22 მარტი 2023, 23:53 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: პარტია „დროას" აქვს ყალბი NGO და ამით იღებს უცხოურ დაფინანსებას, „გირჩს“, ანა დოლიძეს და სხვა პარტიებსაც აქვთ ყალბი ორგანიზაციები, რომლითაც ისინი იღებენ შემოსავლებს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „დროას" უკანონო NGO აქვს და „ევროპის დემოკრატიის" ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც ის ევროპარლამენტარები აკონტროლებენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ.

პაპუაშვილის თქმით, ფონდის საქმიანობა დაფარულია და არავინ არ იცის, საქართველოში რას აფინანსებს. მისივე თქმით, ყალბი ორგანიზაციები აქვთ სხვა პარტიებსაც, მათ შორის „გირჩს“.

„თურმე "გირჩს", ანა დოლიძეს და სხვა პარტიებს აქვთ ყალბი ორგანიზაციები, რომლითაც ისინი იღებენ შემოსავლებს. თუნდაც "დროას" შემთხვევაში, არის პარტია "დროა" და ენჯეო "დროა" და ყალბია იმიტომ, რომ მათ შინაარსი ერთი არ აქვთ, არამედ აქვთ სტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას, მიიღოს უცხოური დაფინანსება, როგორც ხდება გადასახადის გვერდის ავლა. ან თავად ქალბატონი ხოშტარია, სანქციის გვერდის ავლაზე რომ საუბრობს, ზუსტად გვერდს უვლის ის მათ შორის ქართულ კანონმდებლობას. იმ „ენჯეოს“ დამფუძნებელიც თვითონ არის, ხელმძღვანელიც თვითონ არის, იმ „ენჯეოს“ არც თავისი ლოგო აქვს, არც ვებ-გვერდი, არც "ფეისბუქ" გვერდი, საერთოდ არაფერს აკეთებს. ერთადერთი დანიშნულებაა როგორც კი დაფუძნდა, იმავე დღიდან ქართულ ამონაწერთან ერთად აიღო ინგლისური ამონაწერი იმისთვის, რომ მიეღო დაფინანსება უცხოეთიდან. ამ შემთხვევაში, მან თავად განაცხადა, რომ დაფინანსებას იღებს "ევროპის დემოკრატიის" ფონდიდან. სამწუხაროდ, დღემდე ვცდილობ გავარკვიო რას აფინანსებენ საქართველოში, მაგრამ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, დაფარულია. ეს ფონდი, რომელიც არის შექმნილი ევროკავშირის მიერ, სადაც მის მმართველობაში არიან პარლამენტის ზუსტად ის წევრები, რომლების არიან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მფარველები, ისინი განაგებენ ამ თანხას და კაციშვილმა არ იცის რაში ხარჯავენ ისინი ამ თანხას. საქართველოში ეს არავინ იცის. ევროკავშირში ნაკლებად იციან, მეც მოვიკითხე სხვადასხვა ინსტიტუტში და არავინ არაფერი იცის. აღმოჩნდა, რომ არის ეს ფონდი და ჩვენთან აფინანსებს "დროას, "ტაბულას", რომელიც არის პარტიული გაზეთი და ასე პარტიულ სტრუქტურებს აფინანსებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ნადარეიშვილი

31 მაისი 2023, 20:17

ეკონომიკა

პარლამენტმა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

„კანონპროექტი არეგულირებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს, მათზე ზედამხედველობას და განსაზღვრავს სქემებში მონაწილეობის წესებს, პირობებს და მონაწილეთათვის დაცვის გარანტიებს“, - განაცხადა საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

31 მაისი 2023, 20:05

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია

სამწუხაროდ, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას ამბობს, მისი განცხადებები კი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რომელშიც ქართული პოლიტიკა და საზოგადოებაა დღესდღეობით. მას თავისი დღის წესრიგი აქვს და ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონი

31 მაისი 2023, 20:05

მსოფლიო

მაკრონი: უკრაინამ უსაფრთხოების ძლიერი და ხელშესახები გარანტიები უნდა მიიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების ძლიერი და ხელშესახები გარანტიები უნდა მიიღოს.

31 მაისი 2023, 20:00

საზოგადოება

პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახუირ ავრცელებს.

ვერა იუროვა

31 მაისი 2023, 19:37

მსოფლიო

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ შესაძლოა განახორციელონ სამართლებრივი ზომები პოლონეთში მიღებული ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელმაც ცალკეულ პირებს საჯარო თანამდებობაზე არჩევის უფლება შეიძლება ჩამოართვას

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ შესაძლოა განახორციელონ სამართლებრივი ზომები პოლონეთში მიღებული ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელმაც ცალკეულ პირებს საჯარო თანამდებობაზე არჩევის უფლება შეიძლება ჩამოართვას

მამუკა მდინარაძე

31 მაისი 2023, 19:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე: დღეს იყო გაცილებით დარბილებული, შედარებით დაბალანსებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო

„საქართველო ამ მოცემულობით, სხვაზე მეტად (და ამას ევროკავშირიც და მისი კრიტერიუმებიც ადასტურებს), იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა დანარჩენი არის დეტალები, რომელსაც შეიძლება მნიშვნელობაც შედარებით აღარ მივანიჭოთ, მაგრამ შედარებით დაბალანსებული, ობიექტური გამოსვლები შეიძლება მისასალმებელიც იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ემანუელ მაკრონი

