პრემიერი: არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების მთავარი რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა, შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა, მე-4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული, 4000-5000 საქმე იგზავნებოდა, წელს სტრასბურგში გაგზავნილ იქნა მხოლოდ 150 საქმე და ამხელა განსხვავება ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში.
„მე ასევე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, პარტნიორებს და ყველას, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან, დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი ჩავიბარეთ ჩვენ სასამართლო 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, მე ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო მართული ერთი ადამიანის მიერ, კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და ამავდროულად იყო სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. სასამართლო იმ დროს იყო რეალური პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი და ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ იმ დღეს, როცა გახდა „ქართული ოცნება“ ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი. მე ასევე მახსოვს ჩვენი საუბრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეების მიმართ ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ზომები არ უნდა მიგვეღო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც არაფერი გაგვიკეთებია, პირიქით, ჩვენ მოსვლის დღიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს. ასევე მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საელჩოების, რომ მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ, რაც ასევე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა. მე-4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი. ამას ადასტურებს იგივე, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევები. მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში. ამის მაჩვენებელია ის სტატისტიკა, რომელიც მინდა ახლა მოვიყვანო მაგალითისთვის. 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული. 4000-5000 საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში. რატომ, მეგობრებო?! იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. წელს სტრასბურგში გაგზავნილ იქნა მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი. ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ და ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
31 აგვისტო 2026, 22:42
საზოგადოება
ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.
31 აგვისტო 2026, 21:50
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.
31 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
31 აგვისტო 2026, 21:00
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.
31 აგვისტო 2026, 20:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე
ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.


