12 მარტი 2023, 21:47 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ტელეკომპანია “იმედის” მითვისება, კორუფციული ბრალდებები, საზღვრის უკანონოდ კვეთა, ხელისუფლება კი კანონს და კონსტიტუციას ვერ დაარღვევს და ამას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებსაც.

“მე რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე და ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი, ძალიან მარტივად რომ დავარქვათ სახელი ყველაფერს, არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ და ჩვენს ძალიან ბევრ პარტნიორს ვუთხარით, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ისეთი, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა და ამ საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ყოფილი დეპუტატის, რომელიც სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე სცემეს, ტელეკომპანია “იმედის” მითვისება, კორუფციული ბრალდებები და ბოლოს, ახლა დაიმატა ამ ადამიანმა, უკანონოდ შემოიჭრა ქვეყანაში, საზღვრის უკანონო კვეთა. აი, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ, არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას. სააკაშვილი დღეს არის პატიმარი. მე არ მინდა პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო და ერთგვარი პირობაც კი ვთქვი, რომ აღარ მინდა სააკაშვილზე საუბარი. ერთი რამ მინდა ვთქვა, ის, ვინც თვალყურს ადევნებდა მის აღვირახსნილ კამპანიას მთელს მსოფლიოში, ამ ადამიანმა დაიქირავა ლობისტური კომპანიები. ოფიციალურად მარტო ამერიკაში მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი, რაც არის რეგისტრირებული ისევ ამ კანონის მეშვეობით. FARA-ს კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, აი ამ კანონის მოქმედების შედეგად გავიგეთ, რომ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით დაიქირავა, მილიონი დოლარი გადაიხადა ლობისტურ საქმიანობაში”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2026, 02:38

მსოფლიო

Bloomberg: ტრამპის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების უფლებას მისცემს, არც ადვილი შესასრულებელი იქნება და არც სწრაფად მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ოთხშაბათს გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების უფლებას მისცემდა, არც ადვილი შესასრულებელი იქნება და არც სწრაფად მოხდება, - წერს სააგენტო Bloomberg-ი.

დონალდ ტრამპი

09 ივლისი 2026, 02:18

მსოფლიო

ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, თუ ირანული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ღამით ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, თუ ირანული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ.

09 ივლისი 2026, 00:39

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში

უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ბიძინა გიორგობიანი

09 ივლისი 2026, 00:29

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მთელი პოლიტიკური კლასი არ უნდა ვიყოთ გადართული მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გადართული იმაზე, როგორ ავაწყოთ სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად ჩინეთთან, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან, მეზობლებთან, - თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან

„ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ მთელი პოლიტიკური კლასი არ უნდა ვიყოთ გადართული მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გადართული იმაზე, როგორ ავაწყოთ სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად ჩინეთთან, უფრო მეტად ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან, უფრო მეტად ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

09 ივლისი 2026, 00:29

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: ფაქტობრივად, დიდი სამზადისი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ეს სამზადისი უნდა იყოს შემოდგომით და შესაძლოა, დეკემბერში - უვიზო რეჟიმის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. ამზადებენ გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ იყოს სოციალური დაძაბულობა

ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში ახალი იყო ის, რომ მათ გადალახეს გარკვეული წითელი ზღვარი და ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ, რაც არ არის შემთხვევითი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

ჯეი დი ვენსი

09 ივლისი 2026, 00:01

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი ირანზე: თუ ისინი გემებს ესვრიან, ჩვენ გამანადგურებელ პასუხს გავცემთ მათ, ასე მარტივადაა და სწორედ ასე იმუშავებს ეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებზე სროლას გააგრძელებს, აშშ მათ „გამანადგურებელ პასუხს გასცემს“.

ბიძინა გიორგობიანი

09 ივლისი 2026, 00:01

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია უნდა იყოს მრავალვექტორული

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია უნდა იყოს მრავალვექტორული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, საქართველომ უნდა განსაზღვროს ისეთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მიღწევადია.

