ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ასოცირების თითქმის ყველა მუხლს გასდევს „ლაიტმოტივად“ - რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ყველაფერი იყოს თავმოყრილი ერთ ვებგვერდზე, რომ რიგითმა მოქალაქემ იოლად შეძლოს ამ ყველაფრის ნახვა?!
ეკა სეფაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, POSTV-ის ეთერში, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია.
„ერთ-ერთი გავრცელებული ცრუინფორმაცია და ცრუ აღქმა იმაში მდგომარეობს, რომ ამბობენ, თითქოს ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ისედაც ყველაფერი იცის. შეიძლება, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა იცის, მაგრამ ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქეს ამის შესახებ, არ აქვს ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რომელიც გამჭვირვალეა და განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე, არის ფრაგმენტული და მთლიანი სურათის დანახვის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, ძალიან მცირეა იმ კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც თავიანთი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ათავსებენ ინფორმაციას თავიანთ ვებგვერდზე. მაგალითად, „დროა“, „სირცხვილია“ - ვიცით მათი ფინანსური ანგარიშგების შესახებ რამე? - არაფერი ვიცით, არა?! გარდა ამისა, ეს ანგარიშგება და ინფორმაცია იმ რამდენიმე კეთილსინდისიერი ორგანიზაციის მიერაც სხვადასხვა ფორმატშია წარმოდგენილი სხვადასხვა ვებგვერდზე, ანუ იოლად ხელმისაწვდომი არ არის. და რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ყველაფერი იყოს თავმოყრილი ერთ ვებგვერდზე, ერთიანი ფორმატით, რომ რიგითმა მოქალაქემ იოლად შეძლოს ამ ყველაფრის ნახვა?! მეორე მხრივ, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რომელიც, სხვათა შორის, ასოცირების თითქმის ყველა მუხლს გასდევს „ლაიტმოტივად“, ნიშნავს არა იმას, რომ ინფორმაცია იყოს გამოქვეყნებული სადღაც, ვებგვერდის რომელიღაც მიყრუებულ ნაწილში, ისე, რომ თვალში არავის მოხვდეს, არამედ იმას, რომ ინფორმაცია იყოს ადვილად ხელმისაწვდომი - სწორედ ეს არის რეალური გამჭვირვალობა და ანგარიშგება.
ერთ საინტერესო სტატისტიკას მოგაწვდით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, თავს დებს, რომ გამჭვირვალობას უწყობს ხელს, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაშიც არ არის ნათლად ასახული, რამდენს იღებენ, რაში ხარჯავენ ამ ფულს, რამდენი აქვთ სახელფასო ფონდი და ასე შემდეგ. ახლა მათ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ თურმე საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. დაახლოებით იგივე რაოდენობით ფინანსდება ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“. საიდან ფინანსდება, ანუ, ასე ვთქვათ, ვინ არის დონორი? 5 მილიონი ლარი საქართველოს მთელს პოლიტიკურ სპექტრსაც და 5 მილიონი ლარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც“?
გარდა ამისა, დაახლოებით 12 მილიონი ლარი არის 4 ძირითადი ენჯეოს, „ისფედის“, რომელიც ცნობილია არჩევნების მონაცემთა გაყალბებით, „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საერთო დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. საინტერესოა, არა, რას აკეთებენ?!
ამას გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მოგეხსენებათ, ევროპის საბჭოში ფუნქციონირებს ისეთი ორგანო, როგორიც არის „მანივალი“, რომელიც დაახლოებით იგივეა ფინანსური ტრანზაქციების სფეროში, როგორც, მაგალითად, ვენეციის კომისია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მათი ანგარიში, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა, პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება არ არის გამჭვირვალე და საქართველომ რაღაც ზომები, რეგულაციები და კანონები უნდა მიიღოს, რათა გაიზარდოს მათი გამჭვირვალობა. ასეთი პირდაპირი მითითება გვაქვს ევროპის მხრიდან. ასე რომ, გაოცებული ვარ და საერთოდ არ მესმის, საიდან მოვიდა ეს ნარატივი, რომ ეს არ არის ევროპული პრინციპი და არ არის სვლა ევროინტეგრაციისკენ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 23:19
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
24 აგვისტო 2026, 20:43
პოლიტიკა
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.
24 აგვისტო 2026, 20:38
პოლიტიკა
ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური, ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.
24 აგვისტო 2026, 20:31
პოლიტიკა
ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.
24 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება - ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას განხორციელებულ კორუფციულ სქემას, რამაც სახელმწიფოს თითქმის შვიდი მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.
24 აგვისტო 2026, 20:24
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და მათზე ფიზიკურად ძალადობდა.
24 აგვისტო 2026, 20:12
პოლიტიკა
მორიგი პოლიტიკური შეტევა აბასთუმანში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე - ფაქტები პოლიტიკური თავდასხმის პირისპირ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორიგი პოლიტიკური შეტევა ქველმოქმედებაზე - ვიდრე ოპოზიციური ფლანგი აბასთუმანში მილიონიან საქველმოქმედო პროექტებს, ულტრათანამედროვე ფილტვის ცენტრსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის, ადგილობრივები და მედიკოსები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.
24 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ვერ შეძლებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს უფლებას არ მისცემს, იგი დააშინოს.
24 აგვისტო 2026, 20:07
კულტურა
„ღამის სერენადების“ მონაწილეები აღტაცებულმა მაყურებელმა ბისზე რამდენჯერმე მიიწვია
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება.
24 აგვისტო 2026, 19:43
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევის მთავრობის დამხობამდე გააგრძელებს.


