ირაკლი კობახიძე: პარლამენტში მეორე მოსმენაზე მსჯელობა გვექნება როგორ შეიძლება გამოირიცხოს 100 %-ით სოციალური საკითხებით დაკავებული ორგანიზაციები ასეთი რეესტრიდან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უცხოური გავლენების აგენტის კანონში საზოგადოებაში გავრცელებულ ინტერპრეტაციებს გამოეხმაურა. როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, პარლამენტში მეორე მოსმენის დროსაც და ვენეციის კომისიის დასკვნითაც კანონი უფრო სრულყოფილი გახდება.
„იყო ერთი ადამიანი, მისი სახელი და გვარი არაფერს გეტყვით, ალბათ იმიტომ მიიქცია ყურადღება, რომ ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ვარო, ასეთი რაღაც უწერია სტატუსში და 10 პუნქტი ჰქონდა ჩამოთვლილი, ათივე იყო ტყუილი. ასევე კიდევ ერთი პოსტი შემხვდა ე.წ. ექსპერტის, 8 პუნქტი იყო, რვავე იყო ტყუილი. ამბობენ, რომ მაგალითად ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ შშმ პირებზე, დაიხურება. საერთოდ არ წერია კონკრეტულად შშმ პირები [კანონში]. ორგანიზაციები არათუ დაიხურება, არავითარი ბარიერი არ შეექმნება რუსული კანონისგან განსხვავებით. კანონის მიხედვით, თუ 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებს, ეს სტატუსი ექნება. აქ ჩვენ მკაფიოდ განვმარტეთ, რომ უცხოელი გავლენის აგენტი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ორგანიზაცია არის დაკავშირებული უცხოური გავლენის რეალიზებასთან საქართველოში და არა ქართველი ხალხის გავლენის რეალიზებასთან. შეიძლება ეს გავლენა ემსახურებოდეს ქართველი ხალხის გავლენის ინტერესებს, მაგალითად შშმ პირებზე ზრუნვის შემთხვევაში, შეიძლება - არ ემსახურებოდეს. მსჯელობა გვექნება ყველაფერთან დაკავშირებით. მათ შორის, მაგალითად როგორ შეიძლება გამოირიცხოს 100 %-ით სოციალური საკითხებით დაკავებული ორგანიზაციები ასეთი რეესტრიდან. მეორე მოსმენა არის იმისთვის, რომ ყველა დეტალი იყოს გავლილი. იგივე პირველი მოსმენის დროსაც, გარკვეული დაზუსტებები უკვე შევიდა ამ კანონში. მაგალითად, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება პირდაპირ გამოირიცხა ამ წრიდან. ასევე ყველა ჯანდაცვის დაწესებულება, ყველა ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულება. ეს მსჯელობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. საბოლოოდ რა სახეს მიიღებს კანონი, ეს იქნება დამოკიდებული ვენეციის კომისიის დასკვნაზე და პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის პროცედურაზე. მერწმუნეთ, ის კამპანია, რაც იყო აგორებული შშმ პირებთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ყალბი. დღესაც არცერთი საფრთხე არ ექმნება არცერთ ორგანიზაციას“, - განაცხადა კობახიძემ.
ყველა სიახლე

22 მარტი 2023, 19:54
მსოფლიო
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აქციებზე წესრიგის სერიოზული დარღვევის, თავდასხმისა და დეპუტატებზე მუქარის გამო დაკავებული დემონსტრანტების მიმართ სისტემატური და სწრაფი სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოითხოვა
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ერიკ დიუპონ-მორეტიმ პროკურორებს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევის, ადამიანებსა და საკუთრებაზე თავდასხმისა და დეპუტატებზე მუქარის გამო დაკავებული დემონსტრანტების მიმართ სისტემატური და სწრაფი სისხლისსამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

22 მარტი 2023, 19:43
პოლიტიკა
„ვივამედი“: სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურის სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს სააკაშვილის „ვივამედში“ დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანახმაა, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში
კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უვბ;ე;ად გთავაზობთ.

22 მარტი 2023, 19:27
საზოგადოება
პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ შევიდა 367,373,890 ლარი. ხოლო, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ კი 33,943,382 ლარი შეადგინა.

22 მარტი 2023, 18:50
საზოგადოება
ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება
იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

22 მარტი 2023, 18:43
მსოფლიო
ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა.

22 მარტი 2023, 18:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა უხეშად არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები
ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა უხეშად არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

22 მარტი 2023, 18:22
მსოფლიო
მაკრონი საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ძალადობაზე: ძალადობა დასაგმობია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის ელოდება, რომ საპენსიო რეფორმის კანონპროექტი წლის ბოლომდე ამოქმედდება. სადავო საპენსიო რეფორმამ ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია საფრანგეთის მასშტაბით მას შემდეგ, რაც მთავრობამ რეფორმა პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა.

