24 მარტი 2023, 12:20 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოზე.

„რაც შეეხება ამ ომის რისკებს და ომის დასრულების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მის პირდაპირ გავლენას, მემგონი ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე და უკვე ახლაც აქვს გავლენა.

ჩვენ ომის დაწყების დღიდან და მანამდეც, მე მინდა ამის ერთგვარი ანალიზი წარვუდგინო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ შევახსენო ქრონოლოგიურად ფაქტები, მხოლოდ ფაქტები და სიმართლე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას. იყო არაერთი მცდელობა, ე.წ მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. მე შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა „მეორე ფრონტი“ გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონი დანილოვი გამოვიდა, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი, მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი მიზანი, ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ, ამ ომის შედეგები უნდა იგრძნოს სხვა ქვეყნებმაც. ეს არის შინაარსი ძალიან მოკლე, იმ გამოსვლის, რომელიც ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ კარგად გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების. ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში. სულ ბოლო გამონათქვამს შეგახსენებთ ბატონი ვანო მერაბიშვილის, რომელიც არის არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“. მან თქვა ერთ-ერთ უკრაინულ არხზე, რუსულ ენაზე გამოვიდა და საუბრობდა. მან თქვა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის სიტყვები, რომელიც ბატონმა მერაბიშვილმა თქვა საჯაროდ. ეს არის მტკიცებულებები ძვირფასო მეგობრებო, მე ფაქტებს შეგახსენებთ მხოლოდ“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 15:02

რეგიონი

სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ; ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა; საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება; დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი“.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 14:57

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფაზე თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს​

„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების სტატუსით მოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს“, - დასძინა მადიარმა.

15 აპრილი 2026, 14:45

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 14:40

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, დაკავშირებადობის ხელშეწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ნინო წილოსანი

15 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ბოკუჩავა რომ ეკლესიას მოედნად აღიქვამს, ამაში ახალი არაფერია. მისი ბელადიც სწორედ ასე უყურებდა. მან თვალთმაქცურად გაიკეთა ჯვარი და ეგონა ხალხი დაიჯერებდა, რომ ის ქრისტიანია

ძალიან კარგად ვიცით მთელი მათი პოლიტიკა, როგორ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, როგორ არის მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილი

15 აპრილი 2026, 14:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება

ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებაზე.

დავით მათიკაშვილი

15 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც

ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 14:18

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას

„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ“.

15 აპრილი 2026, 14:15

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 14:12

საზოგადოება

ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 14:11

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე

საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შეაბამისი ღინისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე.

ზურაბ ქადაგიძე

15 აპრილი 2026, 14:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს.

15 აპრილი 2026, 14:07

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა.

15 აპრილი 2026, 14:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს

ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება

„იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლის თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

15 აპრილი 2026, 13:57

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან

სააგენტო განმარტავს, რომ ელექტრონული ტენდერი ჩატარდა გამჭვირვალედ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დისკრედიტაციას.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 13:56

მსოფლიო

პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი ქვეყნის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:55

რეგიონი

ბათუმში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

დღეს, ვფიქრობ აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

„ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტი თუ განცხადება, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების (ევროპელი) პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ხანდახან ელჩებიც და აღნიშნული რეზოლუციები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენენ თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.