22 თებერვალი 2023, 13:51 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

თვითდაზიანებაზე ცალსახად პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმარზე სათანადო ზრუნვა, რასაც შესაბამისი დაწესებულებები სრულად უზრუნველყოფენ, ხოლო, თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახს ეკისრებათ.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სათანადო ზრუნვა, რასაც აკეთებენ 100 პროცენტით და 1000 პროცენტით სასჯელაღსრულების დაწესებულება, „ვივამედი“, იუსტიციის სამინისტრო. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. თვითდაზიანებას რაც შეეხება - დაბალი კალორაჟის საკვების შეტანა და ა.შ., ამაზე პასუხისმგებელია მარტო სააკაშვილი და მისი ოჯახი 100 პროცენტით. ყველგან ასეა, მარტო საქართველოში არა“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა ბელგიის ციხეში საქართველოს მოქალაქის შიმშილობის შედეგად გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსად, ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემაც, თვითდაზიანების ფაქტებზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას.

„ახლა გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, ქართველი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ბელგიის ციხეში , შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული სამი კვირის განმავლობაში - ესეც არის თვითდაზიანებით. იგივე ხდება საქართველოში და სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემის დამოკიდებულება არის ის, რომ თვითდაზიანებაზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

მარიამ გრიგოლიშვილი

28 ივნისი 2026, 21:17

პოლიტიკა

მარიამ გრიგოლიშვილი: ახალაგაზრდებს აქვთ სურვილი რომ უფრო მეტად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს

რეგიონებში ჩატარებულმა ათმა კონფერენციამ ნათლად დაგვანახა, რომ ახალაგაზრდებს აქვთ აქტიური სურვილი საიმისოდ, რომ უფრო მეტად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, - განაცხადა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა ახალგაზრდულ კონფერენციებზე საუბრისას. მისივე თქმით, ახალგაზრდებს აწუხებთ ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებოდა და მიგრაცია რეგიონებიდან.

28 ივნისი 2026, 21:00

პოლიტიკა

თბილისმა საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს უმასპინძლა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საჯარო ელექტრონული სერვისები, რომელიც საქართველოში დაინერგა და წარმატებით მუშაობს, ბევრი ქვეყნისთვის მაგალითია - ამაზე ექსკლუზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ისაუბრა.

28 ივნისი 2026, 20:55

პოლიტიკა

ახალგაზრდების ხმა მთელი საქართველოდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მანამდე იყო შეხვედრები რეგიონებში, სადაც გამოჩნდა, რამდენად ღირსეული, განათლებული, მოტივირებული და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდები გვყავს.

28 ივნისი 2026, 20:40

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ შაპიტო და „დაშლილების“ ჩემოდანი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ვის დარჩება სააკაშვილის დიდი ხნის წინ ჩავლილი მატარებლიდან „დაშლილების“ ჩემოდანი, სანდრო გამსახურდიას სპეციალური რეპორტაჟიდან გაიგებთ.

28 ივნისი 2026, 20:38

პოლიტიკა

ოპოზიცია ქუჩის რადიკალიზმით საკანონმდებლო ორგანოში და პრემიერი წლიური ანგარიშით. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქუჩის რადიკალიზმის შეტანას საკანონმდებლო ორგანოში შეეცადნენ. ასე მოხდა პარასკევს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლიური ანგარიშით წარსდგა და დესტრუქციული ოპოზიციის შინაარსისგან დაცლილ, დემაგოგიურ კითხვებს არგუმენტირებული პასუხები გასცა.

იანინა სოკოლოვსკამ

28 ივნისი 2026, 20:31

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტი: არავის აქვს უფლება, ევროკავშირში გაწევრიანების პირობად ლგბტ-თემის უფლებები თავს მოგვახვიოს

როდესაც ვუყურებ კითხვარებს დასავლეთის სკოლებში, სადაც სქესის 37 სახეობაა, ეს შოკში მაგდებს. ბავშვებს უყვებიან, რა კარგია მოზარდობის ასაკში სქესის შეცვლა, მაგრამ ავიწყდებათ უთხრან, რამდენ ხანს ცოცხლობენ მერე ეს ადამიანები. ბავშვებს არ შეუძლიათ კრიტიკულად შეაფასონ ის, რასაც თავს ახვევენ და ამით სარგებლობაა დანაშაულია, - განაცხადა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში უკრაინელმა ჟურნალისტმა იანინა სოკოლოვსკამ. მისივე თქმით, ბევრი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელი წინდაუხედავად მოქმედებს.

28 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

უსამართლო რეზოლუციები რადიკალების თანაავტორობით. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გაუქმებაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ რეზოლუციების, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ ორ ევროპულ ინსტიტუტში მიიღეს.

28 ივნისი 2026, 20:17

პოლიტიკა

მოლდოვის ყოფილი პრემიერი: მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არასრულწლოვანთა უფლებებისა და ტრადიციების დასაცავად პროცესი დაიწყო, ყოჩაღია. პატივი და დიდება მათ

მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არასრულწლოვანთა უფლებებისა და ტრადიციების დასაცავად პროცესი დაიწყო, ყოჩაღია. პატივი და დიდება მათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტარლევმა. მისივე თქმით,ზნე-ჩვეულებები, რომელთა დანერგვასაც ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ, მოლდოველი ხალხისთვის უცხოა.

28 ივნისი 2026, 20:12

პოლიტიკა

თუ ევრობიუროკრატიისთვის გამარჯვებაა ლგბტ პროპაგანდა და შედეგად პრაიდით გადაჭედილი ქუჩები, ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვება და საამაყოა იდენტობის, ტრადიციების, ადამიანის უფლებების და მომავალი თაობების დაცვა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ფაქტია, ახლა მათი ინტერესის საგანს ის სახელმწიფოები წარმოადგენენ, სადაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ტრადიციული ღირებულებების ერთგულია. თუ აქამდე ევროპარლამენტარები პრაიდის ჩატარებას, მაგალითად ორბანის მმართველობის დროს, სხვა ქვეყნებიდან ჩაყვანილი ხალხით ცდილობდნენ, ახლა ბუდაპეშტში ლგბტ დროშა წინააღმდეგობის გარეშე გაშალეს. ასე მოხდა მართლმადიდებელ უკრაინასა და მოლდოვაშიც. იქაც დემონსტრაციულად წავიდნენ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ნების წინააღმდეგ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცოტნე ანანიძე

28 ივნისი 2026, 19:52

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“.

საპატრულო მანქანა

28 ივნისი 2026, 19:41

სამართალი

სამართალდამცველებმა იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა.

კირ სტარმერი

28 ივნისი 2026, 18:33

მსოფლიო

მედია: კირ სტარმერი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობით არის დაინტერესებული

როგორც გაზეთი წერს, სტარმერს ბრიტანეთის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება, რათა ნატოს გენერალური მდივნის სავარძლის დაკავების თუნდაც მცირე შანსი ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე არჩევა ფორმალური კენჭისყრის გარეშე ხდება, ის ერთიანი კანდიდატურის ირგვლივ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკურ თანხმობას მოითხოვს.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 18:10

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე: ალბათ, მათ ასეთი სტრატეგია დასახეს, რომ თავდასხმაზე გადმოვიდნენ - საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, თუმცა, ესეც არ გამოუვიდათ, ვფიქრობ, უფრო გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს „იმედი“ და „პოს ტვ“ ხალხისთვის

გადაცემაში „EURO ანატომია“ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა

დიდი ბრიტანეთის ანალოგიური პრობლემებია გერმანიაშიც და საფრანგეთშიც, მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში ეროვნული ძალები ძლიერდება. ლადღობელაშვილის თქმით, გერმანიასა და საფრანგეთშიც დიდი ბრიტანეთის მსგავსად აკლდება ხალხს და ხმარდება სხვას.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 17:52

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ლიზ ტრასმა პრემიერობის ორი თვის განმავლობაში კარგად გაიაზრა, რასთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე და საკუთარი ნებით გადადგა

ლიზ ტრასმა პრემიერობის ორი თვის განმავლობაში კარგად გაიაზრა, რასთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, ტრასმა საკუთარი ნებით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დიფ სტეიტის მმართველოს გამო დატოვა.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: კირ სტარმერის 2-წლიან მოღვაწეობას შევაფასებდი, როგორც ფიასკოს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არ იქცეოდა, როგორც კლასიკური გაგებით, ლეიბორისტი, თანამედროვე მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, ვვარაუდობ, რომ მას ამას აიძულებდნენ

მისი მმართველობის დროს დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი, უკრაინის ომის წლიური დაფინანსება, თუ არ ვცდები, ეს იყო 5 მლრდ ფუნტი სტერლინგი, რაც ბორის ჯონსის მმართველობის პერიოდშიც კი უფრო ნაკლები დაფიქსირდა. ეს თანხები აკლდებოდა იგივე მოსახლეობას და პატრონს პოვებდა უკრაინაში და კაცმა არ იცის, ის იქ ხმარდებოდა თუ არა იმ საქმეს, რასაც უნდა მოხმარებოდა. აქედან გამომდინარე, მის 2-წლიან მოღვაწეობას შევაფასებდი, როგორც ფიასკოს და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არ იქცეოდა კლასიკური გაგებით ლეიბორისტი, თანამედროვე მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, მე ვვარაუდობ, რომ მას ამას აიძულებდნენ.

28 ივნისი 2026, 17:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

28 ივნისი 2026, 17:29

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 ბიჭი გადაარჩინეს

პირველი ბიჭის - მოისესის გადარჩენის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. რამდენიმე საათის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა გამოაცხადა კიდევ ერთი 11 წლის ბიჭის გადარჩენის შესახებ და X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩამოჰყავთ ის საკაცით ნანგრევების უზარმაზარი გროვიდან.

28 ივნისი 2026, 17:14

მსოფლიო

ისრაელმა „ჰეზბოლას“ რამდენიმე მებრძოლის განადგურების შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას“ რამდენიმე მებრძოლი გაანეიტრალეს, რომლებიც რეაქტიული ყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულნი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აბას არაღჩი

28 ივნისი 2026, 17:03

მსოფლიო

აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის ომამდელ დონემდე აღდგენა მხოლოდ თეირანის პასუხისმგებლობაა

„ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ჰორმუზის სრუტე 30 დღის განმავლობაში დაუბრუნდება ომამდელ შესაძლებლობებს იმ მართვის ქვეშ, რომელსაც ირანი დააწესებს და მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკა მოხსნის დაბრკოლებებს. ეს შეთანხმება განხორციელების პროცესშია და მასზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სხვა არცერთ ორგანიზაციას და ქვეყანას არ ეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა არაღჩიმ.