28 მარტი 2023, 14:36 / სანდო წყარო

თორნიკე მოლაშვილი: სააკაშვილი დღეს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში რომ იმყოფება, ხალხმა უნდა მოითხოვოს, დააბრუნონ ციხეში

თორნიკე მოლაშვილი

თორნიკე მოლაშვილი

ქალბატონმა ელჩმა გააკეთოს განცხადება, რომ არ ეთანხმება ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ამ მოსაზრებას, რომ დაჯილდოვდა მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმრის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა ნორვეგიის საელჩოსთან განაცხადა, სადაც მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

„მიხეილ სააკაშვილი კი არ უნდა დააჯილდოონ, ის დღეს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში რომ იმყოფება, ხალხმა უნდა მოითხოვოს, დააბრუნონ ციხეში“, - განაცხადა მოლაშვილმა.

ნორვეგიის საელჩოსთან მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

ყველა სიახლე

მეუფე შიო

01 ივნისი 2023, 15:05

საზოგადოება

მეუფე შიო: ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სასუფეველში

ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განაცხადა. მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი შეასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა.

01 ივნისი 2023, 14:52

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენელთა პალატამ, ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, სენატში უნდა განიხილონ. ამის შემდეგ, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

01 ივნისი 2023, 14:48

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: არც მოლოდინი მქონდა და არც სწორი მგონია, რომ პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტში უნდა გაჟღერებულიყო მაგალითად ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატი ხათუნა სამნიძე ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს. დეპუტატი აცხადებს, რომ არ ჰგონია სწორი, რომ პრეზიდენტს ამ ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას შეყალების საკითხი უნდა გაეჟღერებინა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2023, 14:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: ადამიანების მიმართ, რომლებიც სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას, არველაძის მსგავსი ლექსიკით საუბარი შეურაცხმყოფელია

თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის გიორგი არველაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პოლიციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ, ხართ ძაღლობა, ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის“

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 14:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი არველაძის განცხადებაზე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა ბოლო 10 წელია - სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია

„​ამიტომ ებრძვიან ეკლესიას, ამიტომ ებრძვიან პოლიციას, ამიტომ უცხადებენ ბოიკოტს აღლუმს - 26 მაისის არცერთ აღლუმზე არ მოდიან, იმიტომ რომ ბოიკოტს უცხადებენ ქართულ ჯარს. ეს არ არის შემთხვევითი ინდივიდებს ემოციური განცხადებები. ეს არის იმ პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 10 წელია ამყარებს, მას შემდეგ რაც ისინი ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა, რომ მოახდინონ სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი

01 ივნისი 2023, 14:32

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად - არაფერზე

საზოგადოებას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ხატია დეკანოიძე

01 ივნისი 2023, 14:30

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი, მაგრამ უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს ის ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით

პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი მაგრამ, ასევე ჩემთვის უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით,- ამის შესახებ, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

გიტანას ნაუსედა

01 ივნისი 2023, 14:24

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა არის ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასე გაგრძელდება

ლიეტუვა არის ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

რობერტა მეცოლა

01 ივნისი 2023, 14:16

პოლიტიკა

რობერტა მეცოლა: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, - განაცხადა მეცოლამ.

შარლ მიშელი

01 ივნისი 2023, 14:15

პოლიტიკა

შარლ მიშელი: იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში იქნება შესაძლებლობების ფანჯარა, გაკეთდეს მკაფიო არჩევანი საქართველოს მომავალზე, რაც დაფუძნებული იქნება ფუნდამენტურ ღირებულებებზე - მშვიდობა, კეთილდღეობა

„მოხარული და უბედნიერესი ვიქნები ისევ ვეწვიო საქართველოს და ქართველ ხალხს. საქართველოს პრეზიდენტმა დამპატიჟა საქართველოში და ვნახავთ, როდის მომეცემა შესაძლებლობა ვეწვიო საქართველოს. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები გაფართოების მიმართულებით. ევროკომისია ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს გაფართოებაზე და გავიმეორებ, რომ ვაპირებ ჩემი მხრიდან საკითხი დღის წესრიგში წლის ბოლომდე, სამიტის განრიგში შევიტანო“, - განაცხადა მიშელმა.

