ნიკოლოზ სამხარაძის თავმჯდომარეობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების გარემო, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ეუთო-ს როლი, ფუნქციები და კონტრიბუცია.
დღესვე, გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნა და 2022 წლის 6 თვის საქმიანობა მიმოიხილა.
სხდომაზე დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები და კონფლიქტის პერიოდში, ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.
„გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ რუსეთის სასტიკი აგრესია ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც დაიღუპა ათიათასობით ადამიანი და განადგურდა უკრაინული ქალაქები და სოფლები. ეს არის რუსეთის მორიგი სასტიკი აგრესია 21-ე საუკუნეში.
დღეს, ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ჩვენ, ამ ასამბლეის ფარგლებში, უნდა ვიყოთ ერთიანნი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან, ოკუპაციასა და ანექსიასთან მიმართებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაშია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 10:35
მსოფლიო
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა
„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.
31 მაისი 2026, 10:20
საზოგადოება
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
31 მაისი 2026, 10:14
მსოფლიო
აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა
„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.
31 მაისი 2026, 10:13
რეგიონი
ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
31 მაისი 2026, 10:12
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:08
საზოგადოება
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:06
საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 10:03
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
31 მაისი 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 მაისი 2026, 09:20
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
31 მაისი 2026, 09:09
კულტურა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.
31 მაისი 2026, 09:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
31 მაისი 2026, 08:34
მსოფლიო
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
31 მაისი 2026, 08:09
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მხარდაჭერა, უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა, არავინ უნდა დავკარგოთ
არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.
31 მაისი 2026, 01:27
სამართალი
„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს
გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.
31 მაისი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
30 მაისი 2026, 23:19
სპორტი
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!
30 მაისი 2026, 23:12
სპორტი
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
30 მაისი 2026, 23:04
სპორტი
კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“ - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.
30 მაისი 2026, 23:00
სპორტი
ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს გუნდისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.