ლევან მაჭავარიანი

09 ივლისი 2026, 00:00

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და არ გვაინტერესებს საარჩევნო წელია თუ არა საარჩევნო წელი. ჩვენ რაც გვაქვს შესასრულებელი, ამ ყველაფერს ვასრულებთ, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას

„ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და არ გვაინტერესებს საარჩევნო წელია თუ არა საარჩევნო წელი. ჩვენ რაც გვაქვს შესასრულებელი, ამ ყველაფერს ვასრულებთ, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

08 ივლისი 2026, 23:40

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ლელოზე“: ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვუსამძიმრებ მათ ამ მდგომარეობას

ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვუსამძიმრებ მათ ამმძიმე მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ოპოზიცია აგონიაშია.

ლევან მაჭავარიანი

08 ივლისი 2026, 23:39

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ. ამიტომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყება

ჩვენ კონტაქტი ყველასთან გვაქვს და მით უმეტეს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იდეოლოგიურ თანხვედრაში არიან ჩვენთან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას ღირებულებების, იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

08 ივლისი 2026, 23:39

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ისინი არაფერს გულშემატკივრობენ რაც კი წარმატებასთან არის ასოცირებული, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ისინი ყველაფერს უყურებენ ელექტორალურ ჭრილში, რა თქმა უნდა, წარმატება ასოცირდება ხელისუფლებასთან და ეს ყველაფერი მათ შინაგანად ანგრევს

ისინი არაფერს გულშემატკივრობენ რაც კი წარმატებასთან არის ასოცირებული, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რადიკალებთან დაკავშირებით.

მარკო რუბიო

08 ივლისი 2026, 23:38

მსოფლიო

რუბიო: დღეს პრეზიდენტმა კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, გააუქმოს სირიისთვის „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსი

დღეს პრეზიდენტმა კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, გააუქმოს სირიისთვის „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

ლევან მაჭავარიანი

08 ივლისი 2026, 23:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია!

პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

08 ივლისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: უცნაურია რატომ ხარჯავენ ფულს ჯო უილსონზე, ადამიანზე, რომელიც ვაჭრობდა ინაუგურაციაზე ბილეთებით, რომელიც ვაჭრობს სხვადასხვა დროშებით, ამ ადამიანს კიდევ ფულს უხდიან, რომ რეზოლუციის ტექსტები შეადგინოს

ჩემთვის უცნაურია რატომ ხარჯავენ ფულს ჯო უილსონზე, ადამიანზე, რომელიც ვაჭრობდა ინაუგურაციაზე ბილეთებით, რომელიც ვაჭრობს სხვადასხვა დროშებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისივე თქმით, საერთაშორისო რეზოლუციებს ქართულ საზოგადოებაში მღელვარება 5 წლის წინ შეჰქონდა, თუმცა ისინი დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესო აღარ არის.

გურამ მაჭარაშვილი

08 ივლისი 2026, 23:18

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას

საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.

გურამ მაჭარაშვილი

08 ივლისი 2026, 22:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს” წევრები საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნეს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს - სწორედ ეს არის მონური აზროვნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრატეგიული ობიექტის საკუთრებისა და მართვის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის იდეა საქართველოს სუვერენიტეტისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას გამოხატავს.

08 ივლისი 2026, 22:39

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 32 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 32 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 22:28

მსოფლიო

ტრამპი: კომუნიზმის „გაყიდვა“ ადვილია - მე ვიქნებოდი ისტორიაში უდიდესი კომუნისტი, მე ლენინსაც კი გავუტოლდებოდი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის იქნებოდა „მსოფლიოში საუკეთესო კომუნისტი“ და ლენინის გვერდით იქნებოდა, რადგან კომუნიზმის იდეების „გაყიდვა“ ადვილია. ამის შესახებ მან თურქეთში, ნატოს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კახა კალაძე

08 ივლისი 2026, 22:05

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვწუხვარ ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, არაერთი პოეტური კრებულის ავტორის, საპატიო თბილისელის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო. თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ვოლოდიმირ ზელენსკი კაროლ ნავროცკი

08 ივლისი 2026, 21:58

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ: ჩემი პოზიცია ორმხრივ დაძაბულობასთან დაკავშირებით უცვლელია - ვფიქრობ, რომ პოლონეთმა და მთელმა ევროპამ არ უნდა მოითმინონ უკრაინის ამბოხებულთა არმიის ჯარისკაცების განდიდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში ნატოს სამიტის კულუარებში მოლაპარაკებები გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან, კაროლ ნავროცკისთან.