15 მარტი 2023, 15:02 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონპროქტზე: ნარატივი, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, ცრუ აღმოჩნდა, რადგან მსგავსი ჩანაწერი ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია,

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ცრუ აღმოჩნდა ნარატივი, თითქოს დეოლიგარქიზაცის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, დემოკრატიულ ღირებულებებს.

„სხვადასხვა სახის სპეკულაცია რომ არ ყოფილიყო, ჩვენ პირდაპირ ვთარგმნეთ უკრაინული კანონმდებლობიდან. რატომღაც, სამწუხაროდ, გადაიდო უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიის მხრიდან დასკვნის დადება. საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში ანალოგიურ კანონპროექტებზე დაიდო დასკვნა. ნარატივი, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, ცრუ აღმოჩნდა, რადგან მსგავსი ჩანაწერი ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია, თუმცა მან მთელი რიგი მიმართულებით განაცხადა, რომ საჭიროებს დახვეწას. რა თქმა უნდა, დისკუსია უნდა გაიხსნას და დეტალურად მივყვეთ ყველა რეკომენდაციას. სპეკულაცია რომ ვერავის მოეხერხებინა, ხომ სიტყვა-სიტყვით ვთარგმნეთ, ახლა ვიღაც ვიღაცებმა შეიძლება იმის თქმაც კი მოახერხონ, რომ ამ მსჯელობით შესაძლოა, გადაიქცეს რუსულ კანონად. ამის მძაფრი გამოცდილება მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შემოვიდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დეტალურ განხილვებში, და არა კრემლის, როგორ ისინი ახერხებდნენ ხოლმე სპლეკულაციებს. დისკუსიის შედეგად უნდა მივიღოთ კანონის საბოლოო სახე“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფაქტი ხომ ისაა, რომ უკრაინულის დასკვნა გადაიდო, საქართველოს და მოლდოვას ეს დასკვნა მისცეს.

„ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, სადაც ეთი სიტყვა არ წერია იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღდეგება და ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება. ფაქტებზე მაინც შევთანხმდეთ, ფაქტი ხომ ისაა, რომ უკრაინულის დასკვნა გადაიდო, საქართველოს და მოლდოვას ეს დასკვნა მისცეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივყვეთ თითოეულ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიამ დადო, რათა წუხილები იყოს გამორიცხული. დასკვნიდან თითოეულ შენიშვნას უნდა მივყვეთ ყურადღებით, რომ რისკები, რომლებზეც თავად ვენეციის კომისია მუთითებს, იქნას გამორიცხული. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უკრაინული კანონი, რომელიც თავის დროზე მოწონებული იყო ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირთა მიერ, შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და ამ ხარვეზებზე იმსჯელეთო. ჩვენ ახლა ვიმსჯელოთ ამ ხარვეზებზე, გამოვრიცხოთ რისკები და ამ რისკების გამორიცხვით მივიდეთ კანონპროექტის საბოლოო სახემდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი კიდევ ერთხელ განმარტა.

„პირველი - ახალი ცვლილებები, რაც შევიდა, დადებითად იქნა შეფასებული, მეორე - ძველ, გარკვეულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით თქვა, რომ ჯერჯერობით მათი ნაწილი შესრულებული არ არის. ჩვენი არგუმენტი იყო, რომ ეს არის გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. ვენეციის კომისიამ მიიღო ეს არგუმენტი, რადგან ახლა რომ ძველიდან გამომდინარე რამე ცვლილება შეიტანო, საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება, გააუქმოს გარკვეული ნაწილი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რაიმე ცვლილება შეიტანო ძველიდან გამომდინარე, ახალი მოიწონა. ძველიდან გამომდინარე ცვლილებები ვერ შევა და დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არგუმენტი მიიღო თავად ვენეციის კომისიამ. მესამე იყო გარკვეული კორპორატივიზმის საკითხი, რომელიც მან წამოჭრა და თქვა, რომ სმენია ამის შესახებ. ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ კორპორატივიზმის მომენტები შეინიშნება, მან თქვა, რომ ამაზე მიდის საუბრები, არის ასეთი აღქმა. დიახ, არის აღქმა და საუბრები, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ენჯეოსექტორის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი, მდიდარი „ენჯეოები“ ამაზე სულ საუბრობენ და შემდეგ ხდება მოჯადოებულ წრეზე სიარული. დავუშვათ, ერთ-ერთ მდიდარ „ენჯეოს“ ეკითხები, საიდან მოიტანეთ? გეუბნება, რომ ეს თქვა ვენეციის კომისიამ, ვენეციის კომისია თავის მხრივ ამბობს, რომ ამაზე საუბრობენ. ანუ, ერთმანეთის მიმართ ხელის გაშვერის მარტივი სქემაა, მაგრამ ნამდვილად არ ვამბობ, რომ ამ სქემაში ჩართულია ვენეციის კომისია, რადგან ვენეციის კომისია ამბობს იმას, რაც არის. არის საუბრები ამასთან დაკავშირებით? დიახ, საქართველოში არის საუბრები იმის შესახებ, რომ გარკვეული კორპორატივიზმი არსებობს სასამართლოში, თუმცა ეს ტყუილია თუ მართალი, ვენეცის კომისია თავისი მხრიდან ამას არ და ვერ ადასტურებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

14 მარტს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

17 აპრილი 2026, 15:49

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიავებს

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს.

