www.imedi.ge /  12 მარტი 2023, 13:44 / სანდო წყარო

ვანო მერაბიშვილი: ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.

„ჩვენ თავად ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, რომ დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ.

ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“,- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

27 ივნისი 2026, 21:29

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატებზე: თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი

თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

ლევან მაჭავარიანი

27 ივნისი 2026, 21:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი

ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ოპონენტების პასუხად.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 21:27

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა

„ისტორიის მანძილზე დიდი ცვლილებები ცდიდა ერების სიბრძნეს, სიმამაცესა და ხედვას. სამყარო წინ მიიწევს არა მაშინ, როდესაც გამოწვევები ქრება, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებები ერთად პოულობენ მათი გადალახვის გზებს. ასეთ დროს დიალოგი აუცილებლობაა და არა არჩევანი. თანამშრომლობა კი არის საფუძველი, რომელზეც მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და პროგრესი შენდება. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც შეუძლია, იყოს ღია, კონკურენტუნარიანი და სანდო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლევან მაჭავარიანი

27 ივნისი 2026, 21:23

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს, ევროკავშირსა და აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევრობიუროკრატებმა იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ და მათ „ქართული ოცნების" იმედი არ ჰქონდათ

ჩვენს, ევროკავშირსა და აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევრობიუროკრატებმა იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ და მათ „ქართული ოცნების" იმედი არ ჰქონდათ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი" .

27 ივნისი 2026, 21:21

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი საბა ბუაძეს: წარმოდგენა არ გაქვთ, მოდიხართ და გვესაუბრებით რეზოლუციებზე, თქვენ ახლა გიყურებენ თქვენი გუნდის ყოფილი წევრები და სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ ამ ადამიანს ჩვენს პარტიაში რა უნდოდაო

ჩვენ არ ვარღვევთ სანქციებს და ეს დაადასტურა ვინც კი ამ საკითხებში კომპეტენტურია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რითიც უპასუხა პოლიტიკოსის, საბა ბუაძის კითხვას, ხდება თუ არა სანქციების გვერდის ავლა.

27 ივნისი 2026, 21:01

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ

„აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდა ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციას არ ცნობდა და ასეთი იყო ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებმაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იციან საქართველო სად მდებარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მათთვის მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ“.

არჩილ გორდულაძე

27 ივნისი 2026, 20:50

პოლიტიკა

გორდულაძე საბა ბუაძეს: როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით საუბრობთ, რომ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, არც ისრაელმა დაუჭირა მხარი და თქვენ რას ამბობთ, ისრაელი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს არ უჭერს?! ეს ხომ ასე არ არის?!

„არსებობს კონკრეტული, სუბიექტური მოცემულობები, რომელიც აქვს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანას და ამიტომაც იკავებენ თავს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან. რომ ნახოთ, წლიდან წლამდე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. აქაც ჩანს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სისწორე და დიპლომატების წარმატებული მუშაობის მაგალითი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

27 ივნისი 2026, 20:49

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ხოშტარიაზე: მე არ მინდა, რომ ოთხი შვილის დედასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ოთხი შვილის დედა წარსულში სხვაც გვახსოვს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო მხილებული. მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც შესაძლოა ყოფილიყვნენ ასეთი ადამიანები

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ- ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ანი ქავთარაძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს ხვდებიან.

ელენე ხოშტარია

27 ივნისი 2026, 20:36

სამართალი

პარტიის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ექიმი პენიტენციური სამსახურის დირექტორს ხვდება

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ანი ქავთარაძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს ხვდებიან. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

27 ივნისი 2026, 20:36

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ეს არ გვჩვევია არც მე და ჩვენი გუნდის არცერთ წევრს, ეს არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი და კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან

გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გუშინ, პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა ვალდებულია თავი შეიკავოს, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქითაც თავის შეკავება რთულია.

ლევან მაჭავარიანი

27 ივნისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ეს ძალიან უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები გაყენოს, ძალიან რთულია ამ ყველაფრის მოთმენა

რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 20:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე

„საქართველო მართლაც გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ირგვლივ იკვეთება სხვადასხვა ძალა, განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები. ამ რეალობაში ცხოვრება ჩვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გეოგრაფია ის მოცემულობაა, რომელმაც ისტორიის მანძილზე ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა ისიც გვასწავლა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ გამოწვევებმა შესაძლებლობები არ დაგვაკარგინოს“.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 20:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს

„ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მშვიდობაზე სხვებზე მეტს საუბრობს არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფამ, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მისცა საქართველოს შესაძლებლობა, ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბებულიყო ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით, საშუალოდ, დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით“.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 20:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას

„შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები. საქართველოს მიზანია, იყოს ამ პროცესის არა მხოლოდ გეოგრაფიული ნაწილი, არამედ მისი სანდო, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი ვერ იქნება წარმატებული, თუ მის საფუძველში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დგას“.

ალექსეი გონჩარენკო

27 ივნისი 2026, 20:11

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, კომისარიატი ლუცკში ხალხს ატერორებს

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ კომისარიატი ლუცკში ხალხს ატერორებს.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 20:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ჩვენს ირგვლივ იკვეთება განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. „ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. ეს უმშვენიერესი ქალაქი, თავისი ისტორიით, ღიაობითა და მედეგობით, მართლაც საუკეთესო ადგილია, რომ ვისაუბროთ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებზე და მულტივექტორული დიპლომატიის როლზე დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 20:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობ, საქართველო დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რას ნიშნავს პრაქტიკაში მულტივექტორული დიპლომატია. ჩვენი ისტორია, გეოგრაფია, უსაფრთხოების გარემო და ეკონომიკური ინტერესები გვაიძულებს, ყოველდღიურად ვიპოვოთ სწორი ბალანსი პრინციპებსა და პრაგმატიზმს შორის, ღიაობასა და უსაფრთხოებას შორის, ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას შორის

ევროპა სანდო პარტნიორების ფართო ქსელით ძლიერდება, მზად ვართ, ამ პროცესში წვლილი შევიტანოთ, ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციით უპასუხოს საქართველოს, სტრატეგიული შეცდომაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას.

27 ივნისი 2026, 19:49

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბა 2026“ აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბა 2026“ აღინიშნა

დავით კაჭარავა

27 ივნისი 2026, 19:45

სპორტი

დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების, მისი მიმდინარეობისა და მოლოდინების შესახებ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და რაგბის მოყვარულები საქართველოს ნაკრებისგან წარმატებულ ასპარეზობას ელოდებიან.

შიო მესამე

27 ივნისი 2026, 19:07

საზოგადოება

სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 28 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.