imedi /  16 მარტი 2023, 00:59 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: „ფრანკლინის კლუბისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ლიბერალური ფაშიზმი არის ძალიან საშიში იდეოლოგია და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ იდეოლოგიის გავრცელების პრევენცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების მისამართით ბულინგზე და აღნიშნა, რომ „ფრანკლინის კლუბისა" და „გირჩის" წარმომადგენლები, იგივე ადამიანები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, თავის დროზე პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში.

მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც საქართველოში არ შეიძლება გასაქანი ჰქონდეს.

„სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით ავლენენ ეს ორგანიზებული ჯგუფები საკუთარ მისწრაფებებს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. სპორტსმენებზე იყო საუბარი, სპორტსმენებზე ბულინგი. თქვენ ნახეთ, რომ სამმა გამორჩეულმა სპორტსმენმა, ბევრი გვყავს გამორჩეული, მაგრამ მათ შორის გამორჩეული სამი იყო, ვინც განცხადება გააკეთა. აქედან ორი თავის დროზე იყო განსაკუთრებული ბულინგის ობიექტი იგივე ადამიანების მხრიდან. აბულინგებდნენ, მაგალითად, თორნიკე შენგელიას იმისთვის, რომ გადავიდა „ცეესკაში", წარმოუდგენელი მოვლენა იყო. თორნიკე შენგელია რომ გმირია, მან აჩვენა ამ ბოლო თამაშებშიც. ოთხ დღეში ჩაატარა სამი თამაში სამ სხვადასხვა ქვეყანაში. შენ რომ არ იყო პატრიოტი და იყო „გირჩელი" ამას არ გააკეთებდი. თორნიკე შენგელიამ დაამტკიცა, რომ არის ნამდვილი პატრიოტი, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიაზე იყო ბულინგი, როდესაც მას გაუკეთეს კაპიტნის სამკლავური, როდესაც „რუბინიდან“ მოდიოდა. ანუ, მას სცეს პატივი და აქაც, მერე, რომ ვნახულობდი ამ ადამიანების „ფეისბუქ“ პროფილებს, რომლებიც ახლა იყვნენ ბულინგში ჩართული, ესენი იყვნენ „ფრანკლინის კლუბისა" და „გირჩის“ წარმომადგენლები, იგივე ადამიანები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები, როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში თავის დროზე. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც საქართველოში არ შეიძლება გასაქანი ჰქონდეს. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რის პრევენციაზეც ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

23 ივნისი 2026, 20:11

პოლიტიკა

კომპანია უკრაინის ომის სპონსორთა სიიდან - Procter & Gamble „ტელეიმედთან” თანამშრომლობას წყვეტს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

კომპანია უკრაინის ომის სპონსორთა სიიდან „ტელეიმედთან” თანამშრომლობას წყვეტს. სამაგიეროდ, Procter & Gamble რუსეთში ამ დრომდე ოპერირებს.

ზურაბ ქადაგიძე

23 ივნისი 2026, 20:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის

პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ლევან იოსელიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

23 ივნისი 2026, 20:04

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მასწავლებელთა მე-6 მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მასწავლებელთა მე-6 მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრო.

ვლადიმირ პუტინი

23 ივნისი 2026, 19:18

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ სტამბოლში იყო მიღწეული

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა იმ საფუძვლებზე, რომლითაც მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

23 ივნისი 2026, 19:18

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

იულია სვირიდენკო

23 ივნისი 2026, 19:12

მსოფლიო

ზელენსკი პოლონეთთან დავის ფონზე გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას გამოტოვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ის უხელმძღვანელებს დელეგაციას ამ კვირაში გდანსკში დაგეგმილ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.

23 ივნისი 2026, 19:05

მსოფლიო

ევროკომისიის სპიკერი: პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.

23 ივნისი 2026, 18:54

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ ბსუ-ს საქმიანობის ანგარიში წარადგინა და საუნივერსიტეტო პლატფორმების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

23 ივნისი 2026, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მასუდ პეზეშკიანი

23 ივნისი 2026, 18:40

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: მოლაპარაკებების ეფექტიანობა დამოკიდებულია შეთანხმებული ვალდებულებების სრულ დაცვასა და მათ ზუსტ შესრულებაზე - შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ჩარჩო-შეთანხმების წარმატება მის „ზუსტ შესრულებაზე“ იქნება დამოკიდებული.

23 ივნისი 2026, 18:34

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

ლევან ჟორჟოლიანი

23 ივნისი 2026, 18:32

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში, ასევე, შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც ამ პერიოდამდე 390 მლნ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედამხედველობის მეშვეობით.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

23 ივნისი 2026, 18:32

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ღრმად ვაფასებ იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან - დღეს კი ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი, დამოუკიდებელი შეიარაღების სისტემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანას „შეიარაღების მხრივ დამოუკიდებლობა“ სჭირდება.

არჩილ გორდულაძე

23 ივნისი 2026, 18:29

პოლიტიკა

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც პარლამენტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააცნო, სპეციალიზებულ მაუწყებლებს უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

23 ივნისი 2026, 18:23

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილების პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 ივნისი 2026, 18:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები

ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 ივნისი 2026, 18:15

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: პოლიტიკური რიტორიკა გეოგრაფიას ვერ შეცვლის. შავ ზღვაზე გამავალი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში არის საქართველო. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამ რეალობის შეცვლის უნარი მათ არ გააჩნიათ

„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს და სწორედ შუა დერეფნის მეშვეობით ევროკავშირს შეუძლია, საკუთარი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გახადოს.

პაატა სალია

23 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

პაატა სალია: ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაერო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა. უახლოეს პერიოდში საქართველოს კიდევ რამდენიმე იუსტიციის სახლი დაემატება

ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაერო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „დღის ქრონიკაში“.

პაატა სალია

23 ივნისი 2026, 18:11

პოლიტიკა

პაატა სალია: გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში დღეს გადმოგვეცა ჯილდო, რომელიც არის ნამდვილი აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში ხორციელდება

„ღია ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ქვეყანასთან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა ჩვენი გამოცდილება, დანერგეს ის სერვისები, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს და სწორედ ამ საერთაშორისო თანამშრომლობის, ჩვენი რეფორმების აღიარება იყო ის სიგელი, რაც დღეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ გადმოგვცა“, - განაცხადა მინისტრმა.

პაატა სალია

23 ივნისი 2026, 18:10

პოლიტიკა

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია

ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „დღის ქრონიკაში" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამება-მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა.