28 თებერვალი 2023, 10:31 / სანდო წყარო

MKD: ბანკმა რომ ვეღარ ნახა საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის, მიადგა ბოლო მიზეზს - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო

ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები გამოუქვეყნებელ სტატიას ავრცელებენ, რომელსაც imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები უცვლელი სახით გთავაზობთ სტატიას, რომლის ევროპულ პრესაში გამოქვეყნების მცდელობა კვლავაც წარუმატებელი აღმოჩნდა:

[ციტატის დასაწყისი]


ფაქტები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ გავაკეთოთ დასკვნა:

„კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს

მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის ორგანულ გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ბატონ ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ წინა ორ სტატიაში, ბატონი ივანიშვილის მხრიდან კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართებოდა და შეიცავდა ფაქტებზე დაფუძნებულ მხილებას იმისა, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად გაცნობიერებულად, შეგნებულად, წლების განმავლობაში მოქმედებდა და მოქმედებს ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რასაც ეწირება შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯიც. ამასთან, ამავე მოქმედებებით, ბანკის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და ეს ყოველივე ხორციელდება დაუფარავად. აღნიშნულის დასადასტურებლად, წინა სტატიაში საილუსტრაციოდ იყო წარმოდგენილი მხოლოდ ერთი, მცირე ეპიზოდი, სადაც ჩანდა, რომ ბანკის მენეჯმენტის მოქმედებებს რაიმე კომერციული ან ბიზნეს ლოგიკა არ გააჩნდა. იქვე გაცხადებული იყო, რომ ამ მცირე ეპიზოდის აღწერას მოჰყვებოდა მორიგი სტატიაც, სადაც უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა გაჟღერებული. როგორც ყოველთვის, ახლაც, სააშკარაოზე გამოტანილი იქნება მხოლოდ ფაქტები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებითაა გამყარებული, ხოლო დასკვნის გაკეთების პრეროგატივას კვლავ მკითხველს მივანიჭებთ.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის წლებია მიმდინარეობს გლობალური დავა. მას საფუძველი დაუდო ბანკის მენეჯმენტის მიერ წახალისებულმა დანაშაულმა კლიენტის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლიდან 2015 წლამდე მიმდინარეობდა და რომლის გამოაშკარავება ისევ კლიენტის მოქმედებების შედეგად, 2015 წელს მოხდა. სწორედ დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ, ბატონმა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა, თუმცა, სხვადასხვა სამართლებრივი და პროცესუალური მიზეზების გამო, რაზეც წარსულში დეტალურად ვისაუბრეთ, აქტივების მმართველად დარჩა ისევ „კრედიტ სუისს“-ის ტრასტი. ამდენად, ბატონი ივანიშვილის გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი აღმოჩნდა არა „კრედიტ სუისს“-ში, არამედ სხვა ბანკში და, ლოგიკურად, „კრედიტ სუისს“-ს აღნიშნული თანხის შენარჩუნების სურვილი ან ინტერესი ვეღარ უნდა ჰქონოდა, ხოლო თავად ამ სხვა ბანკში არსებულ აქტივებს მართავს „კრედიტ სუისს“-ის სტრუქტურისა და მართვის ქვეშ არსებული ტრასტი, დაფუძნებული გერნსის კუნძულზე. ტრასტის ვალდებულება და მისი არსებობის ერთადერთი ფუნქცია მისი ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ტრასტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა ამ ფუნქციის შესრულებას 2022 წლის მარტამდე. სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მოქმედების ლოგიკა შეიცვალა (უფრო სწორად, ლოგიკისგან დაიცალა):

