ირაკლი ქადაგიშვილი: სწორედ ევროკავშირის გზაზე რომ გვინდა ვიდგეთ, იმიტომ ვატარებთ გონივრულ პოლიტიკას
ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველო ყოველთვის იყო ბრძოლის წინა ხაზზე და ის, რომ ჩვენ დღეს არ გვინდა ის უბედურება დატრიალდეს, რაც უკრაინაში ტრიალებს და ამას რომ თავს ვარიდებთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან რუსეთის გვეშინია ან ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ავცდით. სწორედ ევროკავშირის გზაზე რომ გვინდა ვიდგეთ, იმიტომ ვატარებთ ამ გონივრულ პოლიტიკას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლის საპასუხოდ.
მისი თქმით, შეუძლებელია, რომ საქართველომ, რომელიც კონკრეტული შეფასებებით რეალურად მოწინავე ლიდერი ქვეყანაა, თუნდაც იმ პოლიტიკური რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოში მუდმივად იქნება გამოყენებული, რომ რამენაირად რევოლუციური სცენარები განახორციელონ, არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„ამიტომ ეს სტატუსი მოგვენიჭება - საქართველოს მიენიჭება, ქართველ ხალხს მიენიჭება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ოპოზიციას, გამონაკლისი დეპუტატების გარდა, არცერთ პუნქტში არ მიუღია მონაწილეობა.
„ცოდვაა ეს ქვეყანა, ვინაიდან, რომ იტყვიან, გასაქანი აქვს მიცემული ყოველგვარ აღვირახსნილ პროპაგანდას. არ არის ჯარში მსახურება, სამშობლოს დაცვა, რაც არ უნდა მძიმე პირობებში ხდებოდეს ამ სამსახურის გაწევა - მონობა, არ შეიძლება ამის ასე კულტივირება. ეს არის ქართულ ჯარში სამსახური, რომლის პირობები თუ უკეთესი იქნება, კარგი იქნება ქვეყნისთვისაც და მომსახურე ჯარისკაცისთვისაც.
კანონი, რომელიც ითხოვს ელემენტარულ გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, ტელევიზიებისაც, „რუსული კანონი“ არ არის. ეს არის კლიშე. ისევე როგორც სიტყვა „მონობა“, „რუსული“ გახდეს დომინანტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთი საარჩევნო კოდექსი მივიღეთ სრულად ელექტრონული წესით ჩასატარებელი, რომლის მსგავსი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის გარშემო სპეკულაცია არის ზუსტი გაგრძელება იმ საბოტაჟისა და სპეკულაციისა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ დიდი ენთუზიაზმით წამოიწყო, რათა არჩევნების შედეგები უკანონოდ გამოცხადებულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები, რომელთაც არ უნდათ სწორედ ანგარიშვალდებულება და რომლებიც პირდაპირ ტყუილი მონაცემების პროპაგანდას ეწეოდნენ. ესეც რეალობაა.
ქალბატონ პრეზიდენტსაც შევახსენებთ, რომ დასჭირდა შარლ მიშელის ჩარევა, შედეგად რა მივიღეთ? რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა კეთილი ნება, წამოვიდა ამაზე, მაგრამ ძირითადი ოპოზიციური საბოტაჟის დამკვეთი და შემსრულებელი პარტია, 100 დღის განმავლობაში ამას ხელს არ აწერდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 23:19
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.


