www.imedi.ge /  13 აპრილი 2023, 09:02 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას საგამოძიებო კომისია არ სჭირდება, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებით, დასკვნის გამოტანა შეიძლება ღია წყაროების ინფორმაციებით, დაგუგლონ და იქნებ რამე მტკიცებულებები აღმოაჩინონ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საგამოძიებო კომისიის საკითხის ახლა წამოყენება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ვერ აცნობიერებს ოპოზიციის ნაწილი, რას ნიშნავს, იყო თუ მთლიანად მოქალაქეების არა, საკუთარი ამომრჩევლის წარმომადგენელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ეს ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ შარშან, ივნისში აქვს დაყენებული საგამოძიებო კომისიის სახით და შემდეგ, დეკემბერში კი - რეფორმების ჯგუფს. ორ პოლიტიკურ ჯგუფს ივნისსა და დეკემბერში უკვე აქვს წამოყენებული ეს ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის და მე მათ რამდენჯერმე შევახსენე, როდის აპირებენ ამის კენჭისყრაზე გამოტანას, მაგრამ გავიდა ნახევარი წელი, თითქმის ერთი წელი და არც კი გამოჰქონდათ ეს საკითხი. როდის გამოიტანეს? როდესაც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტმა რაღაც თქვა და ეს მიიღეს სიგნალად, რომ თავიანთი საპარლამენტო ბერკეტი უნდა აამუშაონ. ეს ხომ აჩვენებს, რამდენად არასერიოზულად უყურებენ ისინი ბმას საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან?! დააკვირდით, ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რა საკითხი გამოიტანონ პარლამენტში, განსაზღვრავენ არა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით და მოქალაქეების ინტერესით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ნიავი უბერავს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებიდან თუ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა სწორი ნაბიჯი სანქციების მიზეზად დასახელებული ბრალდებების შესწავლა საპარლამენტო კომისიის მიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პარლამენტს აქვს ზედამხედველობის ძლიერი ბერკეტები და დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რასაც ოპოზიცია ითხოვს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ ინსტრუმენტის ამუშავების მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთადერთი – პროცესების რადიკალიზაცია და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის სახიფათო პოლიტიკური მიზანი.

„ოპოზიციის ასეთი ქცევა ორი რამის გამო არის არასერიოზული და ერთი რამის გამო სახიფათო. არასერიოზულია, რადგან ამას აკეთებენ არა საკუთარი მოქალაქეების კარნახით, არამედ იმ ნიავის მიხედვით, რომელიც ქვეყნის გარედან უბერავს და ამით განსაზღვრავენ საკუთარ დღის წესრიგს. მეორე, არასერიოზულია, რადგან თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვითაც, იმ დასკვნების გამოტანა, რაც დეპარტამენტმა გამოიტანა, შეიძლება ღია წყაროებში არსებული ინფორმაციებით და ამისთვის მათ საგამოძიებო კომისია არ სჭირდებათ; დასხდნენ, დაგუგლონ, წაიკითხონ ანგარიშები, ცოტა შრომა გასწიონ და იქნებ ისინიც იმავე დასკვნამდე მივიდნენ და შემდეგ რამე მტკიცებულებები აღმოაჩინონ. რაც შეეხება სახიფათოობას, ჩვენ ვნახეთ, რა მსჯელობა მოჰყვა მთლიანად ამ პროცესს, მიდის პირდაპირ პიროვნული თავდასხმა სანქცირებულ მოსამართლეებზე, სხვა მოსამართლეებზე და ხდება სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. ანუ, ფაქტობრივად, ვართ რადიკალიზაციის პროცესში და, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ამ ინსტრუმენტის ამუშავების მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთადერთი, პროცესების რადიკალიზაცია და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო პოლიტიკური მიზანი, როდესაც ოპოზიციის ნაწილს სურს სახელმწიფოს ერთ-ერთი შტოს, სასამართლო სისტემის მთლიანად დისკრედიტირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

კონსტანტინე ჟღენტი

19 აპრილი 2026, 23:30

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი

რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქართული „ენჯეოების“ შელახული ავტორიტეტის ბრიუსელის მიერ აღდგენის მცდელობაზე საუბრისას.

 კოტე ჟღენტი

19 აპრილი 2026, 23:28

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა.

კოტე ჟღენტი

19 აპრილი 2026, 23:18

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო

რეალობიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას.