22 მარტი 2023, 18:09
საზოგადოება
დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის ლექცია წაიკითხა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში.

22 მარტი 2023, 18:07
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ. მათ, საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდების და ფინეთის ელჩებს გააცნეს.

22 მარტი 2023, 18:07
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაკრიტიკის პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ComCom-ის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სესიაზე წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და პროექტებთან ერთად, მედიააკადემიის ერთ-ერთ მიმართულებაზე - მედიაკრიტიკის პლატფორმაზეც ისაუბრა.

22 მარტი 2023, 18:07
საზოგადოება
კახა ბექაური: მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, ფიქსირებულს კი მილიონზე მეტი
კახა ბექაურის განცხადებით, მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში კი, მობილური ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა

22 მარტი 2023, 18:06
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარემ მედიასკოლისა და მედიალაბის მუშაობა შეაჯამა
პარლამენტში ComCom-ის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მედიააკადემიის მიმართულებების, კერძოდ კი, მედიასკოლისა და მედიალაბის საქმიანობა შეაჯამა. „ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაარსებული მედიააკადემია, წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი“ - განაცხადა ბექაურმა პარლამენტში.

22 მარტი 2023, 18:05
პოლიტიკა
დეპუტატებმა მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატების ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირეს
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილებების თანახმად, ახლებურად განისაზღვრება მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატები.

22 მარტი 2023, 18:05
საზოგადოება
კახა ბექაურმა პარლამენტს მედიაწიგნიერების განვითარებისთვის 2021 წელს განხორციელებული პროექტები გააცნო
განხილული პროექტებიდან ერთ-ერთი, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ იყო, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს ასწავლის.

22 მარტი 2023, 18:05
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე: რადიკალური ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში ყოველთვის აბსოლუტურად ნულოვანი იყო
„12 საკითხიდან 11 არის საკანონმდებლო საკითხი. ერთი საკითხია, ასე ვთქვათ კარგად მოექეცით ეთმანეთსო, დეპოლარიზაცია. 11 საკითხიდან 9 საკითხი უკვე მიღებულია და შესაბამისი გადაწვეტილება ამის შესახებ საკანონმდებლო დონეზე მიღებულია. ამ საკითხების არცერთ განხილვაში რადიკალური ოპოზიცია ჩართული აბსოლუტურად არ იყო“

22 მარტი 2023, 18:04
საზოგადოება
კახა ბექაურმა ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ComCom-ის საქმიანობაზე ისაუბრა
კახა ბექაურმა, პარლამენტისთვის ComCom-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის მხარდამჭერ პროექტ „Log in Georgia“-ზე ისაუბრა, რომელსაც კომპანია „ოუფენ ნეტი“ კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საქართველოს 1000 სოფლის 500 ათასი მაცხოვრებლისთვის ფართოზოლოვან და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობის შექმნას ემსახურება.

22 მარტი 2023, 18:04
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იქნებ ამან კიდევ ერთი რევოლუციური ტალღა გამოიწვიოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იქნებ კიდევ ერთი რევოლუციური ტალღა გამოიწვიოს ამან. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

22 მარტი 2023, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ერთგვარ შაბლონად იქცა, რომ თუ კანონპროექტი არ მოგწონს ან შენს ინტერესებში არ შედის, მას რუსული დაარქვა
ერთგვარ შაბლონად იქცა, რომ თუ კანონპროექტი არ მოგწონს ან შენს ინტერესებში არ შედის, დაარქვა მას რუსული და საიდანაც გინდა, იქიდან მოაბა ქოთანს ყური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

22 მარტი 2023, 17:58
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: იმას, რომ ვიღაცას უნდა რევოლუციური სცენარი გაათამაშოს და ხელისუფლება ამ მავნე პოლიტიკური ტრენდის განვითარების საშუალებას არ აძლევს, ვერავინ ჩათვლის ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებად
„გადავხედოთ ევროპის ისტორიას, დღევანდელობას და არაფერს განსაკუთრებულს და განსხვავებულს საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს. სწორედ იმ დემოკრატიული პოლიტიკის ჩარჩოებშია, რაც ევროპულ სახელმწიფოებშიც მიმდინარეობს. მაგრამ ოპოზიცია ევროპაში არსად იქცევა ისე, როგორც აქ რადიკალური ოპოზიცია იქცევა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

22 მარტი 2023, 17:49
მსოფლიო
უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური საბითუმო კომპანია Metro „ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში შეიყვანა
უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური საბითუმო კომპანია Metro „ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში შეიყვანა. Deutsche Welle-ს ცნობით, კომპანიას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებაში ადანაშაულებენ.