28 თებერვალი 2023, 16:17 / სანდო წყარო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია 2021 წელს იყო მშვიდი და სტაბილური, ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველომ გაატარა შემდგომი ზომები საზღვრების უსაფრთხოებისთვის და დააკავა საქართველოს ხუთი მოქალაქე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ტერორიზმის ბრალდებებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი განაგრძობს რეგულარული წვრთნებისა და აღჭურვილობის მიღებას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისგან.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოში ძალაში შევიდა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განახლებული კანონმდებლობა და ქვეყანამ შეიმუშავა 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მას შემდეგ, რაც წინა კონტრტერორისტულ სტრატეგიას ამოეწურა ვადა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ახდენს ტერორიზმისა და იმ აქტების კრიმინალიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორიზმს, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებას, კიბერტერორიზმს, წვრთნების ჩატარებას, წაქეზებას და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით პირის გადაბირებას, ასევე, უცხოელ ტერორისტ მებრძოლებს. მთავრობამ, ასევე, დაამტკიცა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია (2021-30) და სამოქმედო გეგმა (2021-23).

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტში აღნიშნავს, რომ საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგადაა აღჭურვილი და მომზადებული. მას გააჩნია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან.

ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების სირიაში ან ერაყში გამგზავრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აგვისტოში პანკისის ხეობაში საქართველომ დააკავა საქართველოს ხუთი მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობასა და სირიაში ტერორისტულ ბანაკში გამგზავრების დაგეგმვასთან დაკავშირებული ბრალდებებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ერთ-ერთმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ წარმოადგენდა „ისლამური სახელმწიფოს“ „საქართველოს ემირს“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. სასაზღვრო პოლიციამ განახორციელა პროექტები საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე პატრულირების, მეთვალყურეობისა და შეკავების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველომ დაასრულა სახმელეთო საზღვრის ერთი სეგმენტის მშენებლობა თურქეთთან საზღვარზე და ერთის - აზერბაიჯანთან საზღვარზე. სასაზღვრო პოლიციამ გააძლიერა გამოვლენის შესაძლებლობები მობილური დაკვირვების ორი დამატებითი სისტემით და გაზარდა ოპერატიული პერსონალის რაოდენობა საქართველოს საზღვრებზე. შეიქმნა საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და რისკების მართვის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანაპირო დაცვა უზრუნველყო ახალი რადარის, კომუნიკაციისა და სამეთვალყურეო სისტემებით, საქართველოს საზღვაო სფეროში კონტროლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნული მართვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად, საქართველომ დაიწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სასაზღვრო უსაფრთხოების სექტორების დასაკავშირებლად რეგიონულ და ეროვნულ მაკონტროლებელ ცენტრებთან, შექმნა ტექნიკური მომსახურების ცენტრი მობილური დაკვირვების ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) გამოვლენისა და დეკონტამინაციის მოწყობილობებით აღჭურვა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქბრბ დანაყოფები, მასობრივი განადგურების იარაღის მასალების გავრცელებისა და მათი გამოყენების რისკებსა და საფრთხეებზე რეაგირების მიზნით.

ანგარიშში ნათქვამია რომ, 2021 წელს საქართველო მონაწილეობდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ ერთობლივად განხორციელებულ „კონტეინერების კონტროლის პროგრამაში“ და დისლოცირებული ჰყავს სამოქმედო ჯგუფები უკანონო ტვირთების იდენტიფიცირებისთვის.

ივლისში საქართველომ მიიღო მთავრობის დადგენილება ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების, დამუშავების, წაშლის, მოპოვებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ. ხოლო სასაზღვრო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ახორციელებენ პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებას მონაცემთა ბაზებში, მათ შორის, ინტერპოლის მონაცემთა ბაზებში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის (CIFG) წევრი. საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი.

ანგარიშში ხაზი აქვს გასმული, რომ 30 მარტს საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს. აქამდე, ასეთი პირების მიმართ სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება მოითხოვდა საქართველოს სასამართლოში განხილვას.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველო კვლავინდებურად განაგრძობდა უმცირესობათა ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიასთან წვდომაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, გაეროსთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთოსთან, ინტერპოლთან, ასევე, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციასთან. 2021 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ევროპის კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის, ივნისში გაეროს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის მეორე კონფერენციაში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტისა და კონტრტერორისტული მიმართულებით ევროპის საბჭოს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

26 აგვისტო 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

26 აგვისტო 2026, 16:07

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ვლადიმერ პუტინი

26 აგვისტო 2026, 15:52

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 15:25

რეგიონი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

26 აგვისტო 2026, 15:12

მსოფლიო

Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დიმიტრი სამხარაძე

26 აგვისტო 2026, 15:02

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“