ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ამას უკავშირდება ასევე ომბუდსმენის არჩევა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„აქედან ჩანს, რომ ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან კანდიდატის სტატუსის მიღების ინტერესს. ჩვენ, პირიქით, ვმოქმედებთ სწორედ ამ ინტერესით, რაც არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საერთო ინტერესი. ამისათვის გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება და დეკემბრისთვის ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მზად იმისთვის, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ სტატუსს ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით, თუმცა ევროკომისიამ თავადვე აღიარა ორი თვის წინ, რომ უსამართლოდ არ მიენიჭა საქართველოს ეს სტატუსი“, - აცხადებს კობახიძე.
ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 14:54
პოლიტიკა
სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა
„რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტა არ აქვთ“, - წერს ჩინეთი ლიდერი და მხარეებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს კარგ ძველ მეგობარს უწოდებს, რომელსაც კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია.

20 მარტი 2023, 14:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია
ვენეციის კომისიამ ჩვენც და მოლდოვასაც მსგავსი რეკომენდაციები მოგვცა. უკრაინის მიმართ ამჯერადაც თავი შეიკავა გამოქვეყნებისგან, რაც ცოტა საკვირველია, რადგან წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება მის კანონზე დასკვნას, რაც რატომღაც დღემდე არ საჯაროვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციამ, როდესაც მოტყუებით საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას, 2022 წლის 2 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, 38 ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას

20 მარტი 2023, 14:47
საზოგადოება
დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა
ცვლილებების თანახმად, დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი შეიქმნება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები განისაზღვრება.

20 მარტი 2023, 14:45
საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

20 მარტი 2023, 14:45
პოლიტიკა
ვლადიმირ ორლიჩი: დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ გზაზე გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი
დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შეგიძლიათ, ამ გზაზე ყოველთვის გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი, - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ვლადიმირ ორლიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:43
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც გვაქვს და მივიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს
„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც ჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ ჩვენ“

20 მარტი 2023, 14:41
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ წარჩინებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება
ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა

20 მარტი 2023, 14:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ოპოზიცია ვეღარ ამოახტება ვაგონს. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში
„მიუხედავად იმისა, იყენებენ თუ არა ისინი უფლებას შემოვიდნენ ღია კარში და იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები, ჩვენ ამ ოთახს მაინც არ დავხურავთ და ის იქნება მუდმივად ღია. ჩვენი პოლიტიკაა, რომ არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ისინი ვეღარ ამოახტებიან ვაგონს. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში და იყვნენ ამის ნაწილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველი რეკომენდაცია გულისხმობს დეპოლარიზაციას და ხალხისგან, რომელიც ამტვრევს პარლამენტის ფანჯრებს, კომიტეტში მაგიდებს ატრიალებს, პრორუსებს ეძახის ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას, მოლოდინი, რომ შეიძლება რაიმე კონსტრუქციული როლი შეასრულონ, რა თქმა უნდა არ მაქვს, პირიქით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 14:35
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად
„პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“

20 მარტი 2023, 14:34
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: შეუძლებელია ერთდროულად მოგვიწოდებდნენ პოლარიზაციის დასრულებისკენ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ პირდაპირი მიმართულებით
ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ შანსს, დაინახოს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით, შეხედოს და გააკეთოს ანალიზი, თუ როგორ მოქმედებს „ომის პარტია“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ვხედავ. თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე შემდეგ საუბარი შესაძლებელი არ იქნება
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:29
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება
„ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან: ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან“

20 მარტი 2023, 14:17
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს
„პირველ რიგში მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამოცხადებული ნდობისთვის თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლების და მეცნიერების მიმართულებას, იქ, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს“

20 მარტი 2023, 14:15
პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს
ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება უკვე დაწერა და ოფიციალურად მიმართა საპროცედურო კომიტეტს.

20 მარტი 2023, 14:04
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა. ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 13:51
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

20 მარტი 2023, 13:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
„სერბეთი მხარს უჭერს და აღიარებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა მოგილოცოთ რასაც მიაღწიეთ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გზაზე. დარწმუნებული ვარ რეფორმები, რომელზეც მუშაობთ, იქნება წარმატებული, ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. თქვენ ამ გზაზე, შეგიძლიათ ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე გქონდეთ სერბეთს მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ორლიჩმა.

20 მარტი 2023, 13:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება
გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის შესაძლო დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

20 მარტი 2023, 13:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება
კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.