15 მარტი 2023, 17:23 / სანდო წყარო

შოთა დიღმელაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: 9 აპრილს აქციის დანიშვნა უდიდესი უპასუხისმგებლობაა

შოთა დიღმელაშვილი

შოთა დიღმელაშვილი

9 აპრილს პარტიის მიერ აქციის დანიშვნა უდიდესი უპასუხისმგებლობაა, - ასე აფასებს მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას.

„9 აპრილს პარტიის მიერ აქციის დანიშვნა უდიდესი უპასუხისმგებლობაა, „გავაფართოოთ საორგანიზაციო ჯგუფი“ კი ზღაპარი. პარტიული ინიციატივის ბაზაზე რაც არ უნდა გააფართოო, პარტიულად აღიქმება და ხალხი ძნელად მობილიზდება, თან პირდაპირ „ოცნების“ ცრუ ნარატივს მორწყავს. 9 აპრილზე პარაზიტირების მორალურ მხარეზე არც ვსაუბრობ“, - აცხადებს დიღმელაშვილი.

საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.

ყველა სიახლე

22 მარტი 2023, 17:15

საზოგადოება

კახა ბექაური: 2021 წელს ქვეყანაში 115 ტელევიზია და 55 რადიო მაუწყებლობდა

პარლამენტის პლენარულ სესიაზე ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას მაუწყებლების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:10

საზოგადოება

კახა ბექაური: 9-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, მაუწყებლები კომისიაში ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ

მისი განცხადებით, მაუწყებლებთან 9-წლიანი სასამართლო დავა დასრულდა და 2022 წლის იანვრიდან, მაუწყებლები ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონით განსაზღვრულ ფორმებს ავსებენ.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:07

საზოგადოება

კახა ბექაური: ComCom-ის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, მედიის ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებისა და გამონათქვამების პრობლემა განიხილა, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. კახა ბექაურის განცხადებით - „კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა.“

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:03

საზოგადოება

კახა ბექაური: მედიის მთავარ გამოწვევად ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება კვლავ რჩება

პარლამენტის პლენარულ სესიაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

22 მარტი 2023, 16:52

რეგიონი

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები აქტიურად მიმდინარებს. ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები სრულდება გონაშვილის დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების დამაკავშირებელ გზებზე.

ანალენა ბერბოკი

22 მარტი 2023, 16:46

პოლიტიკა

ხვალ საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი.

ვიქტორ ჯაფარიძე

22 მარტი 2023, 16:29

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: მატყუარაა, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულია და ადამიანებისთვის „მოღალატეების“ ძახილით აღრმავებს პოლარიზაციას

ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ტარიელ ნაკაიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

22 მარტი 2023, 16:23

რეგიონი

ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს

ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ მუშევანში იპოვეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

22 მარტი 2023, 16:22

პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დანიის ელჩს საქართველოში, ანა ტოფტ სორენსენს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დანიის ელჩს საქართველოში, ანა ტოფტ სორენსენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა დანიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

კარინა საფინა და ლუკა ბერულავა/ანასტასია გუბანოვა

22 მარტი 2023, 15:56

სპორტი

ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-11, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა კი მე-14 ადგილზე არიან⛸️

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონმა 65,40 ქულა მიიღო. თავისუფალ პროგრამას ქალები 24 მარტს წარადგენენ.

22 მარტი 2023, 15:46

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთნენ.

ალექსანდერ შალენბერგი

22 მარტი 2023, 15:46

მსოფლიო

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება

რუსეთის ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

22 მარტი 2023, 15:29

საზოგადოება

გინეკოლოგიური სიმსივნეები და მათი პროფილაქტიკა – ინტერვიუ ნინო ჩოგოვაძესთან

ქალთა რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, გავრცელებული პათოლოგიებია. ისინი მნიშვნელოვნად აზიანებენ ქალთა ჯანმრთელობასა და აუარესებენ მათი ცხოვრების ხარისხს. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი, შედეგები გაცილებით სავალალოა.

22 მარტი 2023, 15:20

კულტურა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე მომზადებულ მასალებს კომისიის წევრები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში გაეცნენ. დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები.

22 მარტი 2023, 15:09

რეგიონი

ფოთში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა

ქალაქ ფოთში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - ამ გზავნილმა გააერთიანა ღონისძიების ყველა მონაწილე. 21 მარტის მთავარი გმირები ფერად და მხიარულ აქტივობებში ჩაერთნენ

22 მარტი 2023, 15:04

საზოგადოება

ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს რაიმუნდ იელეს შეხვდა

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის და FAO-სთან კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი

გიორგი ვაშაძე

22 მარტი 2023, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: სამუშაო ჯგუფებში ვინც შევიდა, რა გამოიტანა იქიდან, რუსული კანონი?!

„სამუშაო ჯგუფებში ვინც შევიდა, რა გამოიტანა იქიდან, რუსული კანონი?! მაკა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა ევროინტეგრაციაზე და ამ ხელისუფლების დროსაც მუშაობს, იტყვის, რომ მურუსიძის დაწინაურებით კანდიდატის სტატუსს მივიღებთ?! ამიტომაა, რომ ჩვენ გველაპარაკება ყველა უმაღლეს დონეზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ ვითვლებით მათ პარტნიორებად ქვეყანაში და საერთო ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ რუსული რეჟიმისგან, რომელსაც ახლა „გამპრავებლად“ ჰყავს მაკასნაირი ადამიანები“,- აღნიშნა ვაშაძემ.

22 მარტი 2023, 14:47

სამართალი

ბასილაშვილის ბრალდების საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება - წარადგინეს ახალი მტკიცებულებები

საუბარია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე. სახელმწიფო ბრალდება მეორე ინსტანციაში ამტკიცებს, რომ დაცვის მხარის მიერ პირველ ინსტანციაში წარდგენილი დასკვნა მომზადებულია მიკერძოებით რადგან, როგორც პროკურორი ამბობს, გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ფსიქოლოგიური დასკვნის ავტორმა საჯაროდ, მიკერძოებული პოზიცია გააჟღერა.

მამუკა მდინარაძე

22 მარტი 2023, 14:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც კატეგორიულ უარს აცხადებინებენ იმ ახალგაზრდას ერთი დღის ბანკის ამონაწერის გამოქვეყნებაზე, მე პირადად დავრწმუნდი, რომ 1000-პროცენტიანია 1000-ლარიანი გადარიცხვა

მახსოვს ჩემი სტუდენტობა და მახსოვს, როგორ შეიძლება ემოციურ დონეზე, თუ ჩემს ქვეყანას შეეხებოდა, უფრო სწრაფად მემოქმედა და არა - რაციონალურად. ჩვენ, ყველანი, ახალგაზრდობაში როდესაც სტუდენტები ვიყავით, შეიძლება ასე ვმოქმედებდით და ეს სულ არ არის დასაძრახი ამბავი - დასაძრახია მაგალითად, 1000 ლარს ფულს რომ უხდი ახალგაზრდას იმაში, რომ გარკვეული აქტივობა განახორციელოს და მერე აგინოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

22 მარტი 2023, 14:40

სამართალი

შსს: სტუდქალაქის ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცრები გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ და მათთან კომუნიკაციის დროს მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს

მიმდინარე წლის 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ. ვიზიტის განხორციელებისას, მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.