21 აპრილი 2023, 10:24 / სანდო წყარო

პრემიერი: 2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე, ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. მისი თქმით, ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

„დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას - თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ - ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან”, - აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა.

“სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება - სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა - კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, - ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა - კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით - წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ - ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 04:04

მსოფლიო

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები მზად არიან გააუქმონ შესაბამისი სანქციები, ირანის მიერ საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადადგმული მკაფიო და გადამოწმებადი ნაბიჯების საპასუხოდ

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში „ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნა და ნაოსნობის უპირობო და შეუზღუდავი თავისუფლების უზრუნველყოფა“ მოითხოვეს.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 03:56

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი ირანთან შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას ირანთან მიღწეულ შეთანხმებას „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი მომენტი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.

15 ივნისი 2026, 03:49

მსოფლიო

ტრამპი: ჰორმუზის სრუტე პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნება.

მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი

15 ივნისი 2026, 03:40

მსოფლიო

კატარის პრემიერი: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას

კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანიმ კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მიესალმება“ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

15 ივნისი 2026, 03:34

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 03:23

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრება, თუმცა შესაძლოა მას ტრამპიც შეუერთდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას საღამოს განაცხადა, რომ იგი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების ოფიციალური მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, თუმცა შესაძლოა ღონისძიებას თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწროს.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 03:12

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან შეთანხმება მიღწეულია, აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას გამოაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ დაასრულებს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, რაც თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველაზე მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს.

15 ივნისი 2026, 00:00

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2026, 23:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჩვენ პატივს ვცემთ სომეხი ამომრჩევლის არჩევანს, ჩვენთვის უფრო კომფორტულია პროგნოზირებადი სომხეთი, რომელიც ზუსტად იმ ორბიტაზე იმყოფება, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თავისი პლუსებით და მინუსებით

იმაზე მკაფიო შეფასება, რაც ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა გააკეთა, კიდევ რა უნდა გაეკეთებინა, იმაზე მკაფიო დასკვნა, რაც 2022 წელს წელს ამერიკაში ეუთო/ოდირმა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგად ორი მიცვალებული ადამიანი, დიდი უპირატესობით მიიღეს კონგრესში და ბევრმა მიცვალებულმა ამ არჩევნებში ხმა მისცა, არ დადებულა, მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ვალიკო ფონიავა

14 ივნისი 2026, 23:34

სპორტი

ვალიკო ფონიავა სპორტული კარატეს პრემიერ-ლიგის ვიცე-ჩემპიონია

სპორტულ კარატეში მაროკოში მიმდინარე პრემიერ-ლიგაზე ქართველმა კარატისტმა ვალიკო ფონიავამ (-75 კგ) კუმიტეში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალი რუს მოწინააღმდეგესთან დათმო.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2026, 23:27

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია

ჩვენ გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ეს ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2026, 23:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სომხეთი დღეს შესულია ევრობიუროკრატიის ორბიტაზე ისევე, როგორც მანამდე იქ შევიდა მოლდოვა და უკრაინა. ამ შემთხვევაში როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევები, რა დარღვევებიც არ უნდა დაფიქსირდეს ევრობიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ ვერ გავიგებთ ვერც შეშფოთებას, ვერც დემოკრატიის უკუსვლის შესახებ ლექციას

სომხეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელმაც ბრძანა, რომ მსგავსი დარღვევებით ჩატარებული არჩევნები მის პრაქტიკაში არ ახსოვს და უნახავს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას.

14 ივნისი 2026, 22:50

რეგიონი

ნამდვილი კულინარიული მაგია - „გემოფესტი“ახალციხეში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ორი დღის განმავლობაში ახალციხე ნამდვილ კულინარიულ ლაბორატორიად იყო გადაქცეული.

რატი იონათამიშვილი

14 ივნისი 2026, 22:19

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: დოკუმენტური ფილმი პალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების შედეგად

დოკუმენტური ფილმი პალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე, - განაცხადა გადაცემაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

14 ივნისი 2026, 22:03

პოლიტიკა

ევროპული ინტეგრაციის სურვილით შეფუთული ულტიმატუმი - ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის იარაღი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ არკვევდა, სად გადის ზღვარი პარტნიორობასა და შანტაჟს შორის, როგორ იქცა ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკურ სადამსჯელო იარაღად, ასევე რეალურად რა ბერკეტები აქვს ცალკეულ ევრობიუროკრატს და ვისზეა გათვლილი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მუქარა.

მაკა ბოჭორიშვილი

14 ივნისი 2026, 21:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით მუქარაზე: არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე

არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, - განაცხადა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევრობიუროკრატიის მუქარაზე საუბრისას.

ბაჩო ოდიშარია

14 ივნისი 2026, 21:30

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია ფილმზე - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და მიჩვეული ვართ, რომ 100-ზე ნაკლები მედალი არ გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში, - განაცხადა ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ.

14 ივნისი 2026, 21:16

პოლიტიკა

პროჩინურობისა და პროირანულობის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ - რა ფაქტებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა ჯო უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი „იმედის კვირის“ კითხვებს არ პასუხობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ვის აღიზიანებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და სად იწერება მორიგი წარუმატებელი სცენარი - ბრძოლა გავლენებისთვის საქართველოში და საქართველოს გარშემო, ნახეთ შორენა ხვიჩიას სპეციალურ რეპორტაჟში.

14 ივნისი 2026, 21:12

პოლიტიკა

დაშლილების ნანუკა ჟორჟოლიანით რეინკარნაციის მცდელობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ხუთგზის ჩავარდნილი გადატრიალების შემდეგ სააკაშვილმა რევოლუცია, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარ პარტიაში - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დააანონსა.

ნიკოლოზ სამხარაძე

14 ივნისი 2026, 21:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა

რატომ აბრალებენ საქართველოს, რომ პროირანული ხელისუფლება ჰყავს და რატომ გაჩნდა ოპონენტების მხრიდან ტერმინი პროირანული ხელისუფლება, რადგან დღეს ამერიკა დაპირისპირებულია ირანთან, ამიტომ შენ უნდა აჩვენო, ვისთანაც დაპირისპირებულია ამერიკა, იმასთან ლოიალურადაა საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.