ბენეფიციარის ინსტრუქციების შესრულება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბატონ ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“. შედეგად, გამოიკვეთა რა, რომ ბენეფიციარს ტრასტის ქვეშ მოქცეულ საკუთარ აქტივებზე წვდომა უსაფუძვლოდ ეზღუდებოდა, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა დაეხურა ტრასტი, რომელიც მისი ინტერესებისთვის იყო შექმნილი, ხოლო რეალობაში ყველა ინტერესის სამსახურში ჩადგა, გარდა ბენეფიციარის ინტერესისა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დაიწყო კლიენტის ჩიხში მოქცევა: მას არც ტრასტის დახურვის საშუალება ეძლევა და არც ტრასტის მართვის ქვეშ არსებული აქტივების განკარგვის. არადა, რამდენიმე თვით ადრე, ბატონმა ივანიშვილმა უპრობლემოდ შეძლო იმავე „კრედიტ სუისს“-ის სხვა ტრასტის დახურვა და აქტივების პირდაპირ ბენეფიციართა საკუთრებაში წამოღება.

ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბატონი ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა: მათ იმაზე მეტი „ზრუნვა“ დაიწყეს ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზეც კი, ვიდრე უშუალოდ ოჯახის უფროსმა. მხოლოდ ერთი მაგალითის სახით: ყოველთვის, როდესაც ბატონი ივანიშვილი ახორციელებდა თანხის გადარიცხვას ტრასტიდან, უთითებდა შესაბამის დანიშნულებას. ახალ რეალობაში კი, როდესაც ბენეფიციარმა მორიგი გადარიცხვის დანიშნულებად მიუთითა ქველმოქმედება, მან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტისგან მიიღო პასუხი, რომ ბატონი ივანიშვილი არასტანდარტულად დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ამით საფრთხეში აგდებდა საკუთარი მემკვიდრეების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. ამიტომ, ტრასტის მენეჯმენტი მიუთითებდა, რომ ამგვარი ხარჯების გაწევა მიზანშეუწონელი იყო და ამ დანიშნულებით თანხას ვერ გადარიცხავდა. ამის შემდეგ, ბენეფიციარმა მიუთითა, რომ როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ვისზეც ჩათვლიდნენ საჭიროდ და რა პროპორციითაც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისე გადაერიცხათ თანხა ბენეფიციარსა და მის ოჯახის წევრებზე. ცხადია, ეს მოთხოვნაც ჰაერში გამოეკიდა. დაახლოებით ასე ანეკდოტურად გამოიყურება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან „ზრუნვის აქტები“ ბატონი ივანიშვილის ოჯახისა და მემკვიდრეებისა მიმართ. აქ შევჩერდებით და გამოვეხმაურებით სათაურში გამოტანილ საკითხს: იძლევა თუ არა ამგვარი ფაქტები იმ დასკვნის ობიექტურ საშუალებას, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და თანაც ისეთი დაუფარავი ფორმით, რომელიც იწვევს ბანკისთვის მძიმე რეპუტაციულ ზიანს? და, იმის გათვალისწინებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი არის წამყვანი, სისტემური ბანკი შვეიცარიაში, ხდება თუ არა ამით შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯის დაზიანება?

ცხადია, ისტორია აქ არ სრულდება. მიწერ-მოწერამ და მსჯელობამ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა თანხის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-სთვის გადაცემა (რაც იქამდე არასდროს წარმოადგენდა პრობლემას) რამდენიმე თვეს გასტანა. აქ, ბატონმა ივანიშვილმა შესთავაზა ყველა პოტენციური ბენეფიციარის თანხმობა იმაზე, რომ გადარიცხვას ეთანხმებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, ბანკის მენეჯმენტს აქაც, მაშველ რგოლად 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია წამოეწია, სადაც ევროპარლამენტი ბატონი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა ევროკავშირისვე აღმასრულებელი ორგანოებიდან. მკითხველისთვის ცნობილია, რომ არც 2022 წლის ივნისის და არც იმავე წლის დეკემბრის მსგავსი შინაარსის მქონე რეზოლუციებს გაგრძელება არ მოჰყოლია და ევროპულ საბჭოს ისინი არც გაუზიარებია და არც სისრულეში მოუყვანია. თუმცა, ეს დაბრკოლება არ გამხდარა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტისთვის, რომ რეზოლუციას ამოფარებოდა და განეცხადებინა, რომ რეზოლუციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტი თანხის გადმორიცხვას თავის თავზე ვერ აიღებდა და რომ თანხის გადმოსარიცხად ან ტრასტის დასახურად, ბატონ ივანიშვილს სასამართლოსთვის უნდა მიემართა.

ვინც წინა სტატიას გაეცნო, დაინახავს, რომ იქნება ეს ფორმალურად ბანკის მენეჯმენტი, რომელიმე ტრასტის მენეჯმენტი თუ სხვა აქტორი, რომელიც ბანკის სტრუქტურაში შემავალი სუბიექტების სახელით გველაპარაკება, ყველას ხელწერა ერთი და იგივეა. უფრო მეტიც, ყველას ხელწერა ერთნაირად აბსურდულია და ერთნაირად აზიანებს ბანკსაც და შვეიცარიის საბანკო სექტორსაც. ის რომ ხელწერა ერთნაირია, ეს შემთხვევითობა ან დამთხვევა ვერ იქნება. შეუძლებელია ორმა სხვადასხვა თავმა, ერთმანეთის პარალელურად, ზუსტად ერთი და იგივე გადაწყვიტოს და ამ გადაწყვეტილებით ზუსტად ერთნაირად დაუქვემდებაროს ბანკის კლიენტი პოლიტიკურ შანტაჟს თან იმგვარად, რომ ბანკიც დააზიანოს და სახელმწიფოც.

ამდენად, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, არსებობდა ორი ხელოვნური ბარიერი - ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც, თავის მხრივ, თითქოსდა, წარმოშობდა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობას. სასამართლო პროცედურა, რომელიც ტრასტის დახურვას შეეხება, ჯერ ერთი, ზოგადად, აუცილებელი არც არის, თუკი ტრასტი თავად არ არის წინააღმდეგი, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, თუმცა, როდესაც კი მაინც ექვემდებარება სასამართლოს ეს საკითხი, პროცესი არის ფორმალური, ერთ-დღიანი, ხოლო გადაწყვეტილება იმავე დღეს გამოდის. ასეთია პრაქტიკა. ჩვენს შემთხვევაში, პროცესის თარიღმა ლამის ყველა შესაძლო თვე მოიარა: ჯერ იყო სექტემბერი, შემდეგ ნოემბერი, დეკემბერი და ახლა - მარტი. სასამართლო თარიღების ცვლილების პარალელურად, მოხდა საინტერესო რამ: ჩვენ წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, რომ 2022 წლის სექტემბერში სინგაპურის სასამართლოზე, რომელიც საერთოდ არ შეეხებოდა ტრასტების მართვის ქვეშ არსებული თანხების გადმორიცხვას, ბატონმა ივანიშვილმა სასამართლოს ყურადღება მაინც მიაქცია იმ საკითხს, რომ სინგაპურსა და გერნსიზე არსებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტები კლიენტს აქტივებს უკავებდნენ. მოსამართლის რეაქციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სახე შეენარჩუნებინა და მხოლოდ სინგაპურის ტრასტიდან გადარიცხა თანხები კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მითითებაც და სასამართლოსკენ ჩვენი გადამისამართებაც ბლეფი იყო. სინგაპურის შემთხვევაში, არც რეზოლუცია და არც სასამართლოს მიღმა მოქმედება პრობლემა არ აღმოჩნდა. რაც შეეხება გერნსის, სადაც აქტივების უდიდესი ნაწილია ტრასტის ქვეშ მოქცეული, იქ უკვე ვერ მოქმედებდა სინგაპურის მოსამართლის იურისდიქცია, ამიტომ გერნსის შემთხვევაში, ბანკის მენეჯმენტმა კვლავ მანამდე არსებულ რეჟიმში დაგვტოვა: მრავალჯერ გადადებული სასამართლო განხილვების მოლოდინში. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ის თანხა, რომლის გადმორიცხვაზეც „კრედიტ სუისს“-ი უარს გვეუბნება, „კრედიტ სუისს“-შიც კი არ არის. თანხა სხვა ბანკშია. ამიტომ აქ ვერ გვექნება ილუზია, რომ ბანკს რაიმე ფინანსური და კომერციული ინტერესი აქვს. არა, ბანკის მენეჯმენტის ინტერესი სულ სხვაგან არის და, ვფიქრობთ, ეს ხელისგულზე დევს.

