imedi /  16 მარტი 2023, 00:23 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი - დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ფული არის მათი ერთადერთი რესურსი. რაც შეეხება რეპუტაციას, აქ სერიოზულად უჭირთ. რეალურად, რაც არის „ნაცმოძრაობის“ რესურსი, ისინი ეცდებიან, რომ ის რესურსი შეინარჩუნონ. რამდენად მოახერხებენ ამ დაახლოებით 30-პროცენტიანი რესურსის შენარჩუნებას, ესეც ვნახოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძნელად წარმოსადგენია, რომ „ნაცმოძრაობამ“ შეძლოს, თუნდაც 30-პროცენტიანი ნდობის შენარჩუნება, გამომდინარე იმ რეპუტაციიდან, რომელიც კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და ხაბეიშვილს აქვთ.

„რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარისა და ბიზნესის რეკეტისა და ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს ნაცმოძრაობაში. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, გახსნიან მეორე ფრონტს და ა.შ. ესეც იყო 7 ნოემბრის ავტორი, 26 მაისის ავტორი, „იმედში“ შემოჭრის ავტორი, ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი - დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

19 მარტი 2026, 14:03

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

19 მარტი 2026, 13:53

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას „დრუჟბას“ აღდგენამდე მხარს არ დაუჭერს

„უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მას შემდეგ, რაც მივიღებთ ჩვენს ნავთობს, რომელსაც უკრაინა ბლოკავს. ჩვენ ველოდებით ნავთობს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ზღაპარია. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ფაქტების გვჯერა. ნავთობი უნდა შემოვიდეს უნგრეთში... მანამდე ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს პროუკრაინულ ვერცერთ წინადადებას“, - განაცხადა ორბანმა.

ჯოზეფ კენტი

19 მარტი 2026, 13:47

მსოფლიო

NBC News: აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ამერიკული ტელეარხი NBC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ჯოზეფ კენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

19 მარტი 2026, 13:44

საზოგადოება

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გადაიხადეს

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში გუშინ ყოვლადსაყვარელი და მარადსახსენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გადაიხადეს. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქია ავრცელებს.

19 მარტი 2026, 13:38

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ეგვიპტეში ელექტროენერგიის დაზოგვა დაიწყეს

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საწვავისა და ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის შეზღუდვა“, - განაცხადა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა მადბულიმ. მისი თქმით, ზომებს 1 თვეში გადახედავენ და „თუ ღმერთი ინებებს და კრიზისი დასრულდება“, მათ გააუქმებენ.

ლევან ჟორჟოლიანი

19 მარტი 2026, 13:33

საზოგადოება

ჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ბადრ ალბუსაიდი

19 მარტი 2026, 13:10

მსოფლიო

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ომი ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალბუსაიდის განცხადებით, ირანში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა.

პატრიარქი ილია მეორე

19 მარტი 2026, 13:00

საზოგადოება

კვიპროსის ეკლესია პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და ხალხს სამძიმარს უცხადებს

კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს დაძმობილებული საქართველოს ეკლესიის ტკივილს მისი უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - აღნიშნულია კვიპროსის ეკლესიის სამძიმრის ტექსტში.

19 მარტი 2026, 13:00

საზოგადოება

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჟა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას

საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. ამის თაობაზე ვკითხულობთ ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 მარტი 2026, 12:29

მსოფლიო

The Washington Post: პენტაგონი ირანში ომის გასაგრძელებლად დამატებით 200 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს

პენტაგონმა თეთრ სახლს მიმართა თხოვნით ნება დართოს აშშ-ის კონგრესს სთხოვოს 200 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყოს ირანში საომარი კამპანიის გასაგრძელებლად. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

დარტყმა სამხრეთ პარსზე

19 მარტი 2026, 12:19

მსოფლიო

კატარში ნავთობისა და გაზის კომპანიაზე დარტყმების შემდეგ, ევროპაში გაზი 35%-ით გაძვირდა

მანამდე ირანის ხელისუფლებამ განაცხადა სამხრეთ პარსის (South Pars) გაზის საბადოზე თავდასხმის შესახებ. ამის შემდეგ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ დაიმუქრა, რომ დარტყმებს განახორციელებდა ნავთობისა და გაზის ობიექტებზე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც.

დავით ქართველიშვილი

19 მარტი 2026, 12:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების „შემდეგი სადგური“ დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

19 მარტი 2026, 12:08

მსოფლიო

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია

რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში, 17-18 თებერვალს გაიმართა. მოსალოდნელი იყო, რომ მხარეები ერთმანეთს მარტის დასაწყისში, აბუ-დაბიში შეხვდებოდნენ, თუმცა 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რამაც სპარსეთის ყურის ქვეყნებიც მოიცვა.

19 მარტი 2026, 11:54

პოლიტიკა

საგარეო უწყება განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს.

დონალდ ტრამპი

19 მარტი 2026, 11:50

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ამერიკის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს.

დონალდ ტრამპი

19 მარტი 2026, 11:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი

BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ მიმდინარეობდა BBC-ის წინააღმდეგ მისი სასამართლო პროცესი.

მატარებელი

19 მარტი 2026, 11:30

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს დაამატებს. განრიგი დეტალურად

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საჰიბა გაფაროვა

19 მარტი 2026, 10:48

საზოგადოება

საჰიბა გაფაროვა პაპუაშვილს: ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.

ალენ სიმონიანი

19 მარტი 2026, 10:47

პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს

„სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი“, - ნათქვამია წერილში.

დავით ქართველიშვილი

19 მარტი 2026, 10:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს.