imedi /  05 აპრილი 2023, 21:45 / სანდო წყარო

ლევან მურუსიძე: სანქციების დაწესება არის მცდელობა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს

ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძე

რეალურად ხდება სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომ შემდგომ მოხდეს ბერკეტების ხელში აღება, - ასე გამოეხმაურა ლევან მურუსიძე აშშ-ის გადაწყვეტილებას მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ. ამ თემაზე კომენტარი სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ „რუსთავი 2“-თან გააკეთა.

„ეტყობა, სასამართლო რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვიღაცებს არ აწყობდათ, ვის, ეს ცხადია უკვე. მცდელობაა იმისა, რომ ქართული სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება დაექვემდებაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს. სიმართლე გითხრათ, არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია - ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება. როგორც არის - ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ძალა არის, თავი დახარო და უკადრებელი იკადრო. მე ვცხოვრობდი ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. მიმაჩნდა, რომ სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია, ვემსახურებოდი იმას, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა, მაგრამ, ნუ, რა ვქნათ ახლა“, - აცხადებს მურუსიძე.

მისივე თქმით, კორუფციასთან კავშირი მხოლოდ მიზეზია რეალური მიზნების დასამალად.

„რა კორუფციაზეა საუბარი? თუ რამე კორუფციაში ვიყავი ჩართული, დააყადაღონ ანგარიშები და ამოიღონ რაღაცა. აქ კორუფციაზე არ არის რეალურად საუბარი - როცა საუბრობენ კორუფციაზე, რეალურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მართვა უნდათ. არავის სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, უნდათ, რომ შემოვიდნენ სასამართლო სისტემაში და მართონ სასამართლო სისტემა. მე რომ გავაკეთე განცხადებები ამერიკის საელჩოზე, რეალურად სასამართლო სისტემას არაფერში არ ეხმარებიან და ეს ყველაფერი არის პიარი, იფიქრეს, ლევან მურუსიძე გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ შევიდეთ სასამართლო სისტემაში, კონტროლი დავამყაროთ და გასაგებია ეს. გამოჩნდება ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ არ ვაპირებ რამეზე თავი დავხარო. ბაბუაჩემსაც არ უვლია ევროპაში და მეც როგორღაც გავძლებ აქ. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ჩემ გამო დისკომფორტი ექმნება ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით იტყვიან ხოლმე რაღაცებს, სინამდვილეში ამერიკელმა ხალხმა საქართველო სად არის, ისიც არ იციან. ქართული სახელმწიფო სისტემის ხელში ჩაგდების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა მურუსიძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ყველა სიახლე

დავით სონღულაშვილი ნინო ლაცაბიძე

30 მაისი 2026, 09:43

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქალაქ რუსთავის მერიას შორის რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.

სკოტ ბესენტი

30 მაისი 2026, 09:28

მსოფლიო

აშშ-მა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ირანული კრიპტოვალუტის კონფისკაცია მოახდინა

აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განაცხადებით, ვაშინგტონმა ირანული კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

30 მაისი 2026, 09:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 მაისს საქართველოში

30 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

30 მაისი 2026, 08:31

მსოფლიო

აშშ-ის სასამართლომ „კენედის ცენტრისთვის“ სახელის შეცვლა და მისთვის ტრამპის სახელის დარქმევა აკრძალა

ვაშინგტონის საოლქო სასამართლომ ჯონ კენედის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრისთვის სახელის შეცვლა და მისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელის დარქმევა აკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

30 მაისი 2026, 08:00

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია - კვარაცხელიას PSG „არსენალს“ დაუპირისპირდება

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას PSG ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

პეტერ მადიარი

30 მაისი 2026, 02:09

მსოფლიო

POLITICO: პეტერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს

პეტერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს, - წერს გამოცემა POLITICO.

29 მაისი 2026, 23:59

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პრაიდში მონაწილეობის მიღებას არავის აუკრძალავს - ეს ნაბიჯი ქვეყანაში LGBTQ+ პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს მას შემდეგ, რაც პეტერ მადიარი ქვეყნის მთავრობას ჩაუდგა სათავეში

უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პრაიდში მონაწილეობის მიღებას არავის აუკრძალავს - ეს ნაბიჯი ქვეყანაში LGBTQ+ პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს მას შემდეგ, რაც პეტერ მადიარი ქვეყნის მთავრობას ჩაუდგა სათავეში, - წერს გამოცემა POLITICO.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2026, 23:49

მსოფლიო

The New York Times: ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების თაობაზე გამართული ორსაათიანი შეხვედრა გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების თაობაზე გამართული ორსაათიანი შეხვედრა გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 მაისი 2026, 23:20

სპორტი

მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2026, 22:14

მსოფლიო

CNN: ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში მრჩევლებს ხვდება, რათა გადაწყვიტოს, დათანხმდეს თუ არა ირანთან წინასწარ შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში მრჩევლებს ხვდება, რათა გადაწყვიტოს, დათანხმდეს თუ არა ირანთან წინასწარ შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ესმაილ ბაღაი

29 მაისი 2026, 22:08

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ინარჩუნებენ კონტაქტს, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ინარჩუნებენ კონტაქტს, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული.

29 მაისი 2026, 22:03

კულტურა

პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორ ჩენ იქუნთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჩინეთში, პაატა კალანდაძესთან ერთად დაესწრო.

ნიკუშორ დანი

29 მაისი 2026, 21:41

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ გალაცში საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდნილმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, სავარაუდოდ, ტრაექტორია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიაყენა ზიანი

რუმინეთის ქალაქ გალაცში საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდნილმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, სავარაუდოდ, ტრაექტორია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიაყენა ზიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განუცხადა.

29 მაისი 2026, 21:25

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - დაკავებულია უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში სპეციალური სათბურები ჰქონდათ მოწყობილი.

29 მაისი 2026, 21:05

ჯანდაცვა

„ვამოროლონი“ და „ჯივინოსტატი“ - რა შესაძლებლობები აქვს ამ მედიკამენტებს და არსებობს თუ არა უსაფრთხოების გარანტიები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამა უკვე მოქმედებს. ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება სრულად ხელმისაწვდომია. კლინიკურ, ლაბორატორიულ და ინტენსიურ კვლევებს სახელმწიფო აფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს მოსაზრება, როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს აღნიშნული პროგრამა.

29 მაისი 2026, 21:00

ეკონომიკა

აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს გაუტოლდა - რა განაპირობებს დადებით დინამიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა. ამას ეკონომიკის სამინისტრო უახლეს სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებს. უწყების ცნობით, ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული ტენდენციები, სადაც ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია.

მიხეილ სააკაშვილი
ნიკა მელია

29 მაისი 2026, 20:50

პოლიტიკა

ნიკა მელია: სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია

„სააკაშვილს უკვე მრავალი წელია, ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს. გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული, ცილისმწამებლური წერილი გაუვრცელებია: მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი სახლებში გაუშვაო! ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც“.

29 მაისი 2026, 20:49

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ვლადიმირ პუტინი

29 მაისი 2026, 20:48

მსოფლიო

პუტინი: სომხეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვების შემთხვევაში, რუსეთი მისთვის ენერგომატარებლებზე ფასებს გაზრდის

სომხეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვების შემთხვევაში, რუსეთი მისთვის ენერგომატარებლებზე ფასებს გაზრდის, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

29 მაისი 2026, 20:46

პოლიტიკა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში გასვლითი შეხვედრა გამართა.