოლიტიკა
თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების“ საფუძველზე გამოქვეყნებული „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
19 აპრილი 2026, 20:57
ეკონომიკა
თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში
უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.
19 აპრილი 2026, 20:52
საზოგადოება
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი მეუფე შიოზე: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.


