imedi /  20 აპრილი 2023, 17:04 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: კელი დეგნანის ცინიზმი ქართველი ხალხის მიმართ ყოველგვარ ზღვარს სცილდება

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის მიერ საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება არგუმენტების გარეშე, ხოლო ამ არგუმენტების ძიებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნის მცდელობა, სამართლიანობის ყოველგვარ წესებს არღვევს და დასავლეთის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ქონაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

„ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებული კომენტარი ქართველ მოსამართლეებსა და დავით კეზერაშვილის საქმეზე, სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი ერთი და იმავე საკითხის მიმართ. მისი თქმით, უმაღლესი რანგის, სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის გამოცხადება დამნაშავეებად და ყოველგვარი გამოძიების გარეშე მათთვის სანქციების დაწესება, სამართლიანია, ხოლო BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიერ გაკეთებული, ფაქტებზე დაყრდნობილი მასალები საეჭვოა და გამოძიებას საჭიროებს.

ქალბატონ ელჩს ქართველი ხალხი რატომღაც მდაბიო აზროვნების ჰგონია და რა ბრძანებებსაც გასცემენ, მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც და მოსახლეობაც მათი ბრძანებების უპირობო შემსრულებლები იყვნენ. სწორედ ასეთი დირექტივაა მათი მხრიდან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება გაამართლონ.

ბუნებრივია, მათი დირექტივით შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ფაქტობრივად მკვლელი რეჟიმის მესვეურები უხელმძღვანელებენ, მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც მართლმსაჯულება მართლაც თვალახვეული იყო, იმდროინდელ უსამართლო სასამართლოზე ამერიკის ელჩების მიერ მსგავსი განცხადებები რატომღაც არ გვახსოვს. დღეს კი, როდესაც შედარებაც კი არ შეიძლება მაშინდელსა და დღევანდელ სისტემას შორის, თურმე სასამართლოს რეფორმა ყოფილა საქართველოში უმთავრესი წინაპირობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. არადა, რეალურად, თავად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ქართული სასამართლო მიღწევებით ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს.

ამერიკის ელჩს სურს ქართული მართლმსაჯულება დიდ პოლიტიკურ თამაშში გახვიოს და მართვის სადავეები ისევ „ნაცმოძრაობას“ მისცეს ხელში. გამოდის, რომ სააკაშვილის მიერ თავის დროზე ჯიბეში ჩასმული სასამართლო დასავლეთისგან მხარდაჭერილი ყოფილა.
ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ღია კომენტარები ამ საკითხზე, ანუ ცინიზმი ქართველი ხალხის მიმართ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება“. - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2026, 01:26

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: შემიძლია თუ არა გითხრათ, როდის დაეცემა ირანის რეჟიმი? არ ვიცი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზნები მიღწეულია, მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმი კვლავ ინარჩუნებს ხელისუფლებას.

16 ივნისი 2026, 00:05

მსოფლიო

B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაბაზა ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ივნისი 2026, 23:57

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

15 ივნისი 2026, 23:32

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდარ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 23:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა

როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პასუხს აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ.

ლევან მაჭავარიანი

15 ივნისი 2026, 23:27

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: არც ევროპის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ქართველებს

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 23:25

მსოფლიო

ტრამპი: გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან - ვხედავ, რომ, შესაძლოა, ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ, ხედავს შესაძლებლობას, „რამე გააკეთოს“ უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კვირას მას „კარგი“ საუბრები ჰქონდა ზელენსკისა და პუტინთან.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

15 ივნისი 2026, 23:18

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელმა და აშშ-მა ირანის მხრიდან მომავალი ბირთვული საფრთხე თავიდან აიცილეს და ისრაელის სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინეს, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად, ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ იარაღს ვერასოდეს მიიღებს.

ილია თოფურია

15 ივნისი 2026, 23:15

სპორტი

ილია თოფურია: ჯასტინ გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი და ეს გააკეთე - დავისვენებ, მოვმჯობინდები. უფრო მეტად ძლიერი და სახიფათო დავბრუნდები და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა

„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და ეს გააკეთე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი - მარცხენიდანაც. გამართლებას არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე მობილიზებული, მომზადებული და მზადმყოფი გამოვედი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო“.

ემანუელ მაკრონი

15 ივნისი 2026, 23:05

მსოფლიო

მაკრონი: აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა

G7-ის სამიტზე საფრანგეთში ჩასვლამდე, ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ფრანგულ ღვინოებზე გადასახადებს გაზრდიდა, რაც იქნებოდა საპასუხო რეაქცია საფრანგეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადზე.

15 ივნისი 2026, 22:39

სპორტი

ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატის მეორე ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 17-წლამდელებს შორის ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 1500-მეტრიანი დისტანცია 5:06 წამში დაფარეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.

15 ივნისი 2026, 22:30

საზოგადოება

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი ფერნანდო რიანიო რატი იონათამიშვილს: ნიუ-იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე. ბედნიერი ვარ თქვენი ფასდაუდებელი შრომით და მიღებული შედეგებით

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ფერნანდო რიანიო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს რატი იონათამიშვილს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 19-ე სესიაზე წარმატებულ მონაწილეობასა და გაეროში დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების” პრეზენტაციას ულოცავს და მეგობრულ წერილს უგზავნის.

არჩილ გორდულაძე

15 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ვინც მის ამ სიბინძურეს „ანიუსებს“, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?

ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამ სიბინძურის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, მის სიბინძურეზე და ტალახის სროლაზე, ვინც მის ამ სიბინძურეს ,,ანიუსებს”, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, CNEWS-ის მიერ, რომლის დამფუძნებელიც ელისო კილაძეა, გამოქვეყნებულ ნიუსზე, სადაც კილაძე მორიგ ბრალდებას მტკიცებულებების გარეშე აყენებს, აღნიშნული განცხადება კი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურმა მედიებმაც გაავრცელეს.

15 ივნისი 2026, 22:13

სპორტი

ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო-ვერდესთან ფრე ითამაშა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - H ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ატლანტაში გაიმართა, ესპანეთის ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ესმაილ ბაღაი

15 ივნისი 2026, 22:06

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-თან გაფორმებული შუალედური შეთანხმების ნაწილია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ესმაილ ბაღაი აცხადებს, რომ ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-თან გაფორმებული შუალედური შეთანხმების ნაწილია.

იაირ ლაპიდი

15 ივნისი 2026, 21:54

მსოფლიო

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ამერიკის პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ ეუბნება ისრაელის პრემიერ-მინისტრს - „შენი უფროსი მე ვარ და გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან“

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი წააგო და გადამწყვეტ მომენტში გატყდა, - აცხადებს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაგეგმილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აკრიტიკებს.

მასუდ პეზეშკიანი

15 ივნისი 2026, 21:41

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ აშშ-თან შეთანხმება პარასკევს გაფორმდება

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა პირველად დაადასტურა, რომ პარასკევს შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მოეწერება ხელი.

ილონ მასკი

15 ივნისი 2026, 21:34

მსოფლიო

ილონ მასკი: დიდი ბრიტანეთი პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა

პლატფორმა X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი აკრძალვა, რომელიც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას ზღუდავს, არის „მგელი ცხვრის ტყავში“.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 21:25

მსოფლიო

ტრამპი: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული ბომბი - ისინი დათანხმდნენ ამას, მათ არ ექნებათ ბომბი და ეს იყო მთელი ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს და სწორედ ამით გაამართლა განხორციელებული სამხედრო ოპერაცია.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 21:14

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“.