01 ივნისი 2023, 14:02

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლა და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს „ისთ ფოინთის“ 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

01 ივნისი 2023, 13:48

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლის მოსწავლეებს პირადად მიულოცა

ვიზიტისას მინისტრმა სკოლის პანსიონში არსებული სენსორული ინტეგრაციის ოთახი და საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლოს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ სრულად რეაბილიტირდა. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით სკოლა-პანსიონში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გარე დათბუნების სამუშაოებიც განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი არ ახსენა, ეს მარტივ რამეს ადასტურებს - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. შესაბამისად, მას პოლიტიკურ გამოსვლებში არ ახსენებს არც პრეზიდენტი და არც სხვა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ამიტომ ნებისმიერი ასეთი განმარტება ჩვეულებრივი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, რაც გვესმის, ამაში ახალი არაფერია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უცხოელი ე.წ. ექსპერტები საქართველოს ჭკუას ასწავლიან, როგორ გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები, ამას გვეუბნებიან ჩვენ, ვინც ზეპირად ვიცით აგრესიის 30 და რუსეთის ოკუპაციიდან 200 წელი

ვნახეთ მანიპულაცია, თითქოს პრემიერის განცხადება ნიშნავდა ნატო-ზე უარის თქმას ან ნატო-სთვის რაღაცის დაბრალებას. მეორე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება, რომ რუსეთმა უკრაინაში აგრესია იმიტომ განახორციელა, რომ მან ევროპული მომავალი აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია, რამდენიმე „ენჯეო“ დედაქალაქ-დედაქალაქ დადიან, ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველოში სავალალო მდგომარეობაა, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა

„რამდენიმე „ენჯეო“ ბრიუსელში იყო ჩასული და რა თქმა უნდა, ბრიუსელიდან ვიცით, რა საუბრები ჰქონდათ. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია რამდენიმე „ენჯეოსი“, რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ჩადის და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ანტიკამპანიას ეწევა“

სალომე ზურაბიშვილი

01 ივნისი 2023, 13:40

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ჟურნალისტს: თქვენ თქვით პრორუსი პრემიერ-მინისტრი. არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს

„თქვენ თქვით პრორუსი პრემიერ-მინისტრი. არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს. შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქვთ შიში კონკრეტულ მომენტში შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო, ჰქონდეთ სურვილი გადადგან ნაბიჯი, რამაც შეიძლება რაღაც შედეგი მოიტანოს. ყველაფერი ეს კი, მაგრამ ფუნდამენტურად პრორუსობა არა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

01 ივნისი 2023, 13:40

მსოფლიო

კანადა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც მოწევის საფრთხის შესახებ გაფრთხილებას სიგარეტის თითოეულ ღერზე დაბეჭდავენ

„თითოეული სიგარეტის მარკირება პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის მწეველისთვის თავი აარიდოს გაფრთხილებას იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ის თავის ორგანიზმს უქმნის“, - აღნიშნავენ კანადის მთავრობის პრესსამსახურში.

ზურაბ ქადაგიძე

01 ივნისი 2023, 13:36

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გიორგი არველაძეს: „მოდელირებულ ქრონიკას“ რომ აკეთებდი და ხალხს აგიჟებდით, მაშინაც პირუტყვებად აღიქვამდით საზოგადოებას და ახლაც იგივე დამოკიდებულება გაქვთ, რადგან უსამშობლო ნაძირალები ხართ

სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ, ნაძირალობით წარმოაჩინო თავი იმიტომ, რომ ეგეთი რჯულის ხარ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც არველაძე პოლიციელებს „ძაღლობად“ მიიჩნევს და შესაბამისად, პოლიციელის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

01 ივნისი 2023, 13:21

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ვატიკანის ელჩს საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 13:20

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 2021 წელს, მხარს ვუჭერთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს.