ირაკლი ღარიბაშვილი: ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები ბრიუსელში დადიოდნენ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო უვიზო რეჟიმი, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირდაპირი მტრობაა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, არაფერს აკეთებს, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანონ საზოგადოებაში.
„ახლა რაც შეეხება სტატუსს და ზოგადად სტატუსის ამ გზაზე მოქმედ ქვეყნის მტრებს, მე ასე დავარქმევდი. მტერია ის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. მტრობა არის ის, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა, ოპოზიცია და დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს. მტრობა არის ის, რომ დადიხართ, თქვენ არ ვიცი, მაგრამ თქვენი კოლეგები ბრიუსელში და აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობა არის ის, როდესაც, მახსოვს ძალიან კარგად, ბრიუსელში დადიოდა თავად ბატონი სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები, თქვენი კოლეგები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. აი ეს არის მტრობა და ამ მტრობაში, მტრულ საქმეში , რა თქმა უნდა, ჩართული გყავთ თქვენს მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით აკეთებენ აი ამ დაკვეთას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების პირდაპირი მტრობა. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გაგვეცით პასუხი თქვენს ერთადერთ პირობაზე, რეკომენდაციაზე რას აკეთებთ?! რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეამციროთ პოლარიზაცია?! არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და თქვენც ხართ ჩართული და მონაწილე ამ შეთქმულების, მე ასე ვიტყოდი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 14:32
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.
22 სექტემბერი 2026, 14:27
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: ბოლოს და ბოლოს გვითხრან, სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით
ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებულ „კორძის“ კონცერტის თემას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
22 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას
ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 14:16
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი და, რაც მთავარია, მეტად დაკავშირებული როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცესთან
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს წინაშე სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული ამოცანები დგას. ამასთან, ინგა ფხალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები გულისხმობს არა მხოლოდ საუბარს ენერგეტიკის გამოწვევებსა და მომავალზე, არამედ საფუძველს უყრის იმ წესების, ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ენერგეტიკულ მომავალს ქმნიან.
22 სექტემბერი 2026, 14:14
მსოფლიო
ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია
ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მიწოდების შეფერხებას უკავშირდება. ექსპერტების პროგნოზით, მაღალი ფასები კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
22 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე: ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ
ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.
22 სექტემბერი 2026, 14:10
მსოფლიო
The Guardian: ტრამპი ზელენსკის რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვს
The Guardian-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისას რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვს. გამოცემა წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის ლიდერის პოზიციაზე ზეწოლა ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას უკავშირდება.
22 სექტემბერი 2026, 14:06
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ თამაზ შუბითიძეს მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში, სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრული კარიერული წინსვლა აქვს გავლილი, რაც სამომავლოდ დანაყოფის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
22 სექტემბერი 2026, 14:02
კულტურა
თბილისში მსოფლიო კონგრესი HYPOGEA 2026 გაიხსნა
საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 14:00
ჯანდაცვა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს
ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კონკრეტულ მაჩვენებლებშიც აისახება. C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
22 სექტემბერი 2026, 14:00
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.
22 სექტემბერი 2026, 13:49
რეგიონი
რევაზ სოხაძე: საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ ყველა ხარვეზს კონტრაქტორი საკუთარი ხარჯით გამოასწორებს
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.
22 სექტემბერი 2026, 13:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ
„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 13:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება
ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.
მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.
22 სექტემბერი 2026, 13:17
პოლიტიკა
ცესკო: ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან
„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.
22 სექტემბერი 2026, 13:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ
გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.
22 სექტემბერი 2026, 12:58
ეკონომიკა
ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.
22 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
22 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.


