04 აპრილი 2023, 12:54 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად.

მისივე თქმით, იგივე ინტერესი აქვთ რადიკალური ოპოზიციის პატრონებს.

„რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოხსენების დროს სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს, ანუ ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს, ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს - ეს არის გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესია საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი​ და საქართველოში იყოს მშვიდობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, აქედან გამომდინარე ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნის მცდელობა არის აბსოლუტურად უსუსური.

„მათ სცადეს ხელისუფლების აყირავება არჩევნების ვითომდა გაყალბების საბაბით, თუმცა იქით დავუმტკიცეთ, რომ მათ გააყალბეს ხმის პარალელური დათვლის შედეგები. ეს რიტორიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მეტყველებს მათ რადიკალურ ბუნებაზე“, - ამბობს კობახიძე.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სტატუსის მიღება არ უნდა, ვინაიდან ეს მისთვის შეურაცხმყოფელია. პარტია „დროას“ წევრი მარიკა მიქიაშვილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსით ავტორიტარიზმს გაამყარებს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 20:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებზე, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს

ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერში” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა, სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად იყო ქცეული

„მე ერთხელ მაშინ მომიწია სუფრასთან ყოფნა, სადაც დაახლოებით 10-15 ბიზნესმენი იყო და უკლებლივ ყველა ბიზნესმენს ჰქონდა რეკეტის საკუთარი ისტორია. როგორ მიიყვანეს მოდულის შენობაში, ტანსაცმელი გაახდევინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე მიუწერეს ფურცელზე თანხა, რომელიც უნდა მიეტანა. ათასი ისტორია არსებობს და ამ ისტორიებსაც შეგვიძლია, ჩავყვეთ. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა. არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 20:31

პოლიტიკა

პრემიერი: 2012 წლამდე ეკონომიკური კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა, მაშინდელი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე, უმუშევრობა დაახლოებით 2-ჯერ მეტი, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, ბიზნესის რეკეტს ამართლებდნენ ეკონომიკური ინტერესებით, წარმოიგინეთ რა დონის ფარსთან გვქონდა საქმე

ეკონომიკური კუთხით იყო ასევე უმძიმესი მდგომარეობა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინდელი ეკონომიკა იყო 28 მლრდ ლარი, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში

დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 20:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული, ადამიანის უფლებების კუთხით იყო შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, იყო დამახინჯებული კონსტიტუცია, ამ დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო დამახინჯებული კონსტიტუცია და დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე:წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში

დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში, - განაცხდა გადაცემაში “ღია ეთერი” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ქუჩაში დღისით მზისით კლავდნენ ადამიანებს.

03 ოქტომბერი 2026, 19:17

პოლიტიკა

პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სანქციები დაუყონებლივ უნდა ამოქმედდეს. მიზეზად, არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლას ასახელებენ. კერძოდ, ALDE-ს განცხადებით, საქართველოში გერმანული „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ოფისის დახურვა დამოუკიდებელ ხმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 19:08

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს - ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

ორი დღის წინ იყო 1-ლი ოქტომბერი, დიდი გამარჯვების დღე. განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან ისმოდა ასეთი ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომ რა არის შემდეგი ნაბიჯები და ამ 14 წლის მანძილზე, რა არის კიდევ ის, რაც არის მისაყვანი ბოლომდე და პასუხია ერთი და ძალიან მკაფიო - ეს მინდა მთელი გუნდის სახელით გითხრათ - რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

03 ოქტომბერი 2026, 18:39

სპორტი

9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს

9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით. და თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, დაფინანსებულიყო და ეს თუ გახდა რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ფონდების დახურვაზე გერმანიის ელჩს მისსავე განცხადებაზე.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გადატვირთული ურთიერთობების ფონზე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები, პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადავდგით არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, სადაც ვთვლით, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ბურთი ახლა მათ მოედანზეა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით

ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია „ALDE“-ს მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსისადმი საქართველოში კონკრეტული პირებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 18:03

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ევროკომისიის კვლევაზე: ერთია რეალობას აცდენილი პოლიტიკური განცხადებები ბრიუსელიდან და მეორეა ავტორიტეტული ორგანიზაციების და ინსტიტუციების მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, ხშირად მსოფლიო მასშტაბით არის ლიდერ პოზიციებზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროკომისიის კვლევა შეაფასა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

ალექსეი გონჩარენკო

03 ოქტომბერი 2026, 17:55

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: „რუსეთი უნდა დაიშალოს", „პუტინი მოკვდება", „ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას" - ამ ვარიანტებს ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ. მათ ომი უყვართ. არ უნდა მოუსმინოთ

პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან ომის სწრაფად დასრულების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ მოუსმენენ მათ, რომლებიც ილუზიებს ავრცელებენ. მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ „რუსეთი დაიშლება“ ან „პუტინი მოკვდება“, ხშირად ის ადამიანები ტირაჟირებენ, რომლებიც ომის პერიოდში გამდიდრდნენ.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 17:52

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პარტიების აკრძალვაზე: ამ ქვეყანაში აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს

ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი აგენტურისგან გათავისუფლდეს, რათა აგენტურისგან დაბინძურებული ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ოპოზიციაში იქნებიან სხვა პარტიებთან და არა თავის ქვეყანასთან“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 17:42

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ რეალურად მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევა შეაფასა. მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 17:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ - მათი კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი როგორ ჩაბარდა წარსულს და თუ ვინ არის პასუხისგებაში მიცემული

ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს და ჩვენს საზოგადოებასაც ძალიან კარგად ახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან

მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ირაკლი კირცხალია

03 ოქტომბერი 2026, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები

პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.

03 ოქტომბერი 2026, 17:18

სპორტი

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი ტურნირის „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულია

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 80,01 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში 135,82 ქულა დააგროვა, ორი პროგრამის ჯამში კი მოპოვებული 215,83 ქულით „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირის „თრიალეთის თასის“ გამარჯვებული გახდა.