 თემურ ჭყონია

19 აპრილი 2026, 22:57

ეკონომიკა

თემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება

რომ გითხრათ, რომ ვადა ძალიან დიდია, ვერ გეტყვით, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ თემის გადაწყვეტა 100%-ით, - განუცხადა „იმედის კვირას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ პლასტიკატის ბოთლების წარმოების აკრძალვის 4 წლით გადავადებაზე.

სვიმონ ჯანგულაშვილი

19 აპრილი 2026, 22:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ

ნანუკა ჟორჟოლიანს, ამ ყველაზე დაბალი სტანდარტების, არაპროფესიონალ, დილეტანტ ადამიანს, რომლის მთელი პროფესიული მიღწევები არის მხოლოდ და მხოლოდ სკანდალზე, სიყვითლეზე, ყვითელ თემებზე აწყობილი, აღელვებდა თავისი ახლად შექმნილი უბადრუკი მედია, რაღაცა პლატფორმისთვის რეიტინგის მოპოვება, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

 მიხეილ დუნდუა

19 აპრილი 2026, 22:32

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

19 აპრილი 2026, 22:01

საზოგადოება

თანამედროვე სივრცითი დაგეგმარება - როგორი იქნება ქართული სოფლები და ქალაქები წლების შემდეგ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული ქალაქების - ძველი უბნების არქიტექტურა ბევრს ხიბლავს, განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს. თვალშისაცემია ქართული სივრცითი განაშენიანების უნიკალური სტილი სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში, ხევსურეთში, რაჭაში, აჭარაში, სამცხე -ჯავახეთში, ქართლში თუ კახეთში, რომელიც აქა-იქ შემორჩა, მაგრამ ერთ მთავარ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ჰქონდა უდიდესი კულტურა სივრცითი განაშენიანებისა, რომელიც დროსა და თვითნებურ მშენებლობებში ჩაიკარგა.

დავით ნებიერიძე

19 აპრილი 2026, 21:57

პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ, პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ

თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ, - წერს ოპოზიციის პროპაგანდისტი, დავით ნებიერიძე, ქართველი სპორტსმენების მოსამართით სოციალურ ქსელში.

გიორგი გაბუნია

19 აპრილი 2026, 21:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით

გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

ანდრია ჯაღმაიძე

19 აპრილი 2026, 21:40

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი

მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

19 აპრილი 2026, 21:39

ეკონომიკა

ოთხწლიანი შეღავათი ბიზნესს - პლასტიკის ბოთლში სასმლის წარმოებისა და იმპორტის გადავადებული აკრძალვა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

საკვებთან შემხებლობაში პლასტმასის გამოყენება აკრძალულია - 4 წლით გადავადდა მხოლოდ ერთი აკრძალვა, რომელიც 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო და პლასტიკის ბოთლში სასმელის წარმოებასა და იმპორტს ეხება.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

19 აპრილი 2026, 21:34

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება

„ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

19 აპრილი 2026, 21:27

პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა ფეშენებელურ ვილას ყიდის - შაშკინის მდიდრული ცხოვრება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თბილისში მდებარე ეს ფეშენებელური ვილა დღეს გასაყიდად არის გამოტანილი. სწორედ ამ მისამართზე იწყება „იმედის კვირის“ სიუჟეტი. პოტენციური მყიდველის როლში, „იმედის კვირა“ ესტუმრა ობიექტს, სადაც მასპინძელი დიმიტრი შაშკინია — სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, ციხეებში ახალაიას სისასტიკის გამგრძელებელი და განათლების სისტემაში ტერორის შემოქმედი, რომლის სახელსაც თავდაცვის მინისტრობისას არაერთი სისხლიანი ოპერაცია უკავშირდება.

 მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი

19 აპრილი 2026, 21:19

საზოგადოება

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო

პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ილია მეორეზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მშვიდობას მოაქვს მეტი ინვესტიცია, მეტი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ყველგან არ არის სახარბიელო ვითარება და არსებობს პრობლემები , რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება და აზარალებს. შეუძლებელია, თავი დააღწიო ომისგან მიყენებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

19 აპრილი 2026, 21:04

საზოგადოება

ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ

გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა მეუფე შიოზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 21:04

პოლიტიკა

თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების“ საფუძველზე გამოქვეყნებული „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

19 აპრილი 2026, 20:57

ეკონომიკა

თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში

უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.

19 აპრილი 2026, 20:52

საზოგადოება

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი მეუფე შიოზე: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.