31 მაისი 2023, 19:12

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია

„ფსონები მაღალია, რადგან ომი ჩვენს საზღვრებთანაა. უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს, 15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია. ვლადიმერ პუტინის მიუნხენში სიტყვით გამოსვლა 2007 წელს, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, შემდეგ მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე - 2022-ში. ის, რასაც რუსეთი ომის დაწყების წინა დღეს ითხოვდა და გაწერილი იყო ხელშეკრულებების პროექტებში, მიუღებელი იყო. ეს იყო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა. ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირეები. როდესაც ქვეყანა ირჩევს დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, ის არასდროს წარმოადგენს საფრთხეს თავისი მეზობლისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.

31 მაისი 2023, 19:08

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი რუსული თავდასხმებისგან

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი რუსული თავდასხმებისგან.

31 მაისი 2023, 18:51

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა

„ირაკლი კობახიძემ, ასევე იმსჯელა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

31 მაისი 2023, 18:21

საზოგადოება

ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ-ში ქიმიკოსის დღე პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღინიშნება

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით მომავალი წლიდან ქართველ ქიმიკოსთა დღეს თსუ 11 ივლისს, უნივერსიტეტის პირველი რექტორის, საქართველოში ქიმიის მეცნიერების ფუძემდებლის პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტში ქიმიკოსების შეხვედრაზე გახდა ცნობილი“.

ჯონ კირბი

31 მაისი 2023, 18:17

მსოფლიო

ჯონ კირბი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს.

31 მაისი 2023, 18:16

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს

„პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, ყველას ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, გაწეული შრომისთვის, გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

ალუდა ღუდუშაური

31 მაისი 2023, 18:12

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე დემოკრატიაზე, ხალხის ინტერესებზე საუბარი არის წარმოუდგენელი და წყლის ნაყვა

„მეტად როგორღა უნდა დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას ისეთი ფორმალური თავმჯდომარე დაუნიშნეს, რომელიც არის კომიკოსი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებ პარტიაში მისი წონა, ან ავტორიტეტი. ეს ხომ ყველასთვის არის ცნობილი და ცხადზე ცხადია. ამის იქით პარტია როგორ უნდა დაეშვას. რა ფსკერი უნდა იყოს“

რომან კაკულია

31 მაისი 2023, 18:08

პოლიტიკა

რომან კაკულია: რუსეთი იმპერია იყო და ერჩოდა მეზობლებს, მაგრამ ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა აათმაგებს რუსეთის ამ ბუნებას

ოპოზიცია ამბობს, რომ ნატო არაფერ შუაშია და რუსეთის ისედაც ერჩოდა მეზობლებს. კი ბატონო, რუსეთი იმპერია იყო და ერჩოდა მეზობლებს, მაგრამ ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა აათმაგებს რუსეთის ამ ბუნებას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაური

31 მაისი 2023, 18:06

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: დღეს ერთი რამ არის მკაფიოდ თვალშისაცემი - დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველი და მოამაგე ხელისუფლებაა

„სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცალკეული გამონათქვამები ან ამ გამონათქვამების დამახინჯება და შემდეგ უკვე ხელოვნურად რაღაც თემების აწევა, მიუთითებს ერთადერთ რამეზე - სამწუხაროდ დღეს არის მოცემულობა, როდესაც პოლიტიკაში არის ძალა, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს მერკანტილურად, ვერ ელევა ვიწროპარტიულ ინტერესებს და ყოველდღიურად აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. მათ ჰგონიათ, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას აზიანებენ, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან კარგად იციან, რომ ამით აზიანებენ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ალექსანდრე დარახველიძე

31 მაისი 2023, 18:00

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: 2006 წლის შემდეგ შს სამინისტროს დანაშაულის გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს

შსს მუდმივ რეჟიმში აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. თუ გადახედავთ დღეს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, 2006 წლის შემდეგ შსს-ს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დანაშაულის გახსნის, რომელიც 63%-ს აჭარბებს, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძე

31 მაისი 2023, 17:54

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ვამაყობთ, რომ ევროპული სტანდარტების პოლიცია გვყავს

„წლების განმავლობაში პოლიცია აღიქმებოდა როგორც დასჯის მექანიზმი, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული არაერთი რეფორმის შედეგად, დღეს თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიცია მივიღეთ, რომელიც როგორც სამართლებრივი ბაზით, ასევე პრაქტიკული მოქმედებით ავლენს იმას, რომ ის არის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების პოლიცია“.

ედგარს რინკევიჩსი

31 მაისი 2023, 17:52

მსოფლიო

ლატვიის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს

ლატვიის პრეზიდენტად მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

31 მაისი 2023, 17:47

საზოგადოება

თბილისის მერია 2 ივნისიდან, აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას იწყებს

აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება.

კახა კახიშვილი

31 მაისი 2023, 17:39

პოლიტიკა

პარლამენტმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.