დავით ზურაბიშვილი

17 აპრილი 2026, 15:45

პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციის ძირითადი ძალები - „ალიანსი“, „რუსთაველის პროტესტი“ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდა და ხელისუფლებას უნდა გავუმართოთ ომი. ამათ მადიარი და პოლიტიკოსი კი არ სჭირდებათ, აქ საჭიროა ლენინი, ტროცკი, ჩეგევარა

პრაქტიკულად ოპოზიციის „მეინსტრიმი“, ძირითადი ძალები - „ალიანსი“, „რუსთაველის პროტესტი“ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდა და უნდა ვიომოთ. ხელისუფლებას უნდა გავუმართოთ ომი. ამათ უნდათ ლენინი. ამას მადიარი და პოლიტიკოსი კი არ სჭირდება, აქ საჭიროა ლენინი, ტროცკი, ჩეგევარა და ვიღაც ასეთი, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დათა გვასალია

17 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

დათა გვასალია: ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმნის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით - საერთაშორისო პრაქტიკაში იმაზე გაცილებით მკაცრი რეგულაციები არსებობს, ვიდრე აბასთუმნის შემთხვევაშია

ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმნის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით. თან ძირითადად იმ ბაბლის ნაწილმა, ვინც ქვეყნის ომში გახვევას და შესაბამისად ისეთივე დახურულ ცას „ესწრაფოდა“ როგორიც დღეს უკრაინის, ირანის ან ყურის ქვეყნებშია - ახლა კი ომის პროპაგანდისტები და „ბომბების წვიმის“ გულშემატკივრები, აბასთუმანში დაწესებულ საჰაერო რეგულაციებზე აღშფოთდნენ, - წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია, სოციალურ ქსელში.

17 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

17 აპრილი 2026, 15:26

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირი მაისიდან სირიასთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენას გეგმავს

ევროკავშირი სირიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტების აღდგენისა და უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების საშუალებით აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიკა ობოლაძე

17 აპრილი 2026, 15:18

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: მიშას ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე, რომ „არაფერზე და არავისზე" აზრს არ იცვლის და 5 წელია, პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს - ნაცმოძრაობა დუმს

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის, გიგი წერეთლისა და სხვადასხვა ოპოზიციური აქტორების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკის ამსახველ სქრინებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ინტერესდება, რა პასუხს გასცემს ჩერგოლეიშვილი, რომელიც ახლა თავად არსებობს სააკაშვილის გვერდით პოლიტიკურად და გიგი წერეთელთან ერთადაც დგას.

17 აპრილი 2026, 15:12

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

17 აპრილი 2026, 15:10

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის N145-ე, N106-ე, N190-ე, N211-ე, N212-ე საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პაატა სალია
ლი ჯუნჰუა

17 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 15:05

პოლიტიკა

პრემიერი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

17 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტრ, აიაზ ბაეტოვთან.

17 აპრილი 2026, 14:51

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან.

17 აპრილი 2026, 14:50

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით კუბლაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა.

17 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი დგებუაძემ აღნიშნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა.

ანდრია ჯაღმაიძე

17 აპრილი 2026, 14:47

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

17 აპრილი 2026, 14:45

მსოფლიო

Reuters: ლიბანსა და ისრაელს შორის ზავის გამოცხადების შემდეგ ნავთობმა გაიაფება დაიწო

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

17 აპრილი 2026, 14:41

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციას ვურჩევდი ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ

ოპოზიციას ვურჩევდი ასეთ ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

17 აპრილი 2026, 14:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: 40-მდე ვერ მოიცადეს ნაცისტებმა, ლორწოვანი იუდა გამოაჭენეს „ბრძოლის ველზე“. თქვენ მოკალით პატრიარქი, ასე ეთერებში გეჯდათ ცაავა და მისი სექტანტები და პატრიარქს ცილს სწამებდით

ყველა, ვინც მუშაობთ „მთავარ“, „ტვ-პირველ“ და „ფორმულა“ კანალიზაციებში, მორალურად დამნაშავენი ხართ ჩვენი პატრიარქის წინაშე, - წერს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

მაია ბითაძე: თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია

„ჩვენი მთავარი გზავნილი გარდა სამომავლო ეკონომიკური გეგმებისა, იყო არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ძალიან კარგი გზავნილები მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება

იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.