შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც საუბარია „ხალხის ძალის“ ამ ინიციატივაზე, საბოლოო ჯამში, ზრუნვის, თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასახელებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ ეს ინიციატივა ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„არც გუშინ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე, არც დღეს რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, არ იყო, პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება. კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს, რაზეც არის საუბარი, რომ შეიძლება, სტიგმატიზება მოახდინოს. დასახელების მიმართ არის ხოლმე ეს წუხილი და ამიტომ არის სხვადასხვა საუბარი ამ კანონთან დაკავშირებით. როგორც კი გადავდივართ შინაარსსა და გამჭვირვალობაზე, ვფიქრობთ, აქ უფრო მეტი გაგება არსებობს იმის, რომ მოქალაქის უფლებაა, იცოდეს ამ აქტორების შესახებ და თავისთავად, ამ მხრივ, არსებობს აბსოლუტური ლეგიტიმური მიზანი ამგვარი რეგულაციის.
როდესაც დისკუსიაში შევდივართ, გუშინ იქნებოდა, თუ სხვა დროს, ძირითადად, მთელი დისკუსია კონცენტრირებულია ამ დისკუსიის სტიგმატიზებაზე, თითქოს ამ ინიციატივის მიზანი არის სტიგმატიზება. სტიგმატიზებით ცდილობენ იმის ახსნას, რომ ეს პროექტი ცდილობს სტიგმატიზაციას. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არის ხოლმე უთანხმოება, რაც შეეხება ფორმას, დასახელებებს. რაც შეეხება შინაარსს, ის, რომ გამჭვირვალე უნდა იყვნენ აქტორები, ამაზე არათუ ვთანხმდებით, ამაზე წინააღმდეგობაც შეუძლებელია, არსებობდეს. იმაზე, რომ დღეს ხარვეზიანია ეს სისტემა, გუშინ განხილვის დროს იყო მოსაზრება, თითქოს ყველაფერი ისედაც არის საჯარო. შემდეგ როდესაც ჩავედით დეტალებში, ყველა შევთანხმდით, რომ არა, დღევანდელი სისტემა ამას არ უზრუნველყოფს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უცნობია ამა თუ იმ ორგანიზაციების დაფინანსება საიდან რა რაოდენობით და რა მიზნებით არსებობს.
„დღეს არსებული სისტემა ეს არის ნებაყოფლობითი სისტემა, რომელსაც ზოგი ორგანიზაცია პასუხისმგებლობით უდგება და თავად აქვეყნებს ინფორმაციას, ზოგი არ აქვეყნებს. შეგიძლიათ, გადაავლოთ თვალი სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდს, გამოიტანოთ დასკვნა, რომელი ასაჯაროებს და რომელი არა. სწორედ ის, რომ ორგანიზაციების ნაწილი ასაჯაროებს, ესეც ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია ამ სექტორში და ამიტომ ყველა მონაწილე თანაბრად უნდა იქცეოდეს.
ჩვენ ვართ დისკუსიის დასაწყისში. ეს არის გრძელვადიანი დისკუსია, რომელიც, თავის მხრივ, მიმდინარეობის პროცესში თან დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას. ამიტომ, აქ არაფერი არ არის საჩქარო და არ არის საჭირო აჟიოტაჟი. წინ არის დრო და შეიძლება ამაზე დისკუსია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომ გამჭვირვალობას პასუხისმგებლობით მოეკიდონ, თვითონ იყვნენ ინიციატორები და აქტიური იმ საკითხში, რომ შესთავაზონ საზოგადოებას გადაწყვეტები ამ გამჭვირვალობის თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან რამდენჯერმე გაიმართა შეხვედრები და ეს უკვე რეგულარული ფორმატია.
„რეგულარულად, ორ თვეში ერთხელ მაინც ვიკრიბებით, ისევე როგორც გუშინ იყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა. რაც შეეხება განცხადებებს, აქ ახალი არაფერია. ეს პოზიცია არა მხოლოდ ელჩმა, არამედ სხვადასხვა ევროკავშირის ინსტიტუციამაც დააფიქსირა ამ პროექტთან დაკავშირებით. აქ ერთი რამ არის, რაზეც შეხვედრაზეც ვსაუბრობდით - როდესაც ეხება საქმე წუხილს, წუხილები ეხება ფორმასა და სახელწოდებებს. თუკი ჩაეკითხებით, ამ საკითხში რა არის პრობლემური, არ მგონია, ვინმემ გითხრათ, რომ პრობლემა გამჭვირვალობაა. სხვათა შორის, ყოველთვის არის საუბარი, რომ უნდა იყოს ბალანსი სხვადასხვა ინტერესს შორის და საქართველოს პარლამენტი ასე მოქმედებს, ჩვენი კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ინსტრუმენტების საფუძველზე. ამიტომაც, მივმართეთ ვენეციის კომისიას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით შეხვდა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: იყო ძიება და კვლევა ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები და დაფინანსების წყაროები
დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული და დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მიყვანას რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
14 ივლისი 2026, 17:27
მსოფლიო
უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
14 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
14 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
14 ივლისი 2026, 17:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.
14 ივლისი 2026, 17:07
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს
„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.
14 ივლისი 2026, 16:24
საზოგადოება
წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 16:20
საზოგადოება
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.
14 ივლისი 2026, 16:19
ეკონომიკა
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
14 ივლისი 2026, 16:00
საზოგადოება
Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა
პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).
14 ივლისი 2026, 15:51
პოლიტიკა
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს" ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა.
14 ივლისი 2026, 15:39
მსოფლიო
ბულგარეთმა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიცია“ დატოვა
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას ითხოვს. ამ კონფლიქტის გადაჭრა მდგომარეობს არა მის სამხედრო საშუალებებით გაჭიანურებაში, არამედ ძლიერ დიპლომატიურ მისიაში, რომელიც ბოლოს მოუღებს ესკალაციას“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.
14 ივლისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში თავიდან ავირიდოთ გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა
მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
14 ივლისი 2026, 15:24
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის
როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.
14 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“ მრავალფუნქციურია თავისი დანიშნულებით, მისი მთავარი მიზანია ადამიანებზე ზრუნვა, მადლობა ყველას, ვინც არის ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის
ძალიან დიდი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დღეს საჯაროდ, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ეს არის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა
დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან.
14 ივლისი 2026, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, ეს დოკუმენტი გვაძლევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას
სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:05
მსოფლიო
Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა
გამოცემის წყაროების თქმით, სვირიდენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს გადადგომის შემდეგ. „მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.
14 ივლისი 2026, 14:38
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.