სისრულისთვის აღვნიშნავთ, რომ კიდევ ერთი საბაბი, რის გამოც ბანკის მენეჯმენტმა ტრასტზე არსებული თანხების გადარიცხვაზე უარი თქვა იყო ის, თითქოს, ტრასტის მართვის ქვეშ არსებული თანხების უდიდესი ნაწილის გადარიცხვა განაპირობებდა ტრასტის დახურვას. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ტრასტის მართვაში სულ ერთი დოლარიც რომ დარჩეს, ის მაინც აგრძელებს არსებობას. მეტიც, აღნიშნული ტრასტის მართვის ქვეშ, თანხის გარდა, აქციებიც არის და ამ ფონზე, მით უმეტეს, განაგრძობს ტრასტი არსებობას. და სულ რომც არ იყოს არც თანხა და არც აქციები, ტრასტი მაინც არსებობს მანამ, სანამ მის დახურვას ბენეფიციარი არ გადაწყვეტს. ამდენად, ყველა მოგონილი საბაბი და პირდაპირი სიცრუე გამოაშკარავებულია.

ამ ეტაპისთვის რომ შევაჯამოთ:

ჯერ გადარიცხვის დაგვიანება უკავშირდებოდა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“;
შემდეგ გადმორიცხვაზე უარი საბუთდებოდა გადარიცხვის დანიშნულებით, რასაც ბატონმა ივანიშვილმა იმით უპასუხა, რომ თუ არ მოსწონდათ ფონდში გადარიცხვა, შეეძლოთ გადაერიცხათ ოჯახის წევრებზე ან ნებისმიერ მათგანზე, არჩევანის შესაბამისად და ამაზე ოჯახის ყველა სხვა წევრი დაეთანხმებოდა;
შემდეგ საბაბი გახდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მენეჯმენტმა ნახა, რომ არ აღსრულდა;
შემდეგ მოხდა მითითება სასამართლოზე, რომელიც არაერთხელ გადაიდო, თუმცა კი ამ მოთხოვნის დაცვაზეც არ ვუთხარით უარი და მივმართეთ სასამართლოს;
შემდეგ მოხდა ის, რომ სინგაპურის მოსამართლის მითითების საფუძველზე, ბანკის მენეჯმენტმა რეზოლუციაც დაივიწყა და სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობაც, ოღონდ ეს მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში, ხოლო გერნსის ტრასტის ნაწილში სასამართლოს მოთხოვნა დატოვა;
შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადარიცხვა ვერ მოხდებოდა, რადგან ეს ტრასტის დახურვას გამოიწვევდა, რაც მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა.
თუკი თქვენ იფიქრეთ, რომ აქ ბანკის მენეჯმენტის ფანტაზია ამოიწურა, სამწუხაროდ - თქვენ შეცდით.

ამის შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა დაიწყო ზრუნვა ბატონი ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე. მეტიც, ბანკმა დაიწყო დაუბადებელი შთამომავლების დაცვა ბატონი ივანიშვილის ქმედებებისგან: რომ მან ისე არ გააკეთოს, რომ შთამომავლები დაიბადონ და თანხა არ დახვდეთ. ბატონი ივანიშვილი დაუბადებელ შთამომავლებს ადვოკატები დაენიშნათ, მათ თანხას ბატონი ივანიშვილი უხდის, თუმცა ისინი მის ინსტრუქციებს არ ემორჩილებიან და დაუბადებელთა ინტერესებს დამოუკიდებლად იცავენ. აი, ამ აბსურდში მივედით საბოლოოდ.

ამავე არასერიოზულ ჟანრშია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის შემდეგი ქცევაც: იმისთვის, რომ „კრედიტ სუისს“-ს აერიდებინა მუდმივი მითითება მის სახელზე უარყოფით კონტექსტში, მათ კლიენტს მისწერეს წერილი, რომ ტრასტის მართვა ბანკის სტრუქტურის გარეთ გაიტანეს და გარედან დაიქირავეს მენეჯმენტი. რადგან ტრასტის მართვას ბენეფიციარი აფინანსებს და, ზოგადად, მის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ლოგიკურია, რომ ბატონმა ივანიშვილმა დასვა კითხვა: ვინ არის ის კომპანია, ვინ მართავს მის აქტივებს და ვისაც თანხას უხდის? ეს კითხვა რამდენჯერმე დაისვა, თუმცა პასუხი არ გაცემულა. მეტიც, ბატონი ივანიშვილი პერიოდულად იღებს წერილებს ტრასტისგან, რომელსაც ხელს აწერს უცნობი პირი ისე, რომ სახელი და გვარიც კი არ არის აღნიშნული, მხოლოდ გაურკვეველი ფაქსიმილიე ახლავს წერილებს და საერთოდ ვერ დგინდება, ვინ არის ავტორი. ჩვენ გვიჭირს მტკიცებით რეჟიმში საუბარი, თუმცა ამ ანეკდოტურ მოვლენას შეიძლება მხოლოდ ის ახსნა ჰქონდეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ისევ ბანკის მენეჯმენტიდან არის, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერაზე პასუხისმგებლობას შედარებით დაბალი პოზიციის მქონე პირებიდან არავინ იღებს, ამიტომ უწევთ გაურკვეველ ხელმოწერას ამოეფარონ ისე, რომ პრინციპულად არ გვითხრან გადაწყვეტილების მიმღებისა და ხელმომწერის ვინაობა.

ამ აბსურდის ფონზე, ხდება ახალი გაუგებრობა: ახალი წლის წინ, რამდენიმე დღით ადრე ბანკის ტრასტმა კლიენტს მიმართა წერილით და უთხრა, რომ მას შეეძლო სრული თანხის დაახლოებით 7%-ის ათვისება. თანხის ეს ოდენობა საერთოდ არანაირ ლოგიკურ ან ფაქტობრივ ბმას არ შეიცავს რაიმესთან. გაუგებარია, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კლიენტს შეეძლო აღნიშნული თანხის განკარგვა. ან რატომ ამდენის და არა მეტიც ან ნაკლების. გაუგებარია მოტივაციაც. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ ამის შესახებ და ვიფიქროთ, რომ ეს სინგაპურის სასამართლოს წინაშე სახის შესანარჩუნებლად გაკეთდა, სადაც განხილვა თებერვალში უნდა შემდგარიყო ან კი იმისთვის, რათა თითქოსდა სალაპარაკო არ მიეცათ ბენეფიციარისთვის, რომ ტრასტი თანხებს უკავებს. ასეა თუ ისე, ბატონმა ივანიშვილმა მისცა თანხმობა 2023 წლის 4 იანვარს, ხოლო გადმორიცხვა რეალურად ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, ზუსტად სინგაპურის პროცესის წინ.

თანხის მიღებია შემდეგ, ბენეფიციარის მხრიდან დაისვა რამდენიმე ლოგიკური კითხვა, რაც, ნაწილობრივ, ზემოთაც გავაჟღერეთ: რა განსხვავებაა ამ გადმორიცხულ თანხებსა და დანარჩენ თანხას შორის? რატომ არის ამ ნაწილის გადმორიცხვა შესაძლებელი, ხოლო დანარჩენის - შეუძლებელი? რა თანხაა ეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა გადმოირიცხოს და რა - არა? რა ნორმებს ეფუძნება ეს ქცევა? ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ივანიშვილის მცდელობითაც და მისგან დამოუკიდებლადაც, სწორედ ამ ქმედებების გამო ბანკი სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული წლების განმავლობაში და ამაზე საუბრობდა მთელი საერთაშორისო მედია. შესაბამისად, წლების განმავლობაში ზიანდებოდა „კრედიტ სუისს“-იც და მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორიც ამგვარი შეტევებით: არაერთი წელი ილახებოდა მისი იმიჯი და რეპუტაცია. ბანკის მენეჯმენტის ქმედებებზე დაკვირვებამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა, რადგან მენეჯმენტის ამ აუხსნელ ქმედებებს თეორიულადაც არ შეიძლება რაიმე სარგებელი მოეტანა ბანკისთვის, ვინაიდან განსახილველი, დაკავებული თანხები „კრედიტ სუისს“-ში საერთოდ არ იყო და არც არის.

ამ ყველაფრის ფონზე, ღიად გამოგვაქვს რა ყველა საკითხი, ყველა ფაქტი, საზოგადოების შესაფასებლად, ისევ საზოგადოება დავუტოვებთ დასკვნის საშუალებას სტატიის მთავარ კითხვაზე:

დასტურდება თუ არა, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს?

რომ დავეხმაროთ მკითხველს დასკვნის გაკეთებაში, შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს:

ტრასტს, რომელსაც ბენეფიციარების თანხების დაცვა ევალებოდა, 10 წლის განმავლობაში მსგავსს არაფერს აკეთებდა და სწორედ მათი მმართველობის განმავლობაში, ბენეფიციარის ზიანმა მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტივად მტკიცდება ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებში. მათ თავიანთი ფუნქცია არათუ სრულად, ნაწილობრივადაც კი ვერ შეასრულეს;
ამის შემდეგ კი, იუმორისტულ ჟანრს მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს შეგახსენებთ და შევაჯამებთ, იმავე დასკვნის გამოტანის გამარტივების მიზნით:

პირველი: ბატონი ივანიშვილი როდესაც ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხას ვერ გადმოგირიცხავო; როდესაც, პასუხად, ბატონი ივანიშვილი უცხადებს, თავად გაანაწილეთ თანხები, როგორც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ოჯახზეო, რაზეც წინასწარ გეთანხმებითო, ამაზე პასუხი აღარ ყოფილა;
მეორე: „კრედიტ სუისს“-მა კიდევ ერთი, ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა (თუკი მათ განცხადებას ვენდობით). ერთი წელიწადია ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, თუ ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს „კრედიტ სუისს“-ი, ხოლო კლიენტი ღებულობს ამ უცნობი პირების ხელმოწერილ დოკუმენტებს ისე, რომ ამქვეყნად ვერავინი გაარკვევს, თუ ვის ეკუთვნის ხელმოწერა;
მესამე: ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო.

გვჯერა, მკითხველს, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, სწორი დასკვნის გამოტანა ნამდვილად არ გაუჭირდება“- აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

თეა ბარბაქაძე ნინო თანდილაშვილი

28 მაისი 2026, 10:44

საზოგადოება

სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

28 მაისი 2026, 10:31

კულტურა

EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲

ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

28 მაისი 2026, 09:51

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

28 მაისი 2026, 09:48

საზოგადოება

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 მაისი 2026, 09:42

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი

შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

28 მაისი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.

არჩილ გორდულაძე

28 მაისი 2026, 09:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.

28 მაისი 2026, 09:22

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

28 მაისი 2026, 09:08

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.

28 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში

28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ნანა კაკაბაძე

28 მაისი 2026, 08:38

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად

საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

28 მაისი 2026, 08:19

საზოგადოება

სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა

ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.

28 მაისი 2026, 08:16

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.

შიო მესამე

28 მაისი 2026, 08:08

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს

მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.

28 მაისი 2026, 08:05

პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.

28 მაისი 2026, 08:03

პოლიტიკა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.

28 მაისი 2026, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან

გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.

28 მაისი 2026, 08:00

სამართალი

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 03:18

მსოფლიო

ტრამპი: მალე აშშ და სომხეთი საფუძველს ჩაუყრიან „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.