რატი ბრეგაძე: ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას
რატი ბრეგაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით - გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღესაც, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი იყო რამდენიმე აქტივისტი რადიკალური ოპოზიციიდან, კერძოდ, „ნაცმოძრაობიდან“, რომლებიც მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა, პირდაპირ ვიტყვი ასეთი ფორმით, რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას, კერძოდ, პატიმრისას“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა
იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.
„დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ადამიანის მიმართ იმის გამო, რომ ის სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხეში აწამეს, და რა ლექსიკა იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოყენებული და როგორ იყო აღწერილი ეს წამება, ამის შესახებ ჩვენ საზოგადოებას ერთხელ უკვე ვუთხარით... ამ გადაწყვეტილებაში აღწერილია წამების ის მეთოდები, რომლებიც ფართოდ იყო დანერგილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პენიტენციურ დაწესებულებებში, და რა არის, რა მეთოდებზეა საუბარი, როგორ არაადამიანურ მიდგომებზე: ადამიანებს თავზე ახურავდნენ სპეციალურ ჩაფხუტს და პირში უთავსებდნენ სპეციალურ ბურთებს იმისთვის, რომ მათ არ ელაპარაკათ;
ასევე, კარცერში ათავსებდნენ ცემენტის იატაკზე რამდენიმე ადამიანს, ლოგინი აკეცილი იყო 14 საათის განმავლობაში და დამკვიდრებული იყო ე.წ. საკარანტინე პროცედურები, და წარმოიდგინეთ, რაზეა საუბარი - ეს იყო ხელკეტებით ცემა ნებისმიერი შემსვლელი პატიმრის იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ პატიმრების მორჩილება და მათი თანამშრომლობა. და აქვე ძალიან ნიშანდობლივი მომენტი არის ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნული, რომ სწორედ 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდგომ, გაბედეს პატიმრებმა ამ პრაქტიკაზე საუბარი და სწორედ მაშინ გაბედეს, რომ შეეტანათ სარჩელები, და დღეს ეს ძალა ჩვენ უსინდისოდ მოგვიწოდებს ვინმეს წამების შეწყვეტისაკენ, და რა არის წამება, მაშინ კონკრეტულად დაასაბუთონ - ის, რომ ადამიანს 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა?
ის, რომ არცერთი უფლება მისი, როგორც პატიმრის, არ დარღვეულა პენიტენციურ დაწესებულებაში? და ის, რომ თითქმის 8 თვეა ის იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში? ეს არის რომელიმე უფლების დარღვევა და ეს არის წამება? ამის თქმა, ვინც არ უნდა იყოს მისი მხრიდან, არის ყოვლად დაუშვებელი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 02:07
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა.
29 სექტემბერი 2026, 01:58
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება - ეს ნაწილობრივ უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ამერიკული ადმინისტრაციის სიგნალებს იმის შესახებ, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუმცა ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ბრუნდებიან, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა შემცირდება.
29 სექტემბერი 2026, 01:51
მსოფლიო
AXIOS: ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
29 სექტემბერი 2026, 01:45
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო.
29 სექტემბერი 2026, 01:08
სპორტი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
29 სექტემბერი 2026, 01:02
მსოფლიო
The Wall Street Journal-ის გამოკითხვა: შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე - 37%-მდე შემცირდა.
29 სექტემბერი 2026, 00:41
მსოფლიო
რომის პაპი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა ლიდერებისთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების მმართველებისთვის, მუდმივი მოწოდება, რომ დასხდნენ, აწარმოონ დიალოგი და იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები ამ უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებული ომების გაგრძელების გარეშე
რომის პაპმა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტზე, განიარაღების აუცილებლობასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
29 სექტემბერი 2026, 00:07
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ - ეს ყველაფერი დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე დაპირისპირება მალე დასრულდება.
28 სექტემბერი 2026, 23:00
მსოფლიო
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
28 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.
28 სექტემბერი 2026, 22:38
მსოფლიო
საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება
საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.
28 სექტემბერი 2026, 22:18
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.
28 სექტემბერი 2026, 21:56
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.
28 სექტემბერი 2026, 21:43
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა
სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 21:09
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
28 სექტემბერი 2026, 21:06
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.
28 სექტემბერი 2026, 20:58
საზოგადოება
ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.
28 სექტემბერი 2026, 20:50
რეგიონი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.
28 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება
ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.
28 სექტემბერი 2026, 20:41
სამართალი